Mallakhamb India: „ასეთი რამ ქართველ მაყურებელს აქამდე არ უნახავს“

ნიჭიერი

23 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

ექსტრემალი ბიჭების ჯგუფი ინდოეთიდან - Mallakhamb India ჟიურის რჩეული გახდა და უკვე „ნიჭიერის“ ფინალშია. ჟიურიმ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაუჭირდა. ფინალში გადასვლას არ ელოდნენ ინდოელი კონკურსანტებიც. შედეგით ძალიან გახარებულები ქართველ მაყურებელს დაუვიწყარ ფინალს  ჰპირდებიან.


- საქართველოში პირველად ხართ?
- დიახ. ჩვენ ინდოეთში ვცხოვრობთ. ჩვენი მეგობარი საქართველოში სწავლობს. სწორედ მან დაგვაინტერესა თქვენი ქვეყნით, გვითხრა, რომ საქართველო ძალიან ლამაზია. ამის შემდეგ გავიგეთ ქართული „ნიჭიერის“ შესახებ. ისე გამოვიდა, რომ პროექტშიც მივიღეთ მონაწილეობა და თქვენი ქვეყანაც ვნახეთ. არაჩვეულებრივი, ულამაზესი ქალაქი გაქვთ.   


- რამდენ ხანს მუშაობდით ამ ნომერზე?
- მალკამი ტრადიციული ინდური სპორტია, მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს. ჩვენც მივყვებით ტრადიციებს. ეს ნომერი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია. ეს არის ინდური ტრადიციული სპორტი, არ არის ცეკვა. აკრობატული ილეთებისგან შემდგარი ნომერი საკმაოდ რთული და სახიფათო შესასრულებელია. ხშირად გვაქვს ტრავმები. მართალია, ისეთი არა, რომ სერიოზულად დავზიანდეთ, მაგრამ...


- სხეულის რომელი ნაწილებია ამ დროს საფრთხის ქვეშ?
- აი, მაგალითად, მე მხარი მეტკინა, ჩემს პარტნიორს - ნიკაპი. ეს საკმაოდ სახიფათო ნომერია და მისი გამეორება არ შეიძლება.


- მოგეწონათ ქართველი მაყურებელი?
- ძალიან გაგვიხარდა, როცა დავინახეთ, როგორ გვიკრავდა ტაშს დარბაზი. ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში.




- რას საქმიანობთ ინდოეთში?
- სტუდენტები ვართ, მალე დიპლომებს ავიღებთ. ასევე, ვმუშაობთ და სხვებს ვასწავლით ამ ხელოვნებას.


- უკვე ფინალისტები ხართ. ელოდით ამ გამარჯვებას?
- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. როდესაც ჩვენი სახელი გამოაცხადეს, არ გვჯეროდა. ახლა უკვე შემდგომი ეტაპისთვის ვემზადებით. გაჩვენებთ იმას, რაც აქამდე არ გინახავთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?