- როდის აღმოაჩინეთ ეს ნიჭი საკუთარ თავში?
- 8 წლის წინათ აღმოვაჩინე, რომ ამის გაკეთება შემეძლო და ვარჯიში დავიწყე. თავიდან, რა თქმა უნდა, არც ისე კარგად გამომდიოდა, მაგრამ არ ვნებდებოდი და ბურთებთან თამაშს ნელ-ნელა უფრო და უფრო ვხვეწდი.
- ზუსტად რა ჰქვია იმას, რასაც აკეთებთ?
- კონტაქტური ჟონგლიორობა - ეს ჩემი პროფესიაა. მე არტისტი ვარ.
- ამ ნომრით სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- დიახ, ხშირად გამოვდივარ სხვადასხვა შოუში გერმანიაში.
- შეგიძლიათ, თქვენი ოჯახის შესახებ გვესაუბროთ?
- მე და ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ. სამი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს. ჩემი ცოლი ყოველთვის ჩემ გვერდით არის და ძალიან მეხმარება ყველაფერში. ვცდილობ, ყველაზე დიდი დრო ჩემს ოჯახთან გავატარო.
- ყველაზე მეტად რა მოგეწონათ საქართველოში?
- რა თქმა უნდა, ხალხი! როდესაც მოვდიოდი, ჩემი მეგობრები მესაუბრებოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს. რომ ჩამოვედი, ამაში მართლაც დავრწმუნდი.
- სცენაზე შეგამჩნიეთ, რომ ქართულ ფოლკლორულ მუსიკას მოძრაობებით აყევით...
- ქართული ტრადიციული მუსიკა არაჩვეულებრივია. არის საბრძოლო, თან იუმორისტული, ყველაფერს მოიცავს.
- რომელიმე ქართული სიტყვა ხომ არ ისწავლეთ?
- „მადლობა“ და „გამარჯობა“ - ჯერჯერობით მხოლოდ ამ ორი სიტყვის სწავლა მოვახერხე.