რამდენი დრო გჭირდებათ ახალი წლისთვის სრულად მოსამზადებლად?

NEW

4 დეკემბერი 17:00, 2020 წელი

გახსოვთ, როგორ მოიპარებოდა ახალი წელი ჩვენს ბავშვობაში? საახალწლო არდადეგების დაწყებიდან სულ მალე, ჯერ ჩვენი სათამაშოები ირეცხებოდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ მთელი კვირა შრებოდნენ; მერე, ერთ დღესაც, დედა დილიდან ეზოში გვიშვებდა, თან გვაფრთხილებდა, რომ სახლში გვიანობამდე არ შევსულიყავით. საღამოს უკან დაბრუნებულებს კი იატაკებზე ახლადწასმული მასტიკისა და მანდარინის სურნელი გვანიშნებდა, რომ ახალი წელი ოფიციალურად დგებოდა.

მერე კაკლის მტვრევისა და ნიგვზის გარჩევის დაუსრულებელი პროცესი იწყებოდა, რომელშიც ჩვენც აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით.


დაგითვლიათ, რამდენი დრო იხარჯებოდა ახალი წლისთვის მოსამზადებლად - დაწყებული სახლის გენერალური დალაგებიდან, დამთავრებული გოზინაყისათვის ნიგვზის დაჭრით? და რამდენი დრო იხარჯება ახლა?


სახლის დალაგება-დასუფთავება


იატაკების მორეცხვა-მოხეხვასა და შემდეგ მასტიკის მოსმას, მინიმუმ, დღენახევარი სჭირდებოდა. დღევანდელი ლამინატის იატაკი და ახალი პარკეტი, აგრეთვე სხვადასხვანაირი რეჟიმების მქონე თანამედროვე ტიპის მტვერსასრუტები კი შესაძლებელს ხდის, რომ ეს მომქანცველი საქმიანობა ერთ ტექნიკაში გავაერთიანოთ; სახლის გენერალური დალაგების დრო კი, დაახლოებით, 2-3 საათამდე შევამციროთ.


კერძები


ახალი წლის მთავარი კერძი სუფრაზე საქართველოში საცივი და გოჭია. საცივის მზადება კი ნიგვზის ჭრისა და გატარების დაუსრულებელი პროცესით იწყება. ადრე აზრი არც კი ჰქონდა სამზარეულო კომბაინი გექნებოდა თუ არა სახლში, რადგან მზითვებში მოყოლილი, იმ დროისთვის, ერთი შეხედვით, უსარგებლო ნივთის გამოყენება ზოგმა არ იცოდა და თანაც ძვირფას ნივთს უფრთხილდებოდა; უფრო ხშირად კი - დენი არ იყო, ტექნიკა შესაბამისად რომ გამოგვეყენებინა. თუმცა დღეს კომბაინის წყალობით ნიგვზის გასატარებლად დაახლოებით 5-7 წუთზე მეტი არ დაგვეხარჯება, გოზინაყის სასურველ ზომაზე დაჭრას კი, ასევე კომბაინის წყალობით, დაახლოებით 3-4 წუთი სჭირდება.


რაც შეეხება გოჭს, ეს იმდენად დროში გაწელილი პროცესი არაა, რამდენადაც - შრომატევადი. თუმცა აეროგრილის დახმარებით, უკვე არც ეს წარმოადგენს პრობლემას. რეჟიმების მეშვეობით, ხორცის შეწვის დრო და ინტენსივობა მარტივად შეიძლება იქნას მითითებული, რაც კერძის დაწვას ან უმად დარჩენას 100%-ით გამორიცხავს.


ალბათ ერთხელ მაინც გექნებათ გალოკილი მიქსერის კრემიანი ჯოხები. მათ მოსაპოვებლად ჩვენს და-ძმებთან ხომ ხელჩართული ბრძოლა გვქონდა გაჩაღებული. დღესდღეობით, თანამედროვე ტიპის მიქსერი უამრავი კულინარის თუ კონდიტერის ძვირფას დროს ზოგავს, ცომი და კრემი კი უფრო მეტად ჰაეროვანი და იდეალური გამოდის, თანაც გაცილებით ნაკლებ დროში.


დაბოლოს, ახალი წელი ის პერიოდია, როდესაც ყველა ოჯახს სჭირდება ღვინის მომარაგება. ადრე ასეთ პროდუქტებს აივანზე ვინახავდით. შესაბამისად, სახლის ეს ყველაზე მყუდრო კუთხე უსამართლოდ დაჩაგრული ხდებოდა. დღეს აივნები ყველას განსაკუთრებულად გვაქვს მოწყობილი და გვენანება მათი საწყობად გადაქცევა (თუნდაც რამდენიმე დღით). დღესდღეობით ესეც აღარ წარმოადგენას პრობლემას, რადგან ღვინის შენახვა არა აივანზე, არამედ, ღვინის სპეციალურ მაცივარშია შესაძლებელი.


ამ და სხვა, საჭირო ნივთების შეძენა ონლაინ, 24/7-ზე შეგიძლიათ. ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში“ უკვე წინასაახალწლო ფასები ამოქმედდა! არ დაგავიწყდეთ, რომ სასურველი ტექნიკის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდაა შესაძლებელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?