- ეს ცეკვა თვითონ დავდგი და მოვიფიქრე. მინდოდა, ჩემს საყვარელ გმირს, ჯიმის დავმსგავსებოდი. ამიტომაც დავირქვი ეს სახელი. ჩემი ცეკვა ბევრგან უნახავთ: ქორწილებში, ნათლობებში. „ნიჭიერში“ მონაწილეობით ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი „რუსთავი 2“-ს, განსაკუთრებით კი რუსკა მაყაშვილს, რომელიც დამეხმარა და გვერდით დამიდგა.
- ელოდი, რომ შემდეგ ტურში გადახვიდოდი?
- ეს პროექტი ყველას აძლევს შანსს, რომ ოცნებები აიხდინოს. სხვათა შორის, ჯიმის როლმა მსახიობ მითხუნ ჩაკრაპორტსაც მოუტანა პოპულარობა. ანალოგიურად მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. უკვე ქუჩაშიც მცნობენ, რაც ძალიან მიხარია.
- მოგვიყევი შენ შესახებ...
- ქუთაისელი ვარ და ქუთაისში ვცხოვრობ. დაქორწინებული ვარ. მყავს მეუღლე და ერთი გოგონა. ჩემი მეუღლე ემიგრანტია, საბერძნეთში იმყოფება. ასევე, მყავს დედა, მამა, ძმა და ძმისშვილები. მოკლედ, მრავალრიცხოვანი ოჯახი მყავს.
- როგორ შეხვდნენ შენს გამოსვლას ოჯახის წევრები?
- ძალიან გაუხარდათ. თან ჩემს მეუღლეს სიურპრიზი გავუკეთე, არაფერი იცოდა და უცებ ეთერში დამინახა. ძალიან გაუხარდა.
- შემდეგ ტურში რას უმზადებ მაყურებელს?
- ბევრად სანახაობრივი გამოსვლა მექნება, სიურპრიზად დავტოვებ.
კიდევ ერთი ნომერი, რომელმაც არა მარტო „ნიჭიერი“, არამედ მთელი სოციალური მედია აღაფრთოვანა, გერმანელი როლერი წყვილის შთამბეჭდავი გამოსვლა გახდა.
ჯენმა და სვემმა სცენაზე ნამდვილი სასწაული მოახდინეს;
ისინი 13 წელია, ერთად არიან, სამი წლის წინათ კი დაქორწინდნენ.
- ძალიან მიხარია რომ საქართველოში ვართ და მოვახერხეთ ჩვენი ნიჭი ქართველი ხალხისთვის გვეჩვენებინა, - უთხრა Funtime-ს ჯენიმ, - მე და ჩემს მეუღლეს ამ ნომერზე რამდენიმეწლიანი მუშაობა დაგვჭირდა. ეს, აკრობატული ილეთებით გაჯერებული ნომერი საკმაოდ რთული შესასრულებელია. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ადამიანს მოეწონა ჩვენი გამოსვლა.