Swaggers: „ნიჭიერმა“ ჩვენი თაყვანისმცემლების რიცხვი გაზარდა

ნიჭიერი

11 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეთა ჯგუფი Swaggers ორი წლის წინათ ჩამოყალიბდა. „ნიჭიერის“ პირველ კონცერტზე ჯგუფი გენერალური სპონსორის „ზედაზენის“ რჩეული გახდა და ფინალში გადასვლის შანსი მიიღო.

უკვე ერთი წელია, რაც ჯგუფს გოგონები დაემატნენ. ყველა მათგანი გიჟდება თავის საქმეზე, ამბობენ, რომ ცეკვის გარეშე არ შეუძლიათ:


ანი ჯავახი, მოცეკვავე: ათი წლის განმავლობაში ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჰიპ-ჰოპის ცეკვა მინდა. ჯერ სამოყვარულო დონეზე მოვსინჯე, შემდეგ ერთ-ერთ შეჯიბრებაზე გავედი, სადაც ჩვენმა ქორეოგრაფმა მნახა და კასტინგზე მიმიწვია. იქიდან ამიყვანეს.


- რატომ გადაწყვიტეთ ნიჭიერში გამოსვლა?


- ეს ჩვენი ქორეოგრაფის მიშა ტალახაძის იდეა და სურვილი იყო, ჩვენც დავთანხმდით. ახლა კი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ და ფინალში მოხვედრაც  ძალიან გვინდა.


მარიამ სიდამონიძე, მოცეკვავე: დიდ სცენაზე გამოსვლა საოცარი გრძნობაა. როდესაც ცეკვა დავიწყეთ, თითქოს ამ სამყაროში არ  ვიყავით. რომ გვითხრეს, თქვენი ნომერი ასეთი შოუების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოაო, საოცრად ამაყები ვიყავით. არც იმას ველოდით, „ზედაზნის“ რჩეულები თუ გავხდებოდით.


ანანო ქართლელიშვილი, მოცეკვავე: მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ჩემი მომავალი პროფესია, სავარაუდოდ, ცეკვა იქნება. ჯერ ქართული ცეკვებით დავიწყე, მერე მივხვდი, რომ ცოტა სხვა რაღაც მომწონდა. „ნიჭიერმა“ უფრო მეტი გამოცდილება და სტიმული მოგვცა. გარდა ამისა, პროექტის შემდეგ ჩვენი თაყვანისმცემლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა (იცინის). ხშირად გვწერენ სოციალურ ქსელში. როდესაც რჩეულები გამოაცხადეს, დარწმუნებულები ვიყავით, რომ შანსი აღარ გვქონდა. ერთმანეთი დავამშვიდეთ და სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ „ზედაზენმა“ აგვირჩია.


ელენე ბერიძე მოცეკვავე: „ნიჭიერზე“ ისეთი გრიმი გვქონდა, ქუჩაში, ალბათ, ცალ-ცალკე ვერც ერთს ვერ გვიცნობენ, მაგრამ ჩვენი ცეკვა ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით ბიჭებს.


- თუკი „ლაიქები“ დააგროვეთ და ფინალში გადახვედით, რას ჰპირდებით მაყურებელს?
- იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა გამოსვლები. ამისთვის კი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, თუმცა ექსტრემალურ პირობებში აქამდეც გვიმუშავია და ცეკვა ერთ კვირაშიც კი დაგვიდგამს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?