ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

PR კლუბი

22 იანვარი 18:00, 2018 წელი

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 

გაიცანით ზურა თალაკვაძე - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ძალოსან ლაშა ტალახაძის მენეჯერი, საკალათბურთო კლუბ მარნეულის „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, Silk-TV-ის სპორტული კომენტატორი, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის პიარმენეჯერი. ზურა Funtime-ს განვლილ გზასა და საყვარელ საქმიანობაზე უყვება.


- პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლის სპეციალისტი ვარ. იმ პერიოდში ეს ფაკულტეტი მოდური იყო და არც მე გამოვაკლდი, რადგან ვაკეთებდით იმას, რაც ჩვენს მშობლებს მოსწონდათ და მათი პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირადი ინტერესი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არაფერი მაინტერესებდა. 16 წლის ასაკში ყველაზე ბედნიერი ვიყავი - ბევრს ვსვამდი და ვეწეოდი. სტუდენტი რომ გავხდი, გაცვლითი პროგრამით ავსტრიაში, ვებსტერის უნივერსიტეტში გამიშვეს, საიდანაც 2 წლის შემდეგ დავბრუნდი და სწავლა საქართველოში გავაგრძელე. აქ ისეთ თავისუფლებას ვერ ვხედავდი, რაც ავსტრიაში მქონდა. ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუსიკალურ წრეებში ტრიალებდნენ, საყურის ან გრძელი თმის გამო მუდმივად კონფლიქტები ჰქონდათ. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო, თუმცა სხვა ქვეყანაში მაინც ვერ გავჩერდებოდი, მათ შორის - ვერც ფინანსური დაინტერესების გამო, რადგან სამეგობროც და ოჯახიც აქ მყავს.


- ჟურნალისტიკაში როგორ აღმოჩნდით?
- პირველი ინტერვიუ ჩემს საყვარელ გერმანელ ჩოგბურთელთან, მიხაილ შტიხთან ჩავწერე, რომელიც ავსტრიაში სწავლის პერიოდში, ვენის ტურნირზე გავიცანი. არც მიფიქრია, თუ ამაში ვინმე ფულს გადამიხდიდა. სტატია ავსტრიულ გაზეთში გავიდა და 1200 შილინგი, 120 დოლარი გადამიხადეს. პირველი ჰონორარით ბაბუას ერთი ბლოკი „ქემელი“ ვუყიდე და ჩამოვუტანე.
ჩემი ჟურნალისტური ცხოვრება საქართველოში გაგრძელდა. არჩილ გოგელია, რომელიც იმ პერიოდში გაზეთ „დრონის“ რედაქტორი იყო, მამას მეგობარი გახლდათ. რამეს თუ აკეთებო, მკითხა, და როცა გაიგო, რომ სახლში ჯდომის, დალევისა და მუსიკის მოსმენის მეტს არაფერს ვაკეთებდი, სამსახური შემომთავაზა, - მოდი, გაერთობი და თან დაწერო. როცა ვკითხე, რაზე შეიძლებოდა დამეწერა, აღმოჩნდა, რომ სრული თავისუფლება მქონდა. დავთანხმდი შემოთავაზებას და არაჩვეულებრივი ხალხიც გავიცანი. გოგი ჩოჩიშვილმა ჩვენი გაცნობაც აღნიშნა და საქმეს შევუდექი, თუმცა პირველად რა დავწერე, აღარ მახსოვს. ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა. იმ პერიოდში საკუთარი აზრის გამოთქმის ყველას ერიდებოდა და ამბობდა იმას, რაც მისაღები ან მოდური იყო. ჩემი საყვარელი მწერლის, სტივენ კინგის ერთ-ერთ ნაწარმოებზე რეცენზია დავწერე, რის შემდეგაც არჩილ გოგელიამ მთხოვა, რომ ალკოჰოლი აღარ დამელია. მაშინ ვერ მივხვდი, ეს რატომ მითხრა - ნამუშევარი მოეწონა თუ პირიქით. გაირკვა, რომ მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგი ეტაპი ტელევიზია იყო. პირველ არხზე „მოამბეში“ სპორტულ სიუჟეტებს ხმას ვადებდი. სპორტული კომენტატორიც გახლდით და სპორტულ გაზეთში - უცხოური სპორტის განყოფილების რედაქტორიც.


- რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები პიარის სფეროში?
- ვენაში სწავლისას ჩემს ფაკულტეტზე გვყავდა ფოლკ-როკ ჯგუფი, რომელსაც ტექსტებს ვუწერდი. ბიჭები მიმტანებად ვმუშაობდით, კვების ფულსაც კი ვზოგავდით და მინიდისკი საკუთარი ხარჯებით ჩავწერეთ. პირველი დისკის პრომო რომ დავიწყეთ და ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ჟურნალებთან ინტერვიუებს ვუთანხმებდი, მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს პიარი იყო. სია შევუდგინე, რა დროს სად უნდა წავსულიყავით და ჩემი პირველი ნაბიჯები პიარში სწორედ ეს გახლდათ. შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ერთ-ერთ ბანკში აღმოვჩნდი, სადაც გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი გავხდი და პიარის სფეროშიც ვცადე ძალები. ამას მოჰყვა მუსიკალური ფესტივალების პიარი. ძალოსნობის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის ხელმძღვანელიც გახლდით.


- ამჟამად რა არის პიარის სფეროში თქვენი ძირითადი საქმიანობა?
- ერთ-ერთი საქმე ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის პიარია. მადლობას ვუხდი ზაზას, რომ თავის გუნდში შესვლის შანსი მომცა და მისი მხრიდან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. კალათბურთი ძალიან მიყვარს, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი მარნეულის „დელტას“ პიარმენეჯერობას. რაზეც შევთანხმდით, ყველაფერი კეთდება და მიხარია, რომ მედიასივრცეში ყველაზე ცნობადი გუნდია. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები გუნდის ყველა წევრზე გადანაწილდეს. ბიჭები საყვარელ საქმეში იმხელა შრომას დებენ, არ მაქვს უფლება, რომელიმეს ყურადღება მოვაკლო. არაჩვეულებრივი მწვრთნელი გვყავს. თემურ კანკია პარალელურად საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი გახდა.


- რაც მარნეულის „დელტას“ სამსახურში ხართ, რა შეიცვალა?
- ბიჭებისთვის რა შეიცვალა, ეს, ალბათ, თავად უნდა თქვან, მაგრამ პირადად მე მომეცა შანსი, მეტ კარგ ადამიანთან ურთიერთობა მქონოდა. ნებისმიერი ადამიანისგან ვსწავლობთ იმას, რაც არ გვაქვს. პიარი ახლის სწავლისა და ახალ ტერიტორიაზე შესვლის შანსია. თუ პიარს შეხედავ, როგორც ფინანსურ უზრუნველყოფას, არაფერი გამოვა.


- რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენს ქვეყანაში პიარის სფერო?
- პიარის მხრივ ძალიან უკან ვართ. ამ სფეროში მომუშავეებს შეიძლება საქმის კეთება არ ეზარებათ, მაგრამ არ იციან, საკუთარ თავზე როგორ იმუშაონ. პიარი მხოლოდ ურთიერთობების გამოყენება კი არა, სამუშაოს სწორად დაგეგმვაა, რაც ხშირად არ ხდება. ძალოსნობის ფედერაციაში მუშაობის პერიოდში ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო კომიტეტისა და მსოფლიოს ახალგაზრდული საშეჯიბრო ჩემპიონატის ორგანიზატორი გახლდით. პარალელურად კი დარბაზის კოორდინატორიც ვიყავი. ყოველი დილა შვიდის ნახევარზე დაცვის თანამშრომლებთან გასაუბრებითა და დამლაგებლებთან ერთად საპირფარეშოების შემოვლით იწყებოდა. ყველაფერში ჩართული ვიყავი, რომ ერთი სტუმარიც არ დაგვრჩენოდა უკმაყოფილო.

- რა არის აუცილებელი პიარის სპეციალისტისთვის?
- ეს საქმე უნდა იცოდე და გიყვარდეს. პიარის სფეროში მომუშავე ნაკლებად ხისტი უნდა იყოს და კომუნიკაცია შეეძლოს; პატივს სცემდეს იმ ადამიანებს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვს და მათში მხოლოდ წინსვლის საშუალებას არ ხედავდეს. არასდროს უნდა დაივიწყოს ის ფაქტი, რომ ოდესღაც თვითონაც იწყებდა და ვიღაცამ ყურადღება მიაქცია. მჯერა, რომ რასაც გასცემ, დაგიბრუნდება და რასაც არ გასცემ, მოგაკლდება. ზემოდან არასდროს არავის არ უნდა უყურებდე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალდებული ხარ, ყველას ხელი გაუწოდო. თუ სამყაროს არ გადაარჩენ, კარგია, ერთ ადამიანს მაინც დაეხმარო. ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი ყველაზე მნიშვნელოვანია.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.