როგორ მოხვდა იუდა ისკარიოტელი მაცხოვრის მოწაფეთა შორის?

მოძღვარი გვირჩევს

15 აპრილი 11:00

დღეს დიდი ოთხშაბათია - იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე. 

***


იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.


უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი ვერ დაემალებოდა მას.
ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო, და არც დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან, მაგრამ ძალდატანებით არ მიიზიდა თავისკენ, რადგან ღმერთმა ჩვენ თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შეგვქმნა.


ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ - კეთილს თუ ბოროტს.
უფალს სურს, ადამიანი თავისივე ნებით იყოს კეთილი, რადგან იძულებით სიკეთე სიკეთე არ არის.


ამრიგად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. და თუკი მან თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება, ეს ექიმის ბრალი კი არ არის, არამედ მკურნალობის უარმყოფელისა.


როგორ მოხვდა იუდა ისკარიოტელ მაცხოვრის მოწაფეთა შორის?


მაცხოვრის ათორმეტ მოწაფეთა შორის სრულყოფილი არცერთი არ ყოფილა.
ისინიც, ისევე როგორც მთელი ებრაელი ხალხი, მოელოდნენ მესიას, ოღონდ ის წარმოედგინათ ხელმწიფედ, რომელიც მათ რომაელებისაგან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა.


ასევე წარმოედგინა იესოს მოღვაწეობის დასასრული იუდა ისკარიოტელს.


ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე იესოს მემრუშე ქალი ეახლა, თაყვანი სცა და თავისი გულშემუსვრილების ნიშნად ფეხებზე 300 დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელი დაასხა. იმხანად ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, უფრო მეტი, ვიდრე 5000 ადამიანის დასაპურებლად იქნებოდა საჭირო.
მაშინ მხოლოდ იუდა კი არა, სხვა მოციქულებიც დრტვინავდნენ: განა არ აჯობებდა, ეს ფული მშიერ-მწყურავალთათვის დაგვერიგებინაო?! სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ისკარიოტელმა, მაცხოვარი გაეცა.


მოციქულებმა სრულყოფილი ცოდნა მაცხოვრის შესახებ სულიწმიდის მოფენის შედეგად მიიღეს, მაგრამ მანამდე, იესოს გვერდით ყოფნისას, თავიანთი ნაკლოვანებანი დაძლიეს და ნელ-ნელა გაიზარდნენ, იუდამ კი ეს ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ.

უფრო მეტიც - როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას ჩააბარა მოციქულების საერთო ყულაბა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული - თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა;

მაგრამ იუდას სულში არაფერი შეცვლილა. იგი ხედავდა, როგორ იმსხვრეოდა მისი ოცნება.
მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფე გამხდარიყო. საკუთარი ქოხიც კი არ ჰქონდა, თავი რომ მიედრიკა. იესოს მეუფება არ იყო ამქვეყნიური, მაგრამ იუდას ეს არ ესმოდა.
ის მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მისი ერთგულება და იესოს თავგამოდებული მიმდევრობა ამაო აღმოჩნდებოდა, არ მოუტანდა არც სიმდიდრეს, არც პატივს და იგი სიღარიბში დალევდა სულს.


არავინ იცის, რა გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, ბოღმა, პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება...


საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატი. იესომ კი, სხვა მოციქულების მსგავსად, იუდასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. 


„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი, - მოგვითხრობს იოანე მახარებელი, - და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ?


მიუგეს მას: იესო ნაზარეველს.


უთხრა მათ: მე ვარ...


როდესაც უთხრა მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ“ (იოანე 17, 3-6).


იესოს მართლაც შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა მათ. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.


ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.


***


ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.


კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.



სტატია ჟურნალ „კარიბჭედან“
მოამზადა ლევან მათეშვილმა

წყარო
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?