პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა არასოდეს შემიწყვეტია
ჩემი სამუშაო გამოცდილება სტუდენტობიდან იწყება. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ერთ-ერთი კომპანიიდან მოვიდნენ და რამდენიმე სტუდენტი შეგვარჩიეს. სტაჟირება გავიარე და საკმაოდ წარმატებულ პროექტზე დავიწყე მუშაობა. ეს იყო სტარტი. მას შემდეგ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა არ შემიწყვეტია. მიზნად დავისახე, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება შემეძინა და ასეც მოხდა. ახალი შესაძლებლობები ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია.
„კრედო“
ახლა ვმუშაობ მიკროსაფინანასო ორგანიზაცია „კრედოში“. დავიწყე მუშაობა საკმაოდ წარმატებულ კომპანიაში რომელიც მრავალი წელია ლიდერია მიკროსაფინანსო სექტორში. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის რგოლი აქამდე კომპანიაში არ არსებობდა.ძალიან კარგი პროცესია ახალი წამოწყებებზე მუშაობა სადაც, გეძლევა საშუალება ბოლომდე მოახდინო საკუთარი თავის თვითრეალიზაცია.
განტვირთვა - ბავშვებთან ურთიერთობა
აუცილებელია, ვიყოთ გახსნილები და არ შევუშინდეთ ცვლილებებს.
მიყვარს მეგობრები, ბავშვები და მათთან ურთიერთობა. ეს ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა.