როგორ გადავურჩეთ პატრულის 200-ლარიან ჯარიმას?

რჩევები ავტომოყვარულებს

22 მარტი 22:00, 2016 წელი

თბილისში 1 საპარკინგო ადგილზე 12 ავტომობილი მოდის,  დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის კი მძღოლი 200 ლარით ჯარიმდება, მიუხედავად იმისა, რომელ ხაზში და რა დროით ჩერდება. მძღოლთა უკმაყოფილება ჯარიმის ოდენობამ გამოიწვია, სპეციალისტები კი კანონში ხარვეზებზე მიუთითებენ...


თემაზე ვესაუბრებით საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს...


- ბატონო დავით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის კანონის აღსრულებას მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა...
- ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან კანონი ბოლომდე მოწესრიგებულის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. მაგალითად, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ნებას რთავს მძღოლს, მოახდინოს ავტომობილის დაუყოვნებელი შეჩერება ნებისმიერ ადგილზე, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობს, შეჩერების ხანგრძლივობა კი შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ მძღოლი გამოკეთდება ან სასწრაფო დახმარება მოვა. ამ შემთხვევაში იქმნება ძალიან საკამათო სიტუაცია - მძღოლი შეიძლება დააჯარიმონ, არადა მას გაჩერების უფლება ჰქონდა. თუმცა, აქ არ ვგულისხმობ ყველასთვის ნაცნობ თბილისურ წესს, როცა მძღოლი მაშუქს (ავარიულებს) რთავს  და სადაც უნდა, იქ აჩერებს, ან როდესაც 2 მძღოლი ერთმანეთს, უბრალოდ, შუა გზაში ესაუბრება.


- მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ 200-ლარიანი ჯარიმა მოულოდნელად ამოქმედდა...
- წინასწარ გაფრთხილება საჭირო არ იყო, რადგან ეს კანონში ისედაც ეწერა, თუმცა ნამდვილად უცნაურია - თუ ეწერა, რატომ აქამდე არ ამოქმედდა და მისი ამოქმედება ასე მოულოდნელად რატომ გახდა საჭირო? საპატრულო პოლიციის  საქციელი ზოგჯერ კამპანიის ხასიათს ატარებს. თუკი ადრეც იყო ეს წესი, ადრევე აემოქმედებინათ. იგივე სიტუაცია იყო 2012 წელს, მოტოციკლეტების შემთხვევაში, როცა მოტომფლობელებს ერთდროულად დაერივნენ და ჩამოართვეს მოტოციკლეტები, დააჯარიმეს და ა.შ. წესების დაცვა და კანონის აღსრულება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს და აქციის ან კამპანიის სახე არ უნდა  ჰქონდეს.

- არასწორად პარკირების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა კვლავ 10 ლარია?
- დიახ, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარია, თუმცა თუკი პატრულის თანამშრომელს მიაჩნია, რომ მძღოლი აფერხებს მოძრაობას ან ავტომობილს მეორე ხაზში გააჩერებს, ის მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებს.  არის შემთხვევები, როდესაც ამის დამტკიცება პატრულის თანამშრომელს გაუჭირდება და, უნდა ითქვას, რომ მსგავსი შემთხვევისას დაჯარიმება/არდაჯარიმება პატრულის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც მე ასევე არ მომწონს. კანონი დასახვეწია. ამასთანავე, თბილისში, პარკირებისთვის, დაახლოებით, 12 ათასი ადგილია გამოყოფილი და ავტომობილების რაოდენობა  400 ათასს აჭარბებს. ანუ, ერთ საპარკინგო ადგილზე თორმეტი ავტომობილი მოდის.  ამას ემატება პარკინგისთვის მიტაცებული ადგილები, როდესაც რომელიმე ობიექტის ხელმძღვანელს პარკირებისთვის შემოღობილი აქვს კონკრეტული ტერიტორია, ან სამარშრუტო ტაქსების გაჩერებებია გაკეთებული. ასეთ ფონზე, ვფიქრობ, ჯერ პარკირების პრობლემა უნდა მოწესრიგდეს და შემდეგ გამკაცრდეს ჯარიმები. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი კამპანიური ხასიათის დაჯარიმებას არ ვამართლებ. კანონში აშკარად არის ხარვეზები. კანონში არსებული მსგავსი მკვდარი, მიძინებული პუნქტების გაღვიძება შეიძლება, ნებისმიერ დროს  მოხდეს. ამ შემთხვევაში პატრული სუბიექტურია, რადგან მის ნებაზეა დამოკიდებული ჯარიმის გამოწერა. ასეთი მიზეზების გამო მე დადებითად ვერ შევაფასებ ამ მოვლენას.


-  ხშირად, საპატრულო ავტომობილიც ჩერდება მეორე ზოლში...
- დიახ და მსგავსი ვიდეოები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. პატრული ცალსახად უნდა იძლეოდეს მაგალითს, მით უმეტეს, თუკი იმ მომენტში ოპერატიულ საქმიანობას არ ასრულებს. სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არღვევენ მოძრაობის წესებს. პრობლემა მოსაგვარებელია უფრო სიღრმისეულად. თუკი პარკირების ადგილი თავისუფალია და მძღოლმა მაინც დარღვევით გააჩერა ავტომობილი, მის მიმართ კანონი მკაცრი უნდა იყოს - ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, თუკი შენი ქალაქის მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს დედაქალაქს ელემენტარული საპარკინგო ადგილებით, ადმინისტრაციული სანქციები გაცილებით რბილი უნდა იყოს.


- მოცემული კანონი მხოლოდ თბილისში ამოქმედდა თუ რეგიონებშიც?
- ეს კანონი ეხება მთლიანად საქართველოს. თბილისი არ არის გამონაკლისი.


- შესაძლებელია თუ არა 200-ლარიანი ჯარიმის ნაწილ-ნაწილ გადახდა?
- მძღოლმა ჯარიმა ერთიანად უნდა გადაიხადოს, როგორც ყველა სხვა ჯარიმა, ერთი თვის ვადაში.

- შეამცირა ქალაქში საცობები 200-ლარიანი ჯარიმის ამოქმედებამ?

- მძღოლებში გარკვეული შიში გააჩინა, მაგრამ აღნიშნული პრობლემა სიღრმისეულია და ის არ უკავშირდება მხოლოდ არასწორად პარკირებას. საცობი, თავისი არსით, კომპლექსური პრობლემაა, სადაც ბევრი საკითხი ერთიანდება.


- მსგავსი დარღვევისთვის (არასწორად გაჩერება/დგომა) რა სანქციები მოქმედებს უცხოეთში?
- ყველა ქვეყანას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სანქციები ძალიან მკაცრია, ვინაიდან იქ მძღოლის მიერ წესების დარღვევა სასიცოცხლო რისკებთან ასოცირდება. მაგალითად, ბელგიაში მძღოლი ქვეითად მოსიარულეს ზებრაზე გზას თუ არ დაუთმობს, 5 ათას ევრომდე ჯარიმდება. ბევრ ევროპულ ქვეყანას წესების დარღვევასთან ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ვერ ვიტყვით, რომ, ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებული სიმკაცრეა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?