იცით, რა საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?

რჩევები ავტომოყვარულებს

8 მარტი 22:00, 2016 წელი

მანქანის შეძენის დროს ყურადღებას ვამახვილებთ კომფორტის ელემენტებზე, პროფესიონალები კი გვირჩევენ, პირველ რიგში,  გავარკვიოთ, თუ როგორ ხდება სალონის ვენტელაცია, აქვს თუ არა ავტომობილს საკურსო მდგრადობის სიტემა,  მაბლოკირებელი სისტემა (ე.წ. ABS)... აგრეთვე, რომელ ზეთს და საწვავს მოიხმარს... 

საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი „ლუკოილ ჯორჯიას“ აქვს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ლუკოილის საწვავი  ბულგარეთისა და რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს. აღნიშნული კომპანია 2002 წლის მარტიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.


გოჩა სულთანიშვილი, შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე: 
- ლუკოილისთვის პრიორიტეტების ჩამონათვალში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა გარემოს დაცვა. ლუკოილის საწვავი ევროპის უმკაცრეს ეკოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება, რაც იმითაც დასტურდება, რომ არ შეიცავს ტყვიის დანამატებს და საწვავის შემადგენლობაში გაცილებით ნაკლებია არომატიზებული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა, ვიდრე საქართველოში მოქმედი შესაბამისი მოთხოვნებით არის გათვალისწინებული. 


- ანუ ლუკოილის საწვავი გარემოსთვის უსაფრთხოა?
- ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია. გარწმუნებთ, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო შეუნარჩუნოს. კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ საქართველოს ბაზარს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებით ამარაგებს და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს.

- გარდა გარემოზე ზრუნვისა, რა თვისებები აქვს ლუკოილის საწვავს, რომ მანქანაც კარგ ფორმაში შევინარჩუნოთ?
- ლუკოილის საწვავს აქვს დანამატი Ecto, რომლის უმაღლესი ხარისხი დადასტურებულია დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი საერთაშორისო ცენტრის „Tickford Power Train Test Ltd“-ს მიერ. ამ დანამატს ვიყენებთ სუპერზე, პრემიუმ ავანგარდსა და ახლა უკვე, ევროდიზელზეც.

Ecto-ს უამრავი დადებითი მახასიათებელი აქვს. კერძოდ კი: 
1. საწვავით მომარაგების სისტემის ლითონის ზედაპირს ფარავს დამცავი გარსით და ამით ხელს უშლის კოროზიას.
2. Ecto-ს გამოყენების შედეგად ძრავში წარმოქმნილი ნადების მოცულობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებისას წარმოშვება.
3. Ecto ამცირებს ნადების ფორმირებას სარქველებში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტს და ხელს უწყობს საწვავის სრულ წვას.
4. Ecto გამოდევნის საწვავიდან სინესტეს და ხელს უწყობს ძრავის ტექნიკური მახასიათებლების დაცვასა და ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას.
5. Ecto მნიშვნელოვნად ამცირებს ძრავის ცილინდრებში მექანიკურ ხახუნს.

- გარდა საწვავისა, „ლუკოილ ჯორჯია“ ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს...
- დიახ და ეს ზეთები საკმაოდ პოპულარულია როგორც საცალო, ასევე, კორპორაციულ ბაზარზე. ლუკოილის ზეთები დაშვებულია მსოფლიოში წამყვანი ავტომწარმოებლების მიერ და ის აკმაყოფილებს ავტომწარმოებლების ყველა უახლეს სტანდარტს. ლუკოილის ზეთების მაღალ ხარისხს ისეთი ცნობილი კომპანიებიც ადასტურებენ, როგორებიცაა Mersedes-Benz, Porsche, BMW და Volkswagen.
Lukoil Genesis - ეს არის ახალი თაობის სინთეტიკური ზეთი, გაძლიერებული დამცავი თვისებებით, რომელიც გათვლილია წელიწადის ნებისმიერ სეზონზე და ორიენტირებულია თანამედროვე, მაღალი ხარისხის ძრავის მქონე ავტომობილებზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?