როგორ გავახაროთ გლადიოლუსი?!

მებაღის რჩევები

18 ივნისი 12:00, 2016 წელი

გლადიოლუსი ულამაზესი ბოლქვოვანი მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ, ეზოში ან ბაღში გაახაროთ, თუმცა ამას მოვლისა და გამრავლების წესების ზუსტი ცოდნა სჭირდება.


გლადიოლუსი (ლათ. Gladiolus)
– ირისისებრთა ოჯახის კენკრაბოლქვიანი მცენარე, რომელიც 280-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში, შუაზღვისპირეთში, შუა აზიასა და ევროპაში და დასავლეთ ციმბირში.
მცენარის კენკრაბოლქვი მრგვალია, ყოველწლიურად განახლებადი. ტოტები სწორი და გრძელია, ხოლო ფოთლები სახაზავისებური ან ხმლისებური, სიგრძით 50-80 სმ.
გლადიოლუსის ყვავილები ერთმხრივად, ორმხრივად ან სპირალურადაა ყვავილედზე შეკრებილი, თავად ყვავილედი კი სიგრძით 80 სმ-მდეა. ყვავილები შესაძლოა იყოს სხვადასხვა სიდიდის, ფორმისა და შეფერილობის.
გარდა ბუნებაში გავრცელებული სახეობებისა, გამოყვანილია უამრავი ჰიბრიდული სახეობა, რომელიც ყვავილების ფერისა და ზომის მიხედვითაა კლასიფიცირებული.

მორწყვა
გლადიოლუსი კვირაში 1-ჯერ უნდა მორწყათ, ადრე დილით ან გვიან საღამოს. ეცადეთ, წყალი უხვად მისცეთ - დაახლოებით 10-12 ლ. 1 კვ.მ-ზე. ეცადეთ, მცენარეს წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს, რათა თავიდან აიცილოთ მასზე ლაქების გაჩენა. იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში სიცხეები ძალიან გაგრძელდა, მცენარე შეგიძლიათ, ყოველ საღამოსაც მორწყათ, რათა ზედმეტ სიცხეში ყვავილები შესაძლოა, დაჭკნეს და დასცვივდეს.

განოყიერება

როგორც კი გლადიოლუსი მიწის ზემოთ 10 სმ-ზე მაინც ამოიწვერება, საჭიროა მიწის ზედაპირზე გადამწვარი ნაკელი მოაყაროთ. ეს დაიცავს ნიადაგს გამოფიტვისა და გამოწვისგან, ხოლო მორწყვისას ბოლქვებს დამატებით საკვებს მისცემს.
გარდა ამისა, გლადიოლუსი უნდა გაანოყიეროთ რომელიმე მინერალური სასუქითაც, რაც ზრდის სხვადასხვა სტადიაზე უნდა მოახდინოთ. პირველი განოყიერება აზოტოვანი უნდა იყოს და მაშინ უნდა განახორციელოთ როგორც კი მცენარე 2-3 ფოთოლს განივითარებს. მეორე განოყიერება აზოტოვან-კალიუმიან-ფოსფოროვანი უნდა იყოს და მაშინ უნდა განახორციელოთ, როგორც კი მცენარე 5-6 ფოთოლს განივითარებს. მესამე განოყიერება კალიუმ-ფოსფოროვანი უნდა იყოს და მცენარეს უნდა მისცეთ მანამ, სანამ საყვავილე კვირტებს განივითარებს.
გარდა ამისა, გლადიოლუსი ორგანულ სასუქებსაც საჭიროებს, რომელიც უმჯობესია, მცენარეს თხევად მდგომარეობაში მისცეთ. ყველაზე სასარგებლოა ფრინველის ნაკელი (3 წილი ნაკელი 4/5 წილ წყალზე), რომელიც მცენარეს 10-12 დღის განმავლობაში უნდა მისცეთ.
რაც შეეხება მცენარის ფოთლებიდან განოყიერებას, ეს კარგია ყვავილობის დასაჩქარებლად და მეტი დეკორატიულობის მისაცემად. ფოთლებიდან გასანოყიერებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბორის მჟავა (0,15 გრ/1ლ. წყალზე), სპილენძის სულფატი (0,2 გრ./1ლ. წყალზე) ან 0,15%-იანი მარგანცოვკის ხსნარი. ზემოჩამოთვლილი რომელიმე ხსნარი მცენარეს ფოთლებზე უნდა შეაპკუროთ ზაფხულის განმავლობაში და გაკვირტვისას, მხოლოდ 2-3-ჯერ. ეცადეთ, ხსნარი ფოთლების ორივე მხარეს მოხვდეს.

