ხალხის რჩეულები პატარა მოცეკვავეები - დაჩი და ლიზი გახდნენ. მათ მაყურებლის ზარების 26,1% მიიღეს და ფინალში გადავიდნენ. მართალია, დაჩი აცხადებდა, რომ თოვლის ბაბუის არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ კონცერტის ბოლოს აზრი შეიცვალა;
დაჩი და ლიზი:
- ძალიან გაგვიხარდა, რომ ფინალში მოვხვდით, ეტყობა, ხალხს მოეწონა ჩვენი ცეკვა. ველოდებოდით, რომ გადავიდოდით. თოვლის ბაბუას სცენაზე ვთხოვეთ, რომ ფინალში გადავეყვანეთ და მან ეს სურვილი აგვისრულა.
გიორგი უშიკიშვილმა წინა კონცერტზე ივარაუდა, რომ პროექტს ფოლკლორის ჟანრში კიდევ ერთი ფინალისტი ეყოლებოდა. და ასეც მოხდა. ჟიურის რჩეული ანსამბლი „კასლეთილა“ გახდა. სვანი ქალბატონების ანსამბლი, რომელიც „ნიჭიერს“ სოფელ უდაბნოდან ეწვია.
ლაივის დამთავრების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი ანსამბლის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე სუბიექტურად უყვარს:
- ამ მხარეში სხვანაირად უყვართ. ვფიქრობ, ასეთი კუთხე არ არსებობს თავისი უნიკალურობითა და ტრადიციებით, ამიტომაც მიხარია, რომ ამ ქალბატონებს კიდევ ერთხელ ნახავთ. საერთოდ, სვანური სიმღერა მოსასმენად მძიმეა, მაგრამ მათ შეძლეს, ის ჩვენამდე ისე მოეტანათ, რომ სასიამოვნო ყოფილიყო. ძალიან მიყვარხართ და მინდოდა, ეს სიყვარული გამომეხატა.
„ზედაზენის“ რჩეული მომღერალი ლედი ლალიაშვილი გახდა. მას კომპანია კიდევ ერთ შანსს აძლევს ფინალში მოსახვედრად;
ლედი ლალიაშვილი:
- თავიდან ცოტა კი დამწყდა გული, მაგრამ მერე ძალიან გამიხარდა, „ზედაზნის“ რჩეული რომ გავხდი. ესეც დიდი მიღწევაა. ახლა ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. იმედია, ხმას მომცემენ.
„ნიჭიერი“ კი ეკრანებს 7 იანვარს ბოლო ნახევარფინალური კონცერტით დაუბრუნდება.