ნინი გუჯაბიძე: „2018 წელი „აჭარაბეთის“ ისტორიაში გამორჩეული იქნება!“

PR კლუბი

15 იანვარი 18:00, 2018 წელი

„აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესიით ჟურნალისტია. კარიერა რადიოში, საკუთარი გადაცემით დაიწყო. პიარში პირველი ნაბიჯები კი სწორედ იქ გადადგა, სადაც დღესაც დროის დიდ ნაწილს ატარებს. ნინი გუჯაბიძე თავის საქმეზე გვიყვება.

- არ გაგიჭირდათ ჟურნალისტიკიდან პიარის სფეროში გადანაცვლება?
- მართლაც, ვერასდროს ვიფიქრებდი, პიარის სფეროსთან თუ მომიწევდა შეხება, თუმცა ახლა ამის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. ჟურნალისტიკიდან პიარში ძალიან მარტივად გადმოვინაცვლე, რადგან ეს ორი სფერო ერთანეთთან მჭიდრო კავშირშია. ნოემბერში 6 წელი გახდა, რაც „აჭარაბეთში“ ვარ. უკვე წელიწად-ნახევარია, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ.


 - „აჭარაბეთთან“ თანამშრომლობა რით არის თქვენთვის საინტერესო?
- „აჭარბეთი“ ბაზარზე პირველია და, რაც მთავარია, ჩემი სამსახური რუტინული არ არის. სიახლეებითა და გამოწვევებით ვართ განებივრებულები. 2017 წელს სომხეთშიც შევედით, სადაც სატელევიზიო გათამაშებაც გვქონდა, ფულადი პრიზებითა და ავტომობილებით! მოკლედ, არ ვდუნდებით! ამ ბიზნესით ერთხელ რომ „მოიწამლები“, რთულია, სხვა საქმეზე იფიქრო, მით უმეტეს, როცა საქმე adjarabet.com-ს ეხება.


- როგორი იყო 2017 წელი კომპანიისთვის?
- ფანტასტიკური წელი გვქონდა! მარტო დეკემბერში ერთდროულად 4 ჯეკ-პოტი გავათამაშეთ და მხოლოდ სპინ პოკერში 4 მილიონამდე თანხა გავეცით. გამარჯვებულები ისეთი ბედნიერები არიან, ეს მუხტი ჩვენზეც გადმოდის და მგონი, ჩვენ უფრო მეტად გვიხარია. თანამშრომლებს თამაშის უფლება არ გვაქვს, მაგრამ „აჭარაბეთში“ მოსვლამდეც კი არასდროს არაფერი მომიგია, თუმცა, სხვები რომ იგებენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე ვიგებ. ერთმა ადამიანმა, რომელიც მცხეთელია, სატელევიზიო გათამაშებაში Toyota rav 4 მოიგო. ისე გაუხარდა, შოკიდან ვერ გამოდიოდა! ეთერის დასრულების შემდეგ დავურეკეთ და ვთხოვეთ, რომ ღამით მის ჩამოსვლას აზრი არ ექნებოდა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა! როგორ შეიძლება, ასეთი ემოცია არ გადაგედოს!


- 2018 წელი როგორ დაიწყო „აჭარაბეთისთვის“?
- ძალიან აქტიურად. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან გეგმების დაანონსება გამომივა, მაგრამ გაგიმხელთ იმას, რომ 2018 წელი აჭარაბეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.


- თქვენზეც გვიამბეთ. სამსახურის გარდა, რით ხართ დაკავებული?
- მე არ მაქვს ისეთი სამუშაო, სადაც დილის 10 საათზე მივალ და საღამოს 7-ზე წამოვალ. თანამშრომლები „აჭარაბეთით“ ვცხოვრობთ, თუმცა თავისუფალ დროს მოგზაურობასაც ვახერხებ, რაც ძალიან მიყვარს.


- გამორჩეული იმიჯი გაქვთ. ალბათ, კომპლიმენტებსაც ხშირად გეუბნებიან?
- ჩემი ვარცხნილობა ყველას ძალიან მოსწონს და აინტერესებს, რისგანაა ნაწნავები დამზადებული. უმრავლესობას ჰგონია, რომ მძიმეა და მაწუხებს. სინამდვილეში კი ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?