შემცირდება თუ არა ქალაქში ტაქსები?!

რჩევები ავტომოყვარულებს

19 აპრილი 22:00, 2016 წელი

თბილისის მერია ტაქსების მომსახურების