- „ოქროს ტალღაზე“ ჩემი და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი - „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ და ჩემი სოლო სიმღერაა წარდგენილი. ამ ხარისხიან დაჯილდოებას იმედის თვალით ვუყურებ. გარდა ამისა, ჩავწერე ბორიკო შხიანის სიმღერა, რომლის ტექსტიც თემო საჯაიას ეკუთვნის და საზაფხულო განწყობას უხდება.
- ამბობენ, ზაფხულის პერიოდი მომღერლებისთვის ფინანსურად მომგებიანიაო...
- თუ ზაფხულს მხოლოდ დასვენებას არ მიუძღვნი და კლუბებში დაიტვირთები, შესაბამისად, მომგებიანიცაა და შემოსავლიანიც. უკვე რამდენიმე წელია, ზაფხულობით ზღვაზე მივდივარ, თან ვისვენებ და თან ვმუშაობ.
- ალბათ, ძნელია დასვენებისა და მუშაობის შეთავსება?
- კი, საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, როცა 2 წლის შვილი გყავს. გასულ წელს სანტისთან ერთად ვიყავით ბათუმში და ეს მის ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახა. ამიტომ წელს ჯერ მთაში დავისვენებთ და მერე ცოტა ხნით ბათუმშიც ჩავალთ.
- თქვენს მეუღლეს, ლაშა ბალანძეს ბათუმში კლუბი აქვს. იქ რა სიხშირით მღერით?
- ლაშას მრავალფეროვანი პროგრამა აქვს და მის კლუბში ყოველდღე არ მიწევს სიმღერა...
- მეუღლესთან ჰონორარზე მარტივად თანხმდებით?
- რა თანხასაც სხვა მომღერალს უხდის, იმას მიხდის მეც.
- 9 ივლისს იუბილარი ხართ. უკვე დაგეგმეთ, სად გადაიხდით დაბადების დღეს?
- კი. ლაშა სამსახურის გამო ვერ იცლის და ამიტომ ბარსელონაში მეგობრებთან ერთად წავალ, beyonce-სა და jay z-ის კონცერტზე. ეს ლაშას საჩუქარია დაბადების დღისთვის.