ელენე ფხალაძე: „ტანვარჯიშია ჩემი ცხოვრება!“

ნიჭიერი

14 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

14 წლის ტანმოვარჯიშის, ელენე ფხალაძის ნომერს, რომელიც „ნიჭიერის" სცენაზე ვიხილეთ, დიდი ემოციები მოჰყვა. რა მიღწევებით მოვიდა ელენე ამ მეგაპროექტში და რა შეცვალა „ნიჭიერმა" მის ცხოვრებაში? ამაზე ელენე თავად გვიამბობს. 

- „ნიჭიერში“ გამოსვლა ჩემმა ქორეოგრაფებმა მირჩიეს და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. სიმართლე გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას არც ველოდი, რადგან ტანმოვარჯიშე ვარ და პირველად ვიცეკვე. 


- თქვენ მიერ შესრულებულ ნომერზე რას გვეტყვით?
- ტანვარჯიშის ელემენტებით შესრულებულმა ცეკვამ დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა შენიშვნები მაინც მივიღე. რადგან ტანმოვარჯიშე ვარ, ჟიურის წევრები ჩემგან მეტ ცეკვას ელოდნენ. საბედნიეროდ, ნახევარფინალში ვარ! 


- დიდი კონკურენციის ფონზე რა იმედები გაქვთ?
- კონკურენცია მართლაც საკმაოდ დიდია, თუმცა ფინალისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. ყოველდღე მაქვს რეპეტიციები და ფინალისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ!


 - რამდენი ხანია, რაც ტანმოვარჯიშე ხართ?
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ტანვარჯიშით დავინტერესდი, თუმცა მშობლებმა ამ სპორტზე 7 წლის ასაკში მიმიყვანეს. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს!


- რა მიღწევები გაქვთ?
- თბილისის პირველობაზე მესამე ადგილი მაქვს აღებული. ასევე, გერმანიაში პასტორელის და ისრაელში ვენერა ზარიპოვას თასების ბრინჯაოს პრიზიორი ვარ. თვის ბოლოს ისრაელში წასვლას ისევ ვგეგმავთ და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთი საპრიზო ადგილით დავბრუნდები. 


- საყვარელი სპორტი სწავლაში ხელს ხომ არ გიშლით?
- მეცხრე კლასის მოსწავლე ვარ. სკოლის გაცდენა ხშირად მიწევს, რადგან დილიდან საღამომდე დარბაზში ვარ. ამის გამო გასულ წელს ექსტერნად მომიწია გამოცდების ჩაბარება. მასწავლებლები ძალიან მიწყობენ ხელს. 


- სხვა რა გატაცებები გაქვთ?
- სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, რადგან ტანვარჯიშია ჩემი ცხოვრება!


 


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?