საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

NEW

24 სექტემბერი 10:56, 2020 წელი

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.

 

თუმცა არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა დილაობით საუზმეს ვერ ვასწრებთ. არადა, სწორად შერჩეული სამზარეულო ტექნიკის შემთხვევაში, დილა გაცილებით კომფორტული და გემრიელი გახდება.


თუკი ყოველთვის გინდოდა დილა გემრიელი და ლამაზად გაფორმებული საუზმით შენც დაგეწყო, თუმცა არ იცი, რომელია შენი ტიპის საუზმე და არც ის იცი, როგორ მოამზადო, „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები მის შერჩევაში სიამოვნებით დაგეხმარებიან.


სმუზი


ყველამ იცის, თუ როგორი სასარგებლო და ნოყიერია სმუზი. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ ბლენდერია საჭირო:


შვრიის სმუზისთვის დაგჭირდებათ ¼ ჭიქა შვრია, ½ გაყინული კენკრა, ½ იოგურტი ან მაწონი ვანილით, ½ ჭიქა ყინული, 2 სუფრის კოვზი შაქარი და ¼ ჩაის კოვზი ჯანჯაფილი.


ძალიან გემრიელი და სასარგებლოა ასევე ნაღების სმუზი ფინიკებით. ამისთვის დაგჭირდებათ ¾ ჭიქა რძე, 1/3 ჭიქა შუაზე გაჭრილი ფინიკები და ½ ჭიქა ყინული.


და მწვანე სმუზი: 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ცალი გაყინული ბანანი, ნახევარი კონა ქინძი, ¼ ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, 100 გრამი ისპანახის ფოთლები, 1 ცალი ლიმონის წვენი და 1 ჭიქა წყალი. სმუზს გემოვნებით შეგიძლიათ, პიტნაც დაუმატოთ. თითოეული სმუზის მომზადება ძალიან მარტივია. ინგრედიენტები ჩაყარეთ ბლენდერში, ადღვიბეთ და 5  წუთით გააჩერეთ მაცივარში!



via GIPHY


ბლინები


შემოდგომის ცივი დღეებიც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ზაფხულში ბებოს მიერ გაკეთებული მურაბები ნელ-ნელა გადმოვაწყოთ და გავხსნათ. მურაბას კი განსაკუთრებით უხდება თხელი და სურნელოვანი ბლინები! მათი მომზადება ძალიან მარტივი და, ამავე დროს, საოცრად იაფია: 1 ჩაის ჭიქა რძე, 150 გრამი ფქვილი, 3-4 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ კი ცხელ ტაფაზე გამოაცხვეთ. თუკი გსურთ, თქვენი ბლინი იდეალურად თხელი და თანაბარი გამოვიდეს, აუცილებლად სცადეთ ბლინის მოსამზადებელი ტაფა, რომლის შეძენა ონლაინითაც შესაძლებელია. ასეთ ბლინებში ნებისმიერი რამის გახვევა შეიძლება: ლორი და ყველი, არაჟანი და მურაბები, შოკოლადის პასტა და ბანანი... 



via GIPHY


სენდვიჩები


რა შეიძლება დილით უცებ მოიმზადოს ადამიანმა? ამისთვის მხოლოდ 2 ნაჭერი პურია საჭირო, დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. სენდვიჩი სამგვარად შეგიძლიათ, მოიმზადოთ: ორ პურს შორის მოათავსოთ ნებისმიერი რამ, რასაც მაცივარში იპოვით: ყველი და პომიდორი; ყველი და ლორი; პომიდორს განსაკუთრებით კიტრის მწნილი უხდება; ძეხვი, პომიდორი და სალათის ფურცლები - არჩევანი უსასრულოა. პურები წინასწარ გავხუხოთ ტოსტერში და შემდეგ გადავუსვათ კარაქი ან მდნარი ყველი ან ჩავალაგოთ პურებს შორის თქვენთვის საყვარელი ინგრეიენტები და ყველაფერი ერთად შევაცხელოთ სენდვიჩმეიქერში. არჩევანი თქვენზეა!


 



via GIPHY


ყავის აპარატი


ვის გაუგია დღის დაწყება ერთი ჭიქა სურნელოვანი ყავის გარეშე? თანამედროვე ტექნოლოგიები ყავის მოსამზადებლად უამრავ გზას გვთავაზობენ. ყავის უახლესი აპარატები არანაკლებ გემრიელ ჩაისაც აყენებენ, ამიტომაც ყავის აპარატი უკვე ის ტექნიკაა, რომელიც სამზარეულოში ადგილს აუცილებლად უნდა იკავებდეს.


ამ და სხვა წვრილ ტექნიკას, რომელიც არანაკლებ გემრიელი საუზმის თუ ლანჩის მომზადებაში დაგეხმარებათ, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში“ იყიდით. გარდა ამისა, გირჩევთ, რომ აუცილებლად დაელოდოთ პარასკევებს: ყოველ პარასკევს, „გრანდ ელექტრონიქსში“ ტექნიკის ერთ კონკრეტულ ბრენდზე განსაკუთრებული ფასები მოქმედებს!


 



via GIPHY

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?