მას რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ შეუძლებელი შეძლო - როგორია „ნიჭიერის“ კონკურსანტი კადრსმიღმა?

ნიჭიერი

1 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

გიორგი მამაცაშვილის სახიფათო ნომერმა, რომელიც მან მანქანაში შეასრულა, „ნიჭიერის“ ჟიური აღაფრთოვანა. ადამიანმა, რომელმაც 4 წლის ასაკში ორივე ფეხი დაკარგა, სასწაულები გააკეთა. გიორგი  მაქანითა და სპორტული რბოლით არის გატაცებული...


- არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ნიჭიერში მონაწილეობა. რაღაც მაწუხებდა და რა, ზუსტად არ ვიცი. ეს ყველაფერი ადრეც მაქვს გაკეთებული. პირველად ოდესაში გავაკეთე, შემდეგ თბილისში. 


- როგორი იყო თქვენი მოლოდინი?
- ჟიურის უნდა მოსწონდებოდა, რადგან მე ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ (იცინის). ჩემნაირი მეორე სადმე გინახავთ? ამ  ნომერში მძღოლი დამიჯინეს, დაზღვევის მიზნით ასე გადაწყვიტეს, მაგრამ ისე, მძღოლის გარეშეც ვაკეთებ. 


- ეს ხომ სიცოცხლისთვის სახიფათო ნომერია, არ გეშინოდათ?
- მე არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემთვის სახიფათო იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. 


- მითხარით, რომ პირველად ეს ნომერი ოდესაში გააკეთეთ. ეს თქვენი იდეა იყო?
- 33 წელია, მანქანით დავდივარ, ბევრი რამ მინახავს. ყველა ამბობს: მე შევძლებ, მე ეს გამომივა! ერთხელაც ვთქვი: რატომ მე არა? თუ ამათ შეუძლიათ, მე რა, ვერ შევძლებ? სხვას არაფრით ჩამოვუვარდები. გადაადგილება მიჭირს, მაგრამ... თუმცა არა! ახლა უკვე აღარც გადაადგილება მიჭირს.


- შეგიძლიათ, მოგვიყვეთ თქვენი ტრავმის  შესახებ?
- უკვე აღარც მახსოვს, ოდესმე ფეხები რომ მქონდა. 4 წლის ვიყავი, როდესაც უბედური შემთხვევის, კერძოდ კი ავარიის გამო ფეხების ამპუტაცია ჩამიტარეს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერში მიშლის ხელს. საერთოდაც, ვფიქრობ - საჭიროა კი ფეხები (იცინის)?


- როგორ  ცხოვრობთ?
- მყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ახლა უმუშევარი ვარ, მაგრამ  მაინც არ მამუშავებენ. პენსიონერი ვარ და დახმარებას ვიღებ, როგორც სოციალურად დაუცველი.


- შემდეგ ტურში რას გააკეთებთ?
- სენსაციას. ჩემი ნომერი ისევ მანქანას ეხება. რაც არავის გაუკეთებია, იმას გავაკეთებ. ჩემი საკუთარი მანქანა არ მყავს, მაგრამ სხვის მანქანაზე ვაკეთებ. წინასწარ არ ვიცი, რა მოხდება, შეიძლება ექსპრომტად მომივიდეს თავში რაიმე იდეა და განვახორციელო.


- რა არის თქვენი ჰობი?
- ოო, ჩემი ჰობი, სავარაუდოდ, აუსრულებელ ოცნებად დარჩება - აბა, „ფორმულა 1“-ში მე არავინ გამომიყვანს და... (იცინის). ეს არის ჩემი ოცნება. მიყვარს მანქანა და სიჩქარე. ერთხელ ჩემი ნაცნობი ჩამიჯდა და როცა გაიგო, რომ საჭესთან მე უნდა დავმჯდარიყავი, ძალიან შეეშინდა. წამოდი, წამოდი, მე ფეხიანებზე კარგად დამყავს-მეთქი, ვუთხარი. გარდა ამისა, ჩემპიონიც ვარ - 9 ათასი კილომეტრი გავირბინე ეტლით, მთელი საბჭოთა კავშირი შემოვლილი მაქვს. ეს შევარდნაძის დროს იყო. 


- პროექტისგან რას ელოდებით?
- თან ხომ არ წავიღებ ამ ნიჭს, ხომ უნდა დავტოვო? ყველას ხომ არ შეუძლია ასე გამოსვლა და ამის გაკეთება. ეს იოლი არ არის. ჯერ ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადალახოს ადამიანმა,  შინაგანად უნდა გახდე დამოუკიდებელი, ამას საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება. სტრესი უნდა გადალახო და კომპლექსი მოიხსნა.


ნინო მამაცაშვილი, მეუღლე:
- გიორგის არ ჰქონდა მარტივი ცხოვრება. გარკვეული პერიოდი ინტერნატშიც ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც საოცრად თავისუფალი და ლაღი გაიზარდა. ფეხები რომ არ აქვს, უკვე საერთოდ აღარ ახსოვს. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, რა თქმა უნდა, თავიდან ეს პრობლემა გარკვეულად მაფერხებდა, მაგრამ ახლა ყველაფერში ყველაზე მეტად ვენდობი ჩემს მეუღლეს. 


„ნიჭიერის“ ბოლო კასტინგი დასრულდა და უკვე ცნობილია, ვინ გადავიდა მეორე ტურში. ჟიურის წევრები ამბობენ, რომ ამდენი კარგი კონკურსანტიდან ღირსეულის ამორჩევა ძალიან გაუჭირდათ;


ია ფარულავა, ჟიურის წევრი:
- იყო კამათი, დავა, რაღაცაზე შეთანხმება, რაღაცაზე - არა, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამას მაყურებელიც ნახავს და, დარწმუნებული ვარ, დადებითად შეაფასებს.


რუსკა მაყაშვილი, ჟიურის წევრი:
- როდესაც კასტინგები დაიწყო, ვამბობდით, ვაიმე, რამდენი ხალხი გადავიყვანეთ, რა მაგრები არიან, რა გვეშველება... ნახევარფინალში მართლაც ღირსეულები გადავიდნენ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებდა. ჩემი აზრით, „ნიჭიერის“ ლაივები უფრო საინტერესო იქნება. მართალია, ჟიურის წევრი აღარ ვიქნები, მაგრამ ვრჩები პროექტის მაყურებლად.


შემდეგი ორშაბათიდან ნიჭიერი უკვე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლებს.
ასე რომ, მოდით, უყურეთ და თქვენს რჩეულებს უგულშემატკივრეთ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?