ევა შიანოვა: „ჩემს მამაკაცს წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გაუმართლა“

ნიჭიერი

9 დეკემბერი 17:30, 2015 წელი

მომხიბვლელმა ევა შიანოვამ  „ნიჭიერის“ მაყურებელს  სექსუალური საცეკვაო გამოსვლებით დაამახსოვრა თავი. მართალია, პირველი „ლაივის“  შემდეგ  პროექტი დატოვა, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს გაცნობა მოახერხა, რაც ყოველთვის სურდა.


- ყოველთვის მინდოდა საქართველოს ნახვა. ძალიან ბევრი მსმენოდა თქვენი ქვეყნის  შესახებ. ჩემს ქვეყანაში, ყაზახეთში, მსგავსი პროექტი არ არის და რადგან საშუალება მომეცა, „ნიჭიერში“ მიმეღო მონაწილეობა და საქართველოც გამეცნო, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი.  


- პროფესიით მოცეკვავე ხართ?
- ამჟამად ეს ჩემი პროფესიაა და ბედნიერებაა, როცა შენი სამსახური ის არის,  რისი გაკეთებაც სიამოვნებას განიჭებს. მე მსიამოვნებს ცეკვა. ამ ეტაპზე შოუებით ვარ დაკავებული და სხვა შემოსავლის წყარო არ გამაჩნია.

მოგეწონათ ქართველი მაყურებელი?
- მე მუსლიმანური ქვეყნიდან ვარ და ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის მიღებული ცეკვის ეს ჟანრი, მით უმეტეს, ასე შილიფად ჩაცმული ქალის ცეკვა.  საქართველოშიც იყო რისკი, მიმიღებდა თუ არა მაყურებელი. აღფრთოვანებული ვარ თქვენს ქვეყანაში გამოსვლით. ქართველი პუბლიკა ძალიან მომეწონა. ზოგადად, ძალიან მიყვარს  სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და მომწონს, როცა დარბაზი  ჩემს გამოსვლაზე რეაგირებს. თქვენთან დარბაზი ფეხზე იდგა, ტაშს მიკრავდა და ისეთი ემოცია მოდიოდა, გაოცებული დავრჩი. ო, ღმერთო, როგორი გახსნილი ხალხია მეთქი, ვიფიქრე. 



- თქვენ
ოჯახზეც გვიამბეთ
- სამშობლოში, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ვარ. ერთი კვირაც რომ მომიწიოს სახლში ყოფნა, უკვე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო დედასთან, მეგობრებთან და ჩემს ძაღლთან, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც მუდმივად ვენატრები. ჩემი მშობლები ხელოვანები არ არიან, ჩემს ოჯახში არავინ მღერის და  ცეკვავს. დიდი მადლობა დედას, რომ ცეკვაზე შემიყვანა და ამ კუთხით განათლება მომცა.  ის ბავშვობიდან ზრუნავდა ჩემზე:  დავყავდი მხატვრულ ტანვარჯიშზე, სპორტულ ტანვარჯიშზე, ბალეტზე, თუმცა ჩემი საბალეტო კარიერა არ შედგა. ოჯახში მე უფროსი შვილი ვარ, მყავს უმცროსი ძმა.


- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ არსებობს ის ერთი, ვისზეც თავადაც ფიქრობთ?
- დიახ, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ. ეს არ არის დიდი ასაკი გოგოსთვის. მე ზუსტად ვიცი, როგორ მამაკაცთან ერთად მინდა ცხოვრება.  მე არ მჭირდება მამაკაცი, რომელიც მე უნდა გავხადო მილიონერი. საშუალო  სტატისტიკის  მამაკაცთან ცხოვრება არ შემიძლია. მჯერა, რომ „ჩემი“ მამაკაცი გამოჩნდება მაშინ, როცა ამის დრო მოვა. შეიძლება, ჯერ მე არ ვარ ამისთვის მზად, ან შეიძლება, სადღაც არის მამაკაცი, რომელიც სწორედ ჩემთვის არის განკუთვნილი და წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გაუმართლა (იცინის). ჩემთვის სიყვარული ის არის, რასაც ზღაპრებში ვკითხულობდით: „ბედნიერად იცხოვრეს და ერთ დღეს დაიხოცნენ“. მინდა, ასე მოხდეს ჩემთანაც.
 
-
რამ  გაგაკვირვათ საქართველოში ყველაზე მეტად?
- ქართულმა სამზარეულომ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: საერთოდ არ ვჭამ ხორცს, მხოლოდ თევზს და ქათმის ხორცს მივირთმევ,  მაგრამ საქართველოში აღმოვაჩინე კერძი, რომელმაც ჩემი წესი დამარღვევინა - ეს არის ხინკალი (იცინის).


- ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ია ფარულავამ აღნიშნა, რომ უკანა ხედით უკეთ გამოიყურებით. ხომ არ გეწყინათ?
- არა, პირიქით - ვეთანხმები მას!  მომწონს, როგორც გამოვიყურები უკნიდან. ეს ჩემი საყვარელი რაკურსია და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბუნებრივია, ამისთვის არაფერი გამიკეთებია. ჩემი მშობლები ეცადნენ და გამოუვიდათ, გენეტიკის ბრალია (იცინის).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?