- „ნიჭიერში“ მოსვლა და თან უცხოური სიმღერის მეგრულ ენაზე შესრულება რატომ გადაწყვიტეთ?
- „ნიჭიერში“ გამოსვლას საერთოდ არ ვგეგმავდი, ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ჩემი სცენა, თუმცა, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მაინც გავხდი პროექტის მონაწილე. მათ დამაჯერეს, რომ ადამიანისთვის პოზიტიური განწყობის შექმნაც ერთგვარი ნიჭია. იმხელა რისკზე წავედი, სცენაზე გასვლამდე ვერც ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი.
- რისკზე რატომ?
- „ნიჭიერისთვის“ სიმღერა კარგად ვერ მოვამზადე და ისე ვნერვიულობდი, კრიტიკისთვისაც და ყველაფერი ცუდისთვის მზად ვიყავი. ჟიურის წევრებისგან და ადამიანებისგან ნეგატივი რომ წამოსულიყო, ეს იქნებოდა ჩემი მოღვაწეობის დასასრული, თუმცა პირიქით მოხდა.
- მომდევნო ტურში რას ჰპირდებით მაყურებელს?
- ხალხის დადებითმა შეფასებამ სტიმული მომცა, რომ შემდეგი ნომერი დახვეწილი იყოს, როგორც ვოკალურად, ასევე მოძრაობებით, თუმცა სტილი არ დაირღვევა. მსოფლიო ჰიტს შევარჩევ და ისევ მეგრულად ავმღერდები. ვოკალში ჩემი და, ილონა გოგუა მამეცადინებს, რომელიც მღერის და სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებშიც მონაწილეობს. მომღერლობაზე არ ვფიქრობ. ამ საკითხს იუმორით ვუდგები.
- რა პროფესიის ხართ?
- პიარმენეჯერი და ბიზნესის მართვის სპეციალისტი გახლავართ, თუმცა ამჟამად ტურიზმის სფეროში ვმუშაობ.
- ანუ ეს მხიარული იმიჯი საგანგებოდ „ნიჭიერისთვის“ მოირგეთ?
- არა, მთელი ცხოვრება ასეთი ვარ. ცუდ განწყობაზე თითქმის ვერასდროს მნახავთ. როცა მეგობრები ვიკრიბებით, ყოველთვის მათი ანიმატორი ვარ. არ მიყვარს, როცა ვიღაცას თვალში ხვდები, მაგრამ არც უბრალოება მხიბლავს. საკუთარ თავთან ყოველთვის მაქვს იმის მოთხოვნა, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყო. ამით ვმშვიდდები. შეიძლება, თვალსაც მაყოლებენ ქუჩაში, მაგრამ ამას არ ვაკვირდები.
- თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვითხარით...
- დაოჯახებული არ ვარ. ამ ეტაპზე ჩემს პირადში სერიოზული არაფერი ხდება.