კალამონდინი - კიდევ ერთი გემრიელი ციტრუსი

მებაღის რჩევები

27 ივლისი 14:00, 2016 წელი

კალამონდინი, იგივე ციტროფორტუნელა, ციტრუსის ჰიბრიდული სახეობაა, რომელიც  მანდარინისა და კუმკვატის შეჯვარებით მიიღება და მას ხშირად ოთახის მანდარინს ან ოქროსფერ ფორთოხალს ეძახიან. 

კალამონდინი, იგივე ციტროფორტუნელა - ტეგანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბუჩქოვანი მცენარეა, ციტრუსის ჰიბრიდულ სახეობას წარმოადგენს და მიიღება მანდარინისა და კუმკვატის შეჯვარებით. მცენარეს ხშირად ოთახის მანდარინს, ან ოქროსფერ ფორთოხალს ეძახიან.  
კალამონდინის ბუჩქი, როგორც წესი, არც ისე მაღალია (მაქსიმუმ 1 მ), თუმცა მშობლიურ გარემოში (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) 5 მ-მდე იზრდება. ფოთლები მწვანე აქვს, ტყავისებური და არომატული. ტოტებზე ერთეულად განლაგებული ან ყვავილედებად შეკრული თეთრი და ღია კრემისფერი ყვავილებიც ძლიერი, ლიმონის მსგავსი არომატით გამოირჩევა. მოყვითალო- ფორთოხლისფერი ნაყოფი ძალიან გემრიელია და მას უმად, დაშაქრულს ან ჩირის სახით მიირთმევენ.

განათება და ადგილმდებარეობა
მართალია, კალამონდინს მკვეთრი შუქი და სითბო უყვარს, მაგრამ ზაფხულობით უმჯობესია, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ.
ყვავილობისა და ნაყოფიერების შემთხვევაში არ შეიძლება ქოთნის შემოტრიალება ან ადგილის შეცვლა, რადგან ეს ყვავილებისა და ნაყოფის ცვენას გამოიწვევს. თუმცა იმისთვის, რომ ბუჩქი სიმეტრიულად გაიზარდოს, შეგიძლიათ, ქოთანი ძალიან ფრთხილად - დღეში თითო მილიმეტრით შემოატრიალოთ.

ტემპერატურა
კალამონდინი სითბოსმოყვარული მცენარეა და 18-20 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. თუმცა, თუ გსურთ მცენარემ უხვი ნაყოფი გამოიღოს, საჭიროა შედარებით გრილად (12-15 გრადუსზე) გამოზამთრება. მცენარე ვერ იტანს ყინვას, თუმცა +4 გრადუსამდე სიცივეში არ იღუპება.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა
მცენარე სიცხეში უხვად უნდა მორწყოთ, ხოლო გრილ პერიოდში ზომიერი მორწყვა სჭირდება. ჰაერის ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, საუკეთესო მეთოდია ტოტებზე წყის შესხურება.

განოყიერება
კალამონდინი მთელი წლის განმავლობაში უნდა გაანოყიეროთ. გასანოყიერებლად ციტრუსებისთვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქი გამოგადგებათ. მცენარეზე კარგად მოქმედებს ფოთლებიდან განოყიერებაც, თუმცა ამ დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და მცენარეს სასუქი არა ფოთლების ზედაპირზე, არამედ მათ ქვედა მხარეს უნდა მიასხუროთ.

ნიადაგი
კალამონდინს  ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და მდინარის ქვიშისგან (2/1/1) მოამზადებთ.

გასხვლა
ციტრუსებისგან განსხვავებით, მურრაია გასხვლასა და ფორმირებას არ საჭიროებს. მხოლოდ ხანდახან (თუ ამის საჭიროება იქნება) ხმელი, ან უშნოდ გამოზრდილი ტოტები მოაცალეთ.

გადარგვა
კალამონდინი წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. შესაძლოა, მცენარე ზომით პატარა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი და განვითარებული ფესვთა სისტემა ჰქონდეს. ამიტომ საჭიროა გადარგვისას ფესვებზე მიწა არ მოაშოროთ.
ქოთანი აუცილებლად ფართო უნდა შეარჩიოთ. გადარგვის შემდეგ მცენარე მინიმუმ ერთი თვე არ უნდა გაანოყიეროთ.


გამრავლება

კალამონდინის გამრავლება საკმაოდ რთულია. მისი კალამი ნელა ფესვიანდება, ხოლო თუ მაინც დაფესვიანდა, ნაყოფს ძალიან გვიან იღებს. თუ მაინც გადაწყვეტთ კალმის დაფესვიანებას, საჭიროა ის ფხვიერ ნიადაგში მოათავსოთ და მინისათბური მოუწყოთ (ისე, დასაფესვიანებელი კალამი ქვემოდანაც თბებოდეს). კარგი იქნება, თუ დასაფესვიანებელ კალამს ფიტოჰორმონებსაც მიაშველებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?