ნინო კვერნაძე: „მუშაობდე კომპანიაში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს“

PR კლუბი

5 იანვარი 18:00, 2018 წელი

პირველადი პროფესიით მედიაკომუნიკატორია. მაგისტრატურა ტელერეჟისურის კუთხით დაამთავრა. პარალელურად ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ „გაუში“ მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით მოსინჯა ძალები - გაიცანით „ომეგა მოტორ ჯგუფის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 25 წლის ნინო კვერნაძე. დღეს ის Funtime-ს საყვარელ საქმიანობაზე უყვება.

- „გაუში“ სწავლის პერიოდში ტელეკომპანია „იბერიაზე“ გადაცემა „ავტომანი“ გავაკეთე, სადაც, გარდა იმისა, რომ წამყვანი ვიყავი, პროდიუსინგშიც აქტიურად გახლდით ჩართული.


- პიარის სფეროში როგორ გადმოინაცვლეთ?


- ჩემი დღევანდელი საქმიანობა გადაცემა „ავტომანს“ უკავშირდება. ტელეკომპანია „იბერია“ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგის, „ომეგას“ წევრია. „ომეგა მოტორ ჯგუფი“ „ომეგას“ ერთ-ერთი კომპანიაა და მოიცავს BMW-ს ,MINI-ს, Mazerat-ს, Cadillac-ს, Chevrolet-ს, Rolls royce-ს, Opel-ს, Bentley-ს. ასე რომ, „ავტომანიდან“ „ომეგა“ ჯგუფში მარკეტინგისა და პიარის კუთხით გადმოსვლა ლოგიკური იყო. უკვე 5 თვეა, რაც ამ პოზიციაზე ვარ.


- ამ მიმართულებით მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?


- „ომეგაში“ საკმაოდ გამართული სისტემაა და მარკეტინგსა თუ პიარში სიახლის თქმა რთული საქმეა. შესაბამისად, ჩემი მხრიდან მოვახერხე ის, რომ კომპანიის მოთხოვნებისთვის დადებითად მეპასუხა. ამ 5 თვის განმავლობაში „ომეგა მოტორ ჯგუფში“ ყველაზე მასშტაბური პროექტი Bentley-ს გრანდიოზული გახსნა იყო, რაც საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. და რა თქმა უნდა, პრეზენტაციაც შესაბამისი იყო.


- რას ნიშნავს თქვენთვის „ომეგა მოტორ ჯგუფის“ გუნდის წევრობა?


- ფაბრიკა, სტამბა, ავტომობილები, ტელევიზია - „ომეგა ჯგუფი“ უამრავ საქმეს აკეთებს. წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად ბაზარზე სანდო რეპუტაცია და იმიჯი შეიქმნა. შესაბამისად, მუშაობდე კომპანიაში, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და ძალიან წარმატებულია, დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს. პირველ რიგში, რასაც საკუთარ თავს ყოველთვის ვთხოვ, ეს მაქსიმალური შრომისმოყვარეობა და კომპანიის ისტორიის გათვალისწინებაა. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს საქმიანობას ხალისიანი, კრეატიული და შემოქმედებითი სიახლეები შევძინო.


- და რა სიახლეებია ეს?


- წლის მარკეტინგულ გეგმას წინასწარ არ დავაანონსებ, მაგრამ გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ცოტა ხანში ძალიან საინტერესო ჟურნალი გვექნება. ტესტ-დრაივი ყველა კომპანიას აქვს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ისეთი განსხვავებული გავმართოთ, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. 


 - როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ესმით პიარი და მარკეტინგი ჩვენს ქვეყანაში?


- საქართველოში ხშირ შემთხვევაში პიარის სხვანაირი აღქმაა და რეკლამაშიც ერევათ ხოლმე. კარგია, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც ამ ორ მიმართულებას ერთმანეთისგან კარგად ასხვავებენ. მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელს საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობა უნდა შეეძლოს და საქმის სიყვარულითაც უნდა გამოირჩეოდეს. ვფიქრობ, საქართველოში პიარის მიმართულება სწორად ვითარდება.


 - საყვარელი საქმიანობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?


- ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და თავისუფალ დროს აუცილებლად მივდივარ კინოში. სპორტითაც ვარ გატაცებული. აერობიკასა და ცურვასაც შეძლებისდაგვარად ვუთმობ დროს. გარდა ამისა, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით ვცდილობ, მასტერკლასებსა და სხვადასხვა სემინარებს დავესწრო.


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?