იცით, რომ ფორთოხლის ხე შეგიძლიათ, ოთახშიც გაზარდოთ?!

მებაღის რჩევები

9 მარტი 14:00, 2016 წელი

ფორთოხალი ფართოდ გავრცელებული ციტრუსოვანი მცენარეა, რომელიც სასარგებლო და გემრიელი ნაყოფით გამოირჩევა და ძირითადად, ღია გრუნტში ზრდიან, თუმცა არსებობს მთელი რიგი საოთახო სახეობები. ამჯერად, სწორედ მათი მოვლისა და გამრავლების წესებზე ვისაუბრებთ. 


ფორთოხალი, იგივე ფორთოხლის ხე (ლათ.
Citrus sinensis) ციტრუსის გვარის ტეგანისებრთა ოჯახის მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ველურად არსად გვხვდება, რადგან მისი კულტივირება ჩვ.წ.აღ-მდე, დაახლოებით, 4000 წლის წინათ დაუწყიათ.
ფორთოხლის ხეს ტყავისებრი, ოვალური ფორმის, მუქი მწვანე ფოთლები აქვს, ორსქესიანი, თეთრი და სურნელოვანი ყვავილები კი მარტოულად ან ყვავილედებად აქვს შეკრული.
ნაყოფი კენკრაა და მრავალბუდიანი, რომლის რბილობიც წვნიანია - ტკბილი ან მომჟავო-მოტკბო გემოთი.
ევროპაში ფორთოხალი მე-15 საუკუნეში შემოიტანეს, საქართველოში კი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გავრცელდა და მას შემდეგ აქტიური გამოყენება ჰპოვა როგორც ღია გრუნტში, ისე საოთახო მემცენარეობაში.
საოთახო მემცენარეობაში პოპულარული სახეობებია - ჰამლინი, ვაშინგტონ-ნაველი და პავლოვის ფორთოხალი.
ეს სახეობები შედარებით მცირე ზომისაა - 1-1,5 მ-მდე იზრდება და საკმაოდ მარტივი მოსავლელია ოთახის პირობებში.

განათება
ფორთოხალი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ, ხოლო ზაფხულის ცხელ დღეებში ფოთლები რომ არ დაეწვას, შუადღისას მზე თხელი ფარდით გაუფანტეთ, ან მცირე ხნით ნახევრად ჩრდილში გადადგით.
კარგი განათება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნაყოფის მომწიფებისას, რადგან არასაკმარისი განათების პირობებში ნაყოფი ნაკლებად ტკბილი გამოდის.
ზაფხულში შეგიძლიათ, ფორთოხლის ხე სუფთა ჰაერზე - აივანზე, ტერასაზე ან ბაღში გაიტანოთ, ეს მცენარეს მეტ ძალას მიანიჭებს.


ტემპერატურა

ყვავილობის პროცესის უკეთ წარმართვისა და შედარებით ნელი ზრდისთვის, ფორთოხლის ხეს ზამთარ-ზაფხულ 18-20 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება.
შედარებით მაღალ ტემპერატურაზე (25-28 გრადუსზე) მცენარე სწრაფად დაიწყებს ზრდას, რაც ოთახის პირობებში ნაკლებად სასურველია.
ოთახის ფორთოხალი ვერ იტანს სიცივეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ტემპერატურა 5 გრადუსზე ქვემოთ არ დაეშვას.

ჰაერის ტენიანობა
ფორთოხლის ხეს სრული კომფორტისთვის პერიოდულად (თუნდაც ყოველდღე) წყლის შესხურება სჭირდება.
ეს პირობა განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს მშრალ ოთახში ახარებთ.

მორწყვა

გაზაფხულსა და ზაფხულში ფორთოხალი უხვად უნდა მორწყათ (1-2 დღეში 1-ხელ), შემოდგომიდან კი  მორწყვა უნდა შეამციროთ და მცენარე მხოლოდ კვირაში 2-ჯერ მორწყათ.

ნიადაგი და გადარგვა
ფორთოხლის ხე 2-3 წელიწადში 1-ხელ უნდა გადარგოთ. გადარგვისას ფესვებზე მიწა არ მოაშოროთ და უკეთესი იქნება, თუ ძველი ქოთნიდან თავის მიწიანად ამოიღებთ. მიწის დანაკლისი მხოლოდ ახალ ქოთანში გადარგვისას შეუვსეთ.
მცენარე არავითარ შემთხვევაში არ გადარგოთ ყვავილობის ან ნაყოფიერების პერიოდში და ეს პროცესი მხოლოდ ვეგეტაციის პერიოდის დაწყებამდე (გაზაფხულზე) მოახდინეთ.
რაც შეეხება ნიადაგს,  ის კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშისგან უნდა შედგებოდეს. მხოლოდ ახალგაზრდა ეგზემპლარებს ეს ნიადაგი - 2/1/1/1  პროპორციით, ზრდასრულ ეგზემპლარებს კი 3/1/1/1/ პროპორციით მოუმზადეთ.
მცენარისთვის კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ, ამისთვის ქოთნის ძირში კერამზიტის ან აგურის ნატეხების თხელი ფენა მოაყარეთ.

განოყიერება
ფორთოხლის ხე ციტრუსოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მზა სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
განსაკუთრებით კარგია აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი სასუქების, წყალში გახსნილი საქონლის ნაკელისა (1:10) და ტორფკომპოსტის გამოყენება.

გასხვლა-ფორმირება

ფორთოხლის ხე უნდა გაისხლას გაზაფხულზე. პროცესი გულისხმობს: პირველი ზრდის ყლორტების 5-10 სმ-ით, ხოლო ძლიერად მზარდი ყლორტების 1/3-ით დამოკლებას. ამასთანავე, აუცილებელია სუსტი და უშნოდ გამოზრდილი ტოტების გამოხშირვა.

გამრავლება
ფორთოხალს, როგორც წესი, ტოტებითა და თესლით ამრავლებენ, მაგრამ, თუ გინდათ, თქვენი ფორთოხლის ხე წვნიანი და გემრიელი ნაყოფით გამოირჩეოდეს, მაშინ ოთახის ფორთოხლის ნერგი სპეციალურ მაღაზიებში შეიძინეთ.
საქმე ისაა, რომ ფორთოხლის ხის ტოტები ძნელად ფესვიანდება, თესლიდან გამოზრდილი ფორთოხლის ხე კი ნაყოფს, დაახლოებით, 10-15 წლის შემდეგ მოგცემთ.

მავნებლები
ფორთოხლის ხეს შესაძლოა, მავნებლები (ფრთათეთრა, ტკიპები და ა.შ.) ან დაავადებები (ხმალა, მეჭეჭიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე და ა.შ.) გაუჩნდეს.
ამის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია სავეგეტაციო პერიოდში ქიმიური მეთოდის გამოყენება, რომელიც ინსექტიციდის, ფუნგიციდის, აკარიციდებისა და ზეთის კომბინირებული ნაზავით მცენარის შეწამვლას ითვალისწინებს.
კარგია, ასევე, ფოთლებისა და ტოტების გაწმენდა ტამპონით ან ჩვრით, რომელსაც 1 ჭ. წყლის, 2 ს.კ. სარეცხი ფხვნილისა და 40 გრ. საპნისგან მომზადებულ ემულსიაში დაასველებთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?