ნეფროლეპისი - გვიმრა, რომელიც საუკეთესოდ წმენდს ჰაერს

მებაღის რჩევები

13 ივლისი 14:00, 2016 წელი

ნეფროლეპისი არც რთულად მოსავლელია და გარემო პირობების მიმართაც საკმაოდ გამძლეა. ამჯერად ნეფროლეპისის მოვლისა და გამრავლების წესებზე ვისაუბრებთ.


ნეფროლეპისი (ლათ. Nephrolepis)
- ეპიფიტი ანდა მიწისზედა გვიმრა, რომელიც 40-მდე სახეობას აერთიანებს და ბუნებრივად, ამერიკის ტროპიკულ რაიონებში, აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში გვხვდება. ნეფროლეპისის ზოგიერთი სახეობა იზრდება ღია ადგილებში, მათი დიდი ნაწილი კი ტყეებს ანიჭებს უპირატესობას.
ნეფროლეპისს მწვანე ფერის, გრძელი ფოთლები აქვს, რომელიც ზოგიერთ სახეობას 3 მ-მდე სიგრძისაც კი ეზრდებათ. ტოტებზე ახალი „შვილეული“ როზეტები უვითარდება, რომელიც შემდგომში მცენარის გასამრავლებლად გამოდგება.  ნეფროლეპისი საოთახო გვიმრებს შორის ყველაზე გამძლეა. ის შეგიძლიათ, გამოზარდოთ როგორც ქოთანში, ისე ამპელურად. შესანიშნავია გრილი და ნაკლებად განათებული ჰოლებისა და ოფისების გასალამაზებლად, ვინაიდან ხელოვნურ განათებაზეც მშვენივრად იზრდება.
უამრავი პუბლიკაცია არსებობს, რომელიც ირწმუნება, რომ ნეფროლეპისი ჰაერის შესანიშნავი გამწმენდია - იწოვს და ანეიტრალებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო იმ ნივთიერებებს, რომლებიც თითქმის ყველა სახლში ავეჯის, ხალიჩების, პლასტიკატისა და სხვადასხვა ქიმიური საშუალებებისგან გამოიყოფა. გარდა ამისა, ნეფროლეპისი გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ამცირებს ჰაერში მიკრობების კონცენტრაციას.

განათება და ადგილმდებარეობა
ნეფროლეპისი გვიმრებს შორის ყველაზე გამძლეა, არ ითხოვს შუქს და შეუძლია როგორც ბნელ, ისე კარგად განათებულ ადგილას გახარება. ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ზაფხულობით სასურველია სუფთა ჰაერზე გატანა. თავს განსაკუთრებით კარგად ოთახის სამხრეთ ფანჯარასთან გრძნობს.

ტემპერატურა
ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი ეცადეთ, 14 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოსცდეს.

ჰაერის ტენიანობა
ნეფროლეპისს ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ წყალს რეგულარულად შეასხურებთ, ხოლო ქოთნის სადგამზე სველ კენჭებს ან კერამზიტს დაუწყობთ.

მორწყვა
ნეფროლეპისი ზაფხულობით უხვად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში, თუ გრილ შენობაში ამყოფებთ, შედარებით ზომიერად. დაუშვებელია მიწის გამოშრობა, თუმცა არც წყლის ჩადგომა ივარგებს, რადგან ზედმეტი წყლისგან მცენარე ლპება. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.


განოყიერება
გაზაფხულიდან შემოდგომამდე ნეფროლეპისი ორ კვირაში ერთხელ, მინერალური და ორგანული სასუქების მონაცვლეობით უნდა გაანოყიეროთ.

გადარგვა
მცენარე გაზაფხულზე უნდა გადარგოთ. გადარგვისას, ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟი უნდა გააკეთოთ. არავითარ შემთხვევაში გვიმრის ყელი მიწით არ დაფაროთ, არამედ ფესვის ზედა ნაწილი ოდნავ დატოვეთ კიდეც მიწის ზევით.

ნიადაგი
ნეფროლეპისისთვის საჭირო ნიადაგი შეგიძლიათ, შემდეგნაირად მოამზადოთ: აიღეთ თანაბარი რაოდენობის წიწვოვანი მიწა, სათბურის მიწა და ტორფი, 1 კგ. ასეთი წესით მომზადებულ მიწას 5 გრ. ძვლის ფქვილი დაამატეთ. შეგიძლიათ, ნიადაგი მეორენაირად მოამზადოთ: 4 წილი ფოთლოვანი მიწა, 1 წილი ტორფი და 1 წილი ქვიშა ერთმანეთში აურიოთ და შიგ ცოტაოდენი ხის ნახშირი ჩაამატოთ.

გამრავლება
ნეფროლეპისის გამრავლება ძალიან მარტივია და ეს ბუჩქის დაყოფით, ტოტით ან „შვილეული“ როზეტებით ხდება. უმჯობესია, ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?