„ძალიან კარგად მოიქცა!“ - რას ამბობს სტეფანე ნათია თოდუას გამარჯვებაზე Funtime-თან?

მოზაიკა

19 დეკემბერი 14:30, 2017 წელი

სტეფანემ გერმანული voice-ის გამარჯვებულს, აფხაზეთიდან დევნილ კონკურსანტს ნათია თოდუას გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა და თავის ემოციებზე Funtime-თანაც ისაუბრა. 

ნათიას მუსიკალური შესაძლებლობები სტეფანემ ჯერ კიდევ 2014 წელს „X ფაქტორში“ აღიარა. ნათიას სიმღერის დასრულების შემდეგ ემოციები სკამზე ასვლითა და შეძახილებით გამოხატა, მისთვის არც კომპლიმენტები დაიშურა, რასაც ჟიურის სხვა წევრზე, სოფო ტოროშელიძეზე ვერ ვიტყვით. მან კონკურსანტს ხელოვნური უწოდა და „არაც“ თამამად უთხრა. 


სტეფანემ ნათია თოდუას გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა და თავის ემოციებზე Funtime-თანაც ისაუბრა:


- ნათიას გამარჯვება, ალბათ, მხოლოდ მე არ გამხარებია. სასიხარულო ფაქტი მოხდა! გერმანული voice-ის მოგება სახუმარო თემა არაა! მგონია, რომ ეს გამარჯვება მისი დიდი კარიერის დასაწყისია. ნათიას ის განსაკუთრებული ორიგინალურობა აქვს, რის გამოც გაიმარჯვა. ის არავის ჰგავს! სწორად მოიგო! გერმანიაში რომ წავიდა და ამხელა პროექტში სცადა ძალები, ძალიან კარგად მოიქცა! მივულოცე კიდეც და თვითონაც მომწერა.


- თუ იცით, ამ გამარჯვების შემდეგ რა პრიორიტეტებით ისარგებლებს ნათია?
- სხვებივით მეც ჭორის დონეზე გავიდე, რომ ნათია ევროვიზიაზე გერმანიას წარადგენს.


- 2014 წელს ნათიას გამოსვლა ყველაზე დადებითად თქვენ შეაფასეთ. მას შემდეგ თუ გქონდათ ნათიასთან ურთიერთობა?
- ნათიას მუსიკასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ასე რომ, იმ „X ფაქტორის“ შემდეგ, როგორც მუსიკოსებს, ერთმანეთთან კონტაქტიც გვქონდა. 


- რჩევებს თუ აძლევდით ნათიას?
- მუსიკოსებს ერთი ენა გვაქვს და უამრავ საკითხზე გვიწევდა საუბარი.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?