მსოფლიო რეკორდსმენის, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ლაშა ტალახაძის მხარდასაჭერი აქცია „აიტაცე“ იანვრის ბოლომდე გასტანს.
ლაშასთვის ხმის მისაცემად გადადით ლინკზე:
http://www.iwf.net/best-lifters-2017/
შემდეგ
1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე (ფოტოს მარჯვნივ პატარა მქრქალ წერტილზე დაკლიკებით). იქვე, ქვემოთ, აუცილებელია ერთი ძალოსანი ქალის არჩევაც.
2. ჩაწერეთ სახელი, ქვეყანა, თქვენი ელექტრონული ფოსტა, ხოლო ფასვორდის გრაფაში ჩაწერეთ ის ციფრები, რომლებიც ამ გრაფის თავზე ჩანს.
შენიშვნა: მეტი ქულის დასაგროვებლად, უმჯობესია, თუ ხმას მისცემთ ყოველ 24 საათში ერთხელ.
ლაშას უკვე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
აქციის ფარგლებში 12 იანვარს Rooftop terrace-ზე ჯგუფმა „ფრანმა“, რომელიც დიდი ხანია, არსად გამოჩენილა, ძალოსნებსა და მის გულშემატკივრებს უმღერა.
გაგა ჩიხლაძე (ჯგუფის სოლისტი): „ფრანიც“ ლაშა ტალახაძის გვერდითაა! ლაშა მსოფლიო რეკორდსმენია და ხმა აუცილებლად უნდა მივცეთ. გასულ წელს 14 000 ხმა ირანელმა დააგროვა და ლაშას მხოლოდ 7000 ხმა ჰქონდა. მგონია, რომ მსოფლიო რეკორდსმენ ქართველს ვერავინ ვერ უნდა აჯობოს!
ლაშა ტალახაძე: ამ აქციის წამოწყება ჩემთვის სიურპრიზი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ! იმედია, გაერთიანდებიან და ხმას მომცემენ, რისთვისაც წინასწარ ყველას დიდ მადლობას ვუხდი!
აქციაში #აიტაცე ნაცნობები თუ უცნობები ერთმანეთს იწვევენ და ლაშას მხარდასაჭერად მოუწოდებენ.