ნიადაგის სტრუქტურა და შემადგენლობა
გლადიოლუსებისთვის ყველაზე კარგია მსუბუქად თიხნარი, ან ქვიშიანი მიწა. ასეთი სტრუქტურის ნიადაგის შექმნა შეგიძლიათ მძიმე თიხნარ ნიადაგში ცოტაოდენი ქვიშის შეტანით, ან პირიქით - თუ ცოტაოდენ თიხას შეიტანთ ქვიშიან ნიადაგში და დაამატებთ ცოტაოდენ გადამწვარ ნაკელსა და კომპოსტს. იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთი კარგად თბება, ის უნდა დაბაროთ მანამ, სანამ მასში ბოლქვებს ჩარგავდეთ. იმისთვის, რომ ნიადაგის ტენიანობა შეინარჩუნოთ, ნაკვეთი შემოდგომაზეც უნდა გადაბაროთ. კარგია, თუ გლადიოლუსების ჩარგვამდე ნაკვეთში ბოსტნეული, ან მრავალწლოვანი ბალახები იზრდებოდა, ხოლო გლადიოლუსების ჩარგვა არ არის რეკომენდებული მიწაზე, სადაც მანამდე ნაყოფფესვიან მცენარეებს, ან ასტრებს ახარებდით.
საუკეთესოდ ითვლება ნაკლებად მჟავე მიწა, pH6,5-6,8. უფრო მაღალი მჟავიანობის ნიადაგში მცენარეს ფოთლების ბოლოები უმუქდება და უხმება, ხოლო ყვავილები ცუდად იშლება. ზედმეტად მჟავე ნიადაგის გასანეიტრალებლად იყენებენ ცარცს, დოლომიტის ფქვილს ან კვერცხის ნაჭუჭს, რომელიც 150-200 გრ. შეაქვთ 1კვ.მ ნიადაგზე, დაბარვისას.

ბოლქვების მომზადება 
სანამ ბოლქვებს ნიადაგში ჩარგავთ, 3-4 კვირით ადრე უხეში კანი უნდა შემოაცალოთ, ხოლო დაზიანებული ნაწილები მოაჭრათ. ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ამის შემდეგ, გადაჭრის ადგილები დაამუშავეთ ნახშირით ან ბრილიანტის მწვანე ხსნარით („ზელიონკით“) და რამდენიმე დღით თბილ, კარგად განათებულ ოთახში მოათავსეთ. უშუალოდ დარგვის წინ, ბოლქვი სოკოს საწინააღმდეგო ქიმიკატებითაც დაამუშავეთ, კერძოდ: 1-2 საათით კალიუმ პერმანგანიტის 0,3%-იან  ხსნარში, ან 1 საათით ფუნდაზოლის 0,3%-იან ხსნარში მოათავსეთ.

ბოლქვების ჩარგვა

გლადიოლუსის ბოლქვები აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე უნდა ჩარგოთ. ბოლქვი ნიადაგში აუცილებლად საჭირო სიღრმეზე უნდა მოათავსოთ: მსხვილი ბოლქვები - 10-15 სმ-ზე, ხოლო წვრილი ბოლქვები - 8-10 სმ-ზე. მნიშვნელოვანია, ასევე, დისტანცია ბოლქვებს შორის: მსხვილი ბოლქვები ერთმანეთისგან 15 სმ-ის მოშორებით უნდა დარგოთ, წვრილი ბოლქვები კი - 7-8 სმ-ის მოშორებით. თუ გლადიოლუსებს რამდენიმე რიგად რგავთ, მაშინ თითოეულ რიგს შორის დაშორება 20-25 სმ უნდა იყოს. არ ჩარგოთ გვერდიგვერდ პატარა და დიდი ბოლქვები, რადგან დიდი ბოლქვები აუცილებლად დაჩაგრავს პატარებს;
გლადიოლუსების ჩარგვისას, მნიშვნელოვანია ნაკვეთის ადგილმდებარეობაც. უმჯობესია, ამისთვის ყველაზე ნათელი ადგილი შეარჩიოთ, რომელიც დაცული იქნება ორპირი ქარისგან. ნიადაგი აუცილებლად კარგი წყალგამტარი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ტერიტორია ოდნავ დახრილიც იქნება, რადგან ეს წყლის შეგუბებას მაქსიმალურად გამორიცხავს. 

დაბოლოს, რამდენიმე წესი, რომლის გარეშეც გლადიოლუსის გახარება გაგიჭირდებათ:
გლადიოლუსი არ უნდა გაახაროთ ერთსა და იმავე ადგილას 2 წელზე მეტხანს და მესამე წელს მაინც სხვა ადგილას გადაიტანეთ;
გლადიოლუსის გადარგვისას, შეარჩიეთ ბაღის ისეთი ნაწილი, სადაც მიწა განსხვავებული შემადგენლობის იქნება. მაგალითად: თუ გლადიოლუსს წინა წელს ქვიშიან ნიადაგში ზრდიდით, წელს ის ოდნავ თიხნარში გადარგეთ;
მცენარე რაც შეიძლება განათებულ ადგილას დარგეთ, რადგან შესაძლოა, ჩრდილში საერთოდ არ აყვავდეს;
ადგილი, სადაც გლადიოლუსს დარგავთ, აუცილებლად კარგად უნდა ნიავდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მცენარე სოკოვანი დაავადებით დაავადდეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?