ჰიმენოკალისი - ულამაზესი ბოლქვოვანი მცენარე

მებაღის რჩევები

1 ივნისი 14:00, 2016 წელი

ჰიმენოკალისი ამარილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბოლქვოვანი მცენარეა, რომელიც 60-მდე სახეობას აერთიანებს. მართალია, ეს სახეობები მოვლის პირობებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, მაგრამ ამჯერად საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულ იმ სახეობებზე ვისაუბრებთ, რომელთაც მოვლის ერთნაირი პირობები ესაჭიროებათ.

ჰიმენოკალისი (ლათ. Hymenocallis) - ამარილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბოლქვოვანი მცენარე, რომელიც 60-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებშია გავრცელებული.
ჰიმენოკალისის სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გარეგნულად, ისე მოვლის პირობებით. თუმცა საოთახო მემცენარეობაში სულ რაღაც ორიოდე სახეობაა გავრცელებული - კარიბიის ჰიმენოკალისი (ლათ. Hymenocallis caribaea) და ადრეული ჰიმენოკალისი (ლათ. Hymenocallis festalis), რომელთაც მოვლის ერთნაირი პირობები ესაჭიროებათ.
კარიბიის ჰიმენოკალისი მრავალწლოვანი ბოლქვოვანი მცენარეა, წარმოშობით ანტილიის კუნძულების სანაპიროებიდან. მისი ბოლქვი მრგვალია, დიამეტრით 10 სმ-მდე. მუქი მწვანე ფოთლები გრძელი და ლანცეტისებური აქვს, სიგრძით 90 სმ-მდე, სიგანეში კი დაახლოებით 7 სმ-ს აღწევს. მცენარის ეს სახეობა ზამთარში ყვავის, დიდი, თეთრი და ფუმფულა ყვავილებით, რომლებიც ქოლგისებურ ყვავილედზე 6-12 ცალადაა განლაგებული. მცენარეს ფოთლები არ სცვივა მთელი წლის განმავლობაში.
ადრეული ჰიმენოკალისი მრავალწლოვანი ბოლქვოვანი მცენარეა, წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდან და ანტილიის კუნძულებიდან. მისი ბოლქვიც მრგვალია, მხოლოდ ოდნავ დიდი - დიამეტრით დაახლოებით 12 სმ. მუქი მწვანე ფოთლები წვეტიანი აქვს, ქამრისებური, სიგრძით დაახლოებით 40 სმ. ზამთარში მცენარეს ფოთლები სცვივა. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე (თუ შესაბამისად მოუვლით, შესაძლოა, წელიწადში 2-ჯერაც აყვავდეს), თეთრი და ფუმფულა ყვავილებით, რომლებიც 3-6 ცალადაა ქოლგისებურ ყვავილედზე განლაგებული.

განათება
ჰიმენოკალისი ამარილისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სინათლის მოყვარული წარმომადგენელია და ვერაფერს ვნებს მზის პირდაპირი სხივებიც. ამიტომ მას ოთახის ყველაზე განათებული ფანჯარა უნდა შეურჩიოთ, ზაფხულობით კი უკეთესია, აივანზე ან ბაღში გაიტანოთ. ზამთრის პერიოდში კარგი იქნება, მცენარეს დამატებით ხელოვნური განათებაც შეუქმნათ, მით უმეტეს, რომ კარიბიის ჰიმენოკალისი სწორედ ზამთარში ყვავის. არასაკმარისი განათება კი ყვავილობას ხელს შეუშლის.

ტემპერატურა
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 18-24 გრადუსია, ზამთრის პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ხელოვნური განათება არ აქვს, შედარებით გრილად გამოაზამთრეთ - ოთახის ტემპერატურა 14-18 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ქოთანი რაც შეიძლება ფანჯარასთან ახლოს მისწიეთ და ფარდა ჩამოაფარეთ. თუ ზამთრის განმავლობაში მცენარეს დამატებით ხელოვნურ განათებასაც მოუწყობთ, დაბალ ტემპერატურაზე გამოზამთრება საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

ჰაერის ტენიანობა

ჰაერის ტენიანობის ხელოვნურად ამაღლებას მცენარე არ საჭიროებს, მაგრამ შეგიძლიათ, დროდადრო ფოთლებზე თბილი წყალი მაინც შეასხუროთ. ეს მტვერსა და ჭუჭყს მოაშორებს და მცენარეს დაეხმარება, უკეთ ისუნთქოს.

მორწყვა
მორწყვის რეჟიმის სწორად შერჩევა ჰიმენოკალისის მოვლაში ერთ-ერთი მთავარი სიძნელეა, ამიტომ ეცადეთ, ზუსტად დაიცვათ შემდეგი მითითება: აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში მცენარე უხვად მორწყათ, ისე, რომ მიწა ყოველთვის ოდნავ ტენიანი ჰქონდეს, ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, ფოთლების გარეშე დარჩენილ მცენარეს კი მორწყვა საერთოდ შეუწყვიტეთ. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.



ნიადაგი და გადარგვა
ჰიმენოკალისი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადარგეთ - დაახლოებით 2-3 წელიწადში 1-ხელ. ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი და ნოყიერი შეურჩიეთ, რომელსაც კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და მდინარის მსხვილი ქვიშის (2/2/2/1/1 პროპორციით) ერთმანეთში გადაზავებით მოამზადებთ. კარგი იქნება, თუ ასეთი წესით მომზადებულ სუბსტრატში ცოტაოდენ დაფხვნილ ხის ნახშირსაც გადაურევთ.
კარგი დრენაჟის მოწყობასაც ნუ დაივიწყებთ, ამისთვის შეგიძლიათ, ქოთნის ფსკერზე კერამზიტის ნატეხების ან მსხვილი კენჭების თხელი ფენა გამოიყენოთ.

განოყიერება
2-3 კვირაში ერთხელ მცენარე ყვავილოვანი ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი მინერალური სასუქით გაანოყიერეთ. განოყიერება მარტში დაიწყეთ, პირველი 2-3 განოყიერება შეგიძლიათ, ორგანული სასუქებით ჩაატაროთ, რომლებიც აზოტს შეიცავს, ხოლო შემდეგ კომპლექსურ მინერალურ სასუქებზე გადახვიდეთ, რადგან მცენარეს ყვავილობისთვის ფოსფორი და კალიუმი სჭირდება. განოყიერება სექტემბრის შუა რიცხვებში დაასრულეთ.

გამრავლება
ჰიმენოკალისი შვილეული ბოლქვების მეშვეობით მრავლდება. როგორც წესი, შვილეული ბოლქვები მცენარეს გაზაფხულზე უნდა მოაშოროთ და ახალ ქოთანში ფრთხილად გადაიტანოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?