„ნიჭიერის“ უსინათლო მონაწილე - „ის მხედველობით მეხმარება, მე - სმენით“

ნიჭიერი

27 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

მეგი მიშელიძის და გიორგი გიგაურის ცეკვამ არამარტო ჟიური, არამედ  ყველა ტელემაყურებელი გააოცა. მეგის არ ესმის, გიორგი უსინათლოა - მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.



19 წლის გიორგი გიგაური უსინათლოა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის აქტიურ ცხოვრებაში - თამაშობს ფეხბურთს, მღერის და ახლა უკვე „ნიჭიერშიც“ გამოდის.
- ვმღერი  ანსამბლ  „კრწანისში“. ცეკვის გამოცდილება მანამდე არ მქონია, არასდროს მიცეკვია, ასე სპონტანურად დავდგით ეს ნომერი. არ მეგონა, ხალხს ასე თუ მოეწონებოდა და ძალიან მიხარია.


- გიორგი, რამ გამოიწვია შენი პრობლემა?   
- ბავშვობაში ცოტას ვხედავდი, მაგრამ მერე საერთოდ დავკარგე მხედველობა, კატარაქტა მაქვს.


- შენმა პედაგოგმა მითხრა, რომ არაჩვეულებრივი აღქმის უნარი გაქვს და ზოგჯერ იმაზე კარგადაც მოძრაობ, ვიდრე მხედველობის მქონე ადამიანი;
- მოძრაობებს ვიზეპირებ და ამიტომაც მერე ჩვეულებრივად ვცეკვავ. რაც შეეხება გადაადგილებას, მეგობრებს ვურეკავ, მოდიან და გადაადგილებაში მეხმარებიან.


- ვიცი, რომ სპორტითაც ხარ დაკავებული...
- უსინათლოთა საფეხბურთო გუნდში დავდივარ. ბურთში სპეციალური მასალაა, პატარა ზარები, რომლებიც ხმებს გამოსცემს და სმენის საშუალებით ვახერხებთ თამაშს. დიდი ხანი არ არის, რაც დავდივარ, ალბათ, ერთ წელზე მეტი იქნება. თუმცა ამ მოკლე დროში უკვე მოვასწარით და ვიყავით უსინათლოთა მსოფლიო ჩემპიონატზე კორეაში, ასევე, გერმანიაში, სადაც  ტრენინგები ჩაგვიტარეს. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და სერიოზულად ვფიქრობ, ამ სპორტს გავყვე, თუ, რა თქმა უნდა, მწვრთნელებს მოვეწონები. ფეხბურთის გამო წინა თამაშზე ფეხი ვიტკინე, ჩემი ქორეოგრაფი კახა ხერხაძე შეშფოთდა, ცეკვაში ხელი რომ  არ შემშლოდა, მაგრამ ცეკვასაც მოვახერხებ.


- მეგი როგორ გაიცანი?
- ანსამბლ „კრწანისში“ მოვიდა და იქ გავიცანი. ტელეფონით ან ინტერნეტით ერთმანეთს სპეციალური ხმოვანი პროგრამის საშუალებით ვეკონტაქტებით.


- არ გაგიჭირდათ ცეკვის დადგმა?
- ის მხედველობით მეხმარება, მე - სმენით და საბოლოოდ ნომერი გამოდის.


- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- კომპიუტერთან ვარ, უსინათლოებისთვის სპეციალური ხმოვანი პროგრამა არსებობს, „ფეისბუკში“ ვმესიჯობ მეგობრებთან. სახლში ასეა, მაგრამ ქუჩაში უსინათლოებისთვის არანაირი პირობები არ არის. კორეასა და გერმანიაში ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ქუჩაში დამოუკიდებლად მემოძრავა. სამწუხაროდ, საქართველოში ამას ვერ ვახერხებ.


მეგი მიშელიძე 17 წლისაა და თანამედროვე ცეკვებს ცეკვავს. ურეკში ცხოვრობს. ჰყავს სამი და და ერთი ძმა. მისი ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელია, პრობლემა მხოლოდ მას აღმოაჩნდა. თუმცა, როგორც გიორგის, ასეთი პრობლემა მასაც  არ უშლის ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში.


- მეგი, როგორ მოხვდი „ნიჭიერში“?
- პირველად სცენაზე შარშან ქობულეთში სილამაზის კონკურსზე გამოვედი. ევროპის მასშტაბით ჩატარდა სილამაზის კონკურსი ყრუ-მუნჯთა შორის. იქ ცეკვა დამჭირდა და მაშინ მომიწია პირველად. შემდეგ სურვილი გამიჩნდა, „ნიჭიერში“ ბედი მეცადა. დავუკავშირდი ჩემს ქორეოგრაფს, ვინც სილამაზის კონკურსზე დამეხმარა. მან მიპოვა პარტნიორი და მეცადინეობა დავიწყეთ.


- არ გაგიჭირდათ ცეკვის დადგმა?
- მე და გიორგიმ კახას დახმარებით ეს შევძელით. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი რეპეტიციების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. 


რამ  გამოიწვია სმენის დაქვეითება?
- ჩემი პრობლემა დაბადებიდან მოდის. მყავს ორი და და ერთი ძმა. დანარჩენ დედმამიშვილებს მსგავსი პრობლემა არ აქვთ.


- თბილისში რას საქმიანობ?
- ვსწავლობ ყრუთა სკოლაში. მეთორმეტე კლასში ვარ. 



კახა ხერხაძე, ქორეოგრაფი:
 როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მეგი „ნიჭიერში“უნდა გასულიყო, მისთვის პარტნიორის ძებნა დავიწყე, წრიპამ (გიორგი) გამოთქვა სურვილი, ოღონდ ვუთხარი, თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, იცოდე, ბოლომდე უნდა იბრძოლო, შუა გზაში არ უნდა მიმატოვო-მეთქი. საკმაოდ რთულია მუშაობა. სამ თვეში ორი ცეკვა დავდგით. მეგი ხედავს მაინც, მაგრამ გიორგის შემთხვევაში უფრო რთულია. გვეხმარება ერთი ფაქტი: ძალიან მაგარი სმენა აქვს, გიო რომ არ მღეროდეს, ცეკვასაც ვერ შეძლებდა.


- შემდეგ ტურში რას სთავაზობთ მაყურებელს?
- მთიულურის დადგმას ვაპირებ. იმედი გვაქვს, მაყურებელს მათი ნომერი მოეწონება. მე ქორეოგრაფიაში ერთი რაღაც დავამტკიცე: ხელოვნება ყველასია, თავს არავის ვაცოდებთ, ვისაც უნდა, ის დაგვიდგეს გვერდით! 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?