არა ჯარიმის შიშით, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის!

რჩევები ავტომოყვარულებს

5 აპრილი 22:00, 2016 წელი

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით, 38%-ითაა გაზრდილი. წელიწადში, ავტოსაგზაო შემთხვევებში, გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება (მხოლოდ 2015 წელს 600-ზე მეტი გარდაცვლილი), ვიდრე ყველა სტიქიის დროს ბოლო 20 წლის განმავლობაში...


ეს საგანგაშო სტატისტიკა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილს მოჰყავს, რომელიც დღეს ამ შემთხვევების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზეც საუბრობს.

- ბატონო დავით, საქართველოში, ძირითადად, რა არის ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი?
- ჩვენი მთავარი პრობლემაა სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამი მძღოლი და გასწრების დროს უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა საპირისპირო მიმართულებით. რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა,  ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილიც გახდეს.

- თქვენ მიერ ჩამოთვლილი დარღვევებისთვის საკმაოდ გამკაცრებულია სანქციები და ჯარიმები, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი მაინც იზრდება...
- შეიძლება, ჯარიმა მკაცრი იყოს, მაგრამ საპატრულო პოლიციის ადმინისტრირება არ არის საკმარისი. საპატრულო პოლიცია ყველა დარღვევის მიმართ თანაბრად უნდა იყოს დაბალანსებული. პოლიცია არ უნდა მოქმედებდეს აქციის სახით. მკაცრი ადმინისტრირებით თავიდან ავიცილებთ ავტოსაგზაო შემთხვევების დიდ ნაწილს. კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი, რაც უნდა ითქვას -  აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს აქვს სოციალური სარეკლამო პოლიტიკა უსაფრთხოების მიმართულებით. ყველამ იცის, რომ საჭესთან მთვრალი პირი პოტენციური მკვლელია და ყველა განვითარებული ქვეყანა მუდმივად უშვებს სარეკლამო კამპანიას სატელევიზიო ეთერში. ამის გააზრება რეალურად გვჭირდება, რათა არ გავიუბედუროთ თავი და არ გავაუბედუროთ სხვაც. ხშირად საჭის მართვისას მესიჯობენ, ამ დროს ის 5 თუ 6 წამი შესაძლოა, სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყოს. ჩვენ არ გვაქვს პრევენციის პოლიტიკა. სახელმწიფო პრევენციაში ფულს უნდა ხარჯავდეს.

- რაც შეეხებათ ქვეითად მოსიარულეებს, რომლებიც მძღოლებზე არცთუ იშვიათად არღვევენ მოძრაობის წესებს - მაგალითად, გზაზე გადასვლისას?
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა პროექტი, რომელსაც მე მხარს ვუჭერ - თუკი ქვეითად მოსიარულე არღვევს მოძრაობის წესს, დაჯარიმდება 20 ლარით, ხოლო თუკი ავტომობილის მძღოლი ზებრაზე არ უთმობს ქვეითად მოსიარულეს - 40 ლარით, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჯარიმის თანხა მცირეა.


- როგორ შეიძლება ზებრაზე დარღვევის გაკონტროლება?
- მძღოლების მხრიდან ამგვარი დარღვევა შეიძლება, გაკონტროლდეს ვიდეოთვალით, ასევე - უკონტაქტო პატრულირებით, მაგრამ ქვეითად მოსიარულეების შემთხვევაში გაცილებით დიდი პრობლემებია - მოუწესრიგებელია მიწისქვეშა გადასასვლელები, მთელ ქალაქში ზებრები პრაქტიკულად, წაშლილია, რადგან უხარისხო საღებავით იხაზება... შედეგად კი მივიღეთ ის, რომ 2015 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, 200-მდე ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა. ეს კატასტროფული მაჩვენებელია!


- თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელი მოწესრიგებულია, მაგრამ ქვეითად მოსიარულე მაინც გზაზე გადარბის...
- ეგ უკვე უკულტურობაა და, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობაა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი განზრახ არღვევს მოძრაობის წესს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ჯარიმა გაცილებით დიდი უნდა იყოს. ქვეითად მოსიარულესა და მძღოლს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა გამომუშავდეს.


- ამ მხრივ, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?
- რა თქმა უნდა... მეზობელ ქვეყნებზე თუ ვიტყვით, მოუწესრიგებელი სიტუაცია იყო სომხეთში და ჯარიმების გამკაცრებით შემცირდა სიკვდილიანობაც, ტრავმებიც და მოწესრიგდა საგზაო მოძრაობა. ჩვენი სომეხი კოლეგები აღნიშნავენ, რომ, როგორც კი ტროტუართან მოახლოებულ ქვეითად მოსიარულეს შენიშნავენ, აუცილებლად უთმობენ გზას. სანქციები საჭირო და აუცილებელია. ჩვენ კანონებს შიშით ვემორჩილებით, არადა სასურველია, ამას შეგნებით ვაკეთებდეთ. მაგალითად, ნორვეგიაში სულ რომ ამოიღონ კანონიდან მუხლი, რომელიც ღვედის გარეშე სიარულისთვის მძღოლის დაჯარიმებას ითვალისწინებს, მაინც არავინ მოიხსნის ღვედს. მას იქაური მოქალაქე არა ჯარიმის შიშით, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის იკეთებს. ჩვენ, სამწუხაროდ, იმ დონემდეც ვერ მივედით, რომ ქვეითად მოსიარულეს ბავშვი მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე არ გადაჰყავდეს.

- რა რჩევას მისცემთ მძღოლებს?
- რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როგორც მძღოლს, ეს არის კატასტროფული უპატივცემულობა ერთმანეთის მიმართ. ხშირად, დგახარ პატიოსნად შენს რიგში, ელოდები, როდის გახვალ და ამ დროს, ვიღაც წინ თავხედურად ჩაგიყენებს მანქანას. ჩემი თხოვნა იქნება, ხალხო, ნუ გვეზიზღება ერთმანეთი ასე ძალიან და ვისწავლოთ ელემენტარული პატივისცემა. სუფრასთან ერთმანეთს ვადღეგრძელებთ, სიყვარულს ვუხსნით, ქუჩაში კი ელემენტარულ სიტუაციაში ვაგინებთ და მზად ვართ, ფიზიკურადაც შევეხოთ. ამოუხსნელი და სრულიად გაუგებარი რაღაც გვჭირს! მძღოლისთვის არსებობს როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი კანონებიც. გამოვიჩინოთ უფრო მეტი მოთმინება. არ არის საჭირო გაბმული სიგნალი ყურადღების მისაქცევად. დღეს დედაქალაქში გადაადგილება სტრესთან არის დაკავშირებული. მე სწავლებას ვერავის დავუწყებ, მაგრამ კარგი იქნება, რომ ყველამ დავიცვათ საგზაო წესები, შევინარჩუნოთ მეტი სიმშვიდე და გვქონდეს ერთმანეთის პატივისცემა!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?