დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

NEW

23 ოქტომბერი 15:12, 2020 წელი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.

ფასდაკლება რამდენიმე ბრენდს შეეხება, ესენია: MIDEA, Warmhaus, Ariston-ის ცენტრალური გათბობის ქვაბები, Ardesto Electric-ის ელექტროგამათბობლები და ზეთის რადიატორები და AKOG-ისა და HOSSEVEN-ის გაზის გამათბობლები.


ფასდაკლება რამდენიმე ბრენდს შეეხება, ესენია:


MIDEA; Warmhaus; Ariston - ცენტრალური გათბობის ქვაბები


Ardesto Electric -  ელექტროგამათბობლები და ზეთის რადიატორები


AKOGHOSSEVEN - ის გაზის გამათბობლები.  


ბუნებრივია, თითოეულ მათგანს თავიანთი დადებითი მახასიათებელი გააჩნია და კონკრეტული საჭიროებების მქონე ადამიანებსა და ოჯახებზე არის მორგებული.


ცენტრალური გათბობის ქვაბები


კლიმატური ტექნიკის მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე გამორჩეული ბრენდები MIDEA, Ariston და Warmhaus-ია. ქართველ მომხმარებელს „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები სწორედ ამ კომპანიების მიერ შექმნილ ცენტრალური გათბობის ქვაბებს ურჩევენ.


უსაფრთხოება, ეკონომიურობა და ეფექტურობა - სამი კრიტერიუმი, რომელიც ცენტრალური გათბობის სისტემას უნდა ახასიათებდეს და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონტაჟი შედარებით დიდ თანხებს მოითხოვს, შედეგად ნამდვილად ღირს. განსაკუთრებით უსაფრთხო და ეკონომიური კი დიდი ბინებისა და კერძო სახლების მაცხოვრებლებისათვისაა გათბობის ეს სისტემა.


ასევე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ სად უნდა დააყენოთ ქვაბი. ამ კვირის პარასკევის ფასდაკლებულ პროდუქტებში გვხვდება როგორც გარეთ, ასევე - სახლში დასამონტაჟებელი ქვაბები. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა ბინა გაქვთ და როგორი კლიმატია იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობთ, რადგან უნდა გამოირიცხოს ზამთარში მილების გაყინვისა და ქვაბის ამგვარად დაზიანების შესაძლებლობა.


ელექტროგამათბობლები


მომდევნო სამი დღის განმავლობაში ფასდაკლება ელექტრორადიატორებსაც შეეხება.  მათთვის, ვინც სახლში ცოტა დროს ატარებს ან მცირე ფართი აქვს გასათბობი, დენის გამათბობელი ეკონომიურთან ერთად გაცილებით ეფექტური გადაწყვეტილებაცაა.


23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, „გრანდ ელექტრონიქსში“ ფასდაკლება Ardesto Electric-ის ზეთზე მომუშავე გამათბობლებზეც გავრცელდება.


ზეთის გამათბობელი ვიზუალით კლასიკურ რადიატორს ჰგავს, მის აგრეგატში მინერალური ზეთი არის ჩამატებული, რომელიც ელექტროსპირალით თბება და სითბოს მთელ კორპუსს გადასცემს. რაც უფრო მეტ სექციიანია გამათბობელი, მით უფრო ნაწილდება სითბო და მით უფრო სწრაფად თბება ბინაც. გამათბობელი უხმაუროდ მუშაობს, გამორთვის შემდეგ კი სითბოს დიდხანს ინახავს, ამიტომაც იგი ეკოლოგიურ გამათბობლად ითვლება.


ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლები


რაც შეეხება ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლებს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, „გრანდ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს ფასდაკლებით AKOG-ისა და HOSSEVEN-ის პროდუქციას შესთავაზებს.


ორკამერიანი წვის ტიპის გამათბობლები ეფექტური და აბსოლუტურად უსაფრთხოა, „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტთან კი ისეთი სიმძლავრის ტექნიკას შეარჩევთ, რომელიც კონკრეტულად თქვენ გჭირდებათ.


შეგახსენებთ, რომ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში“ ყოველ პარასკევს კონკრეტული ბრენდის კოლექციაზე განსაკუთრებული ფასდაკლებები მოქმედებს. ნოემბრის ბოლოს, შავ პარასკევს კი  12 განსაკუთრებული პარასკევის გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?