მარიამ ღუღუნიშვილი: „ჩემი დღე დატვირთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო“

PR კლუბი

7 ივნისი 12:00, 2017 წელი

PR კლუბის დღევანდელი სტუმარია რესტორან ციხესიმაგრე „ავალონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ღუღუნიშვილი.

- მარიამ, როგორ აღმოჩნდით პიარისა და მარკეტინგის სფეროში?
- დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა  და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურული ტურიზმის სპეციალობით. ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება კერძო საზოგადოებრივ კოლეჯს უკავშირდება, სადაც ლექტორ-პედაგოგად ვმუშაობდი. შემდეგ საქართველო-ისრაელის კერძო კლინიკაში მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, ამავდროულად იგივე პოზიციაზე ვმუშაობდი კიდევ ერთ სამედიცინო კომპანიაში. სამედიცინო სფეროს შემდეგ გადავინაცვლე საიუველირო სფეროში, სადაც 3 წელი მარკეტინგისა და პიარის სამსახურში ვიმუშავე. სამსახურის პარალელურად, მეგობართან ერთად, პრომოსააგენტო „მია“ დავაარსე, რომლის მართვასა და პიარს ჩვენს თავზე ვიღებდი. საიუველირო სფეროს შემდეგ გადმოვინაცვლე ჰორეკა სფეროში, რომელიც ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. გარდა ამისა, ვმუშაობ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში. პარალელურად, ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად, ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე, რომელიც, ასევე, მარკეტინგის სფეროს უკავშირდება. ვცდილობთ, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, რასაც პრაქტიკაში წარმატებით გამოვიყენებთ.


- როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
- ჩემი დღე საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. დღეში რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მაქვს ჩანიშნული, პარალელურად მიწევს მედიასთან ურთიერთობა. ეს სფერო საკმაოდ რთული და ფაქიზია, რადგან სტუმარი ყოველთვის კმაყოფილი უნდა წავიდეს შენგან და დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი. კარგ მენეჯერს სტრესულ სიტუაციაში მუშაობა უნდა შეეძლოს და გათვალისწინებული ჰქონდეს ის რისკები, რომლებიც შეიძლება, მის სამუშაოს ახლდეს.


- რას სთავაზობთ „ავალონის“ სტუმრებს და რითია თქვენი რესტორანი გამორჩეული?
- „ავალონს“ სხვა რესტორნებისგან, პირველ რიგში, გამოარჩევს ექსტერიერი და ინტერიერი, რომელიც შუა საუკუნეების ტრადიციებითაა მოწყობილი. აქ სივრცე ორ ნაწილად იყოფა - ერთია რესტორანი, მაღალი დონის სერვისით, ქართული და ევროპული სამზარეულოთი, უფრო სამეფო, დახვეწილი ინტერიერით და მეორეა პაბი, გამოქვაბულის სტილში და გოთიკური ელემენტებით. რესტორანში დრეს-კოდი მოქმედებს, ხოლო პაბი, ამ მხრივ უფრო თავისუფალია. პაბის მენიუც განსხვავდება რესტორნის მენიუსგან. „ავალონში“  შეგიძლიათ, მოუსმინოთ ქართულ და უცხოურ სიმღერებს. უკრავს ვიოლინო, საქსოფონი... წარმოდგენილია ქართული ცეკვები, ჯაზისა და ბლუზის საღამოები... მოკლედ, რესტორანი ციხესიმაგრე „ავალონი“ გამორჩეული ადგილია რომანტიკული ვახშმისთვის, საქმიანი შეხვედრებისა თუ მეგობრული შეკრებისთვის.


- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ვცდილობ, თავისუფალი დრო მშვიდ გარემოში გავატარო. ამ დროს მიყვარს ხატვა, ფილოსოფოსების ნაშრომების კითხვა და მუსიკის მოსმენა, რაც რელაქსაციაში მეხმარება...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?