მარკეტინგის ხელმძღვანელი, რომლის ბრენდს 440 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

PR კლუბი

11 აპრილი 16:00, 2016 წელი

 „საქართველოში 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ერთ-ერთი უპირობო ლიდერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციაში“, - გვიყვება ჩვენი დღევანდელი სტუმარი, „ბეკოს“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ხატია ტყებუჩავა.


„ბეკო“ ჩემი მეორე სახლი
სკოლის პერიოდში რამოდენიმე წელი თურქეთში ვცხოვრობდი, თურქეთის და თურქული ბრენდების სიყვარული სწორედ აქედან მომყვება, ალბათ ამიტომაც არის „ბეკო“ ჩემთვის ასეთი განსაკუთრებული. უნივერსიტეტი საქართველოში დამთავრე, კერძოდ კი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტი. სტუდენტობის დროს მარკეტინგის განხრით წასვლაზე არ მიფიქრია. უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ ევროპაში ვაპირებდი საცხოვრებლად წასვლას, თუმცა ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, სწორ დროს სწორ ადგილას ხვდები და ცხოვრების გეგმებიც შესაბამისად იცვლება. მარკეტინგი სწორედ ის სფეროა, რომელშიც მინდა, რომ მთელი ცხოვრება ვიმუშავო,  ყოველდღე რაღაცას სწავლობ, ქმნი და შემდეგ შენივე შექმნილით კმაყოფილი ხარ.  


გლობალური ბრენდის ოჯახი
სამსახური შენი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, სხვანაირად არ გამოვა. „ბეკო“ იმდენად ჩემია, რომ ყველა დეტალი მიყვარს, რაც კი მას უკავშირდება. სახლში ან მეგობრებთან ყოფნის დროსაც კი სამსახურზე  ვფიქრობ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი დიდი და გლობალური ბრენდის ოჯახის წევრობა. ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობ. მოგეხსენებათ, ბიზნესი ისეთი სფეროა, სადაც ყველანაირი ტიპის ადამიანს შეხვდებით. აქ მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა. გავიზარდე როგორც პროფესიონალურად, ასევე პიროვნულადაც.


მუდმივად განვითარების პროცესში
მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. ვფიქრობ, ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ, ვიყოთ არა, უბრალოდ, კარგები, არამედ საუკეთესოები. წარმატების მისაღწევად კი ყოველთვის სიახლეების ძიებასა და განვითარების პროცესში უნდა იყოთ. საწყისი ეტაპისთვის განათლება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პრაქტიკასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. თუ ცოდნასაც სწორად გამოიყენებ, აუცილებლად წახვალ წინ. პირადი ცხოვრებისთვისაც მრჩება დრო. პირადი ცხოვრება და სამსახური კი ერთმანეთისგან აუცილებლად გამიჯნული უნდა იყოს. თავისუფალ დროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვატარებ


440 მილიონზე მეტი მომხმარებელი
საქართველოში 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ერთ-ერთი უპირობო ლიდერი სამომხმარებლო ბაზარზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციაში. ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში იყიდება და 440 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მთელი გუნდი ჩართული ვართ მუშაობაში და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ, დაწყებული კონსულტანტებიდან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ მომხმარებლებთან, დამთავრებული საწყობის თანამშრომლით.


აქციები და ფასდაკლებები
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ. გვაქვს მომსახურების სრული პაკეტი, სერვისცენტრი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს - ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, მოვიდეს და შეაკეთოს საკუთარი ტექნიკა, თუმცა ეს თითქმის არ ხდება, რადგან ჩვენი პროდუქცია ხარისხზეა ორიენტირებული. რაც შეეხება სიახლეებს, ამჟამად გვაქვს რამდენიმე საგაზაფხულო აქცია: მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ჩასაშენებელ კომპლექტს შეიძენს, საჩუქრად მიკროტალღურ ღუმელს მიიღებს ან 1059 ლარის ღირებულების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მხოლოდ 399 ლარს გადაიხდის. ასევე, ვატარებთ ინოვაციურ აქციას, რომელიც აქამდე არავის ჰქონია - 30 დღის განმავლობაში თანხის უკან დაბრუნების გარანტიას ვაძლევთ ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და საშრობს შეიძენს. თუმცა იმის გამო, რომ „ბეკოს“ პროდუქცია ძალიან გამძლეა, ამის ალბათობაც არ არის. ამით აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხზე. კონდიციონერებზეც გვაქვს ძალიან კარგი აქცია: მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონი მოდის და შეგიძლიათ, კონდიციონერი დღესვე შეიძინოთ, გადახდა კი სამი თვის შემდეგ დაიწყოთ. დაბოლოს, 40 პროცენტამდე ფასდაკლება ფუნქციონირებს „ბეკოს“ პროდუქციაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?