„ნიჭიერის“ გორელი მონაწილე: „ყველაზე მეტად ნიკა გვარამიას შეფასების მეშინოდა“

ნიჭიერი

24 ნოემბერი 14:00, 2015 წელი

 14 წლის ლედი ლალიაშვილმა ნიჭიერის კასტინგზე U2-ს ცნობილი ჰიტი  „One“ შეასრულა, რითიც ჟიურის და მაყურებლის კეთილგანწყობა დაიმსახურა. ლედი გორში ცხოვრობს. როგორც გვითხრა, მთელი მისი ოჯახი მღერის და ეს ნიჭი მემკვიდრეობით ერგო.

- თავიდან არ მქონდა გადაწყვეტილი „ნიჭიერში“ მონაწილეობა. ყველა კონკურსს ნერვიულობა ახლავს  და ამას ვერიდებოდი. როდესაც კასტინგები გამოცხადდა, მშობლებმა მირჩიეს, გამოვსულიყავი. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან ვმღერი, რაღაც პერიოდი ვოკალის პედაგოგთანაც დავდიოდი, მაგრამ ახალა ვეღარ ვახერხებ.


- როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე ხარ.
- დიახ. მე-9 კლაში ვარ და ათიანებზე  ვსწავლობ.  რატომღაც ჰგონიათ, რომ რადგან ვმღერი, კარგად არ უნდა ვსწავლობდე, მაგრამ ასე არ არის. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულებრივია: დილას სკოლაში ვარ, გაკვეთილების შემდეგ მუსიკაზე მივდივარ, თავისუფალ დროს ინტერნეტში „დავძვრები“ და მეგობრებთან ერთად ვსეირნობ. ასევე დავდივარ ჩოგბურთზე, ძალიან მიყვარს ეს სპორტი.


- მომავალი პროფესია უკვე არჩეული გაქვს?
- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ან სამედიცინო სფეროს გავყვები, ან მსახიობობას ავირჩევ, ვნახოთ.


- ელოდებოდი ასეთ წარმატებას?
- იმედი მქონდა, რომ გადავიდოდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც სცენაზე გამოვედი, ნერვიულობამ გადამიარა. ყველაზე მეტად ნიკა გვარამიას შეფასების მეშინოდა. ძალიან ვღელავდი, რას მეტყოდა, რადგან  ზოგადად ცოტა მკაცრია კონკურსანტების მიმართ. ისე, მგონი, ჩემი გამოსვლა მოეწონა.


- მოგვიყევი შენს ოჯახზე...
- მყავს დედა, მამა და ძმა. მთელი  ჩემი ოჯახი მღერის, პაპაც და ბებოც კი. ალბათ გენეტიკურად გამომყვა ეს ნიჭი. ბებო ახლა ესპანეთშია და იქიდან ძალიან მგულშემატკივრობს.


- შემდეგ ტურში რას იმღერებ?
- არ ვიცი, შეიძლება თუ არა, მაგრამ მინდა, ჩემს ძმასთან ერთად დუეტი შევასრულო. თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ისევ სოლოს ვიმღერებ.


- როგორია შენი მოლოდინი?
- დიდი კონკურენციაა, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერი ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუმცა პოპულარობა უკვე ვიგრძენი. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ რაღაც უარყოფითიც სდევს. მაგალითად, პოპულარულ ადამიანებზე ხანდახან ისეთ რამეს ამბობენ, რაც სიმართლე არ არის. მიაჩნიათ, რომ თუ პოპულარული გახდი, შეიძლება, თავში აგივარდეს, მაგრამ მე ასე არ ვარ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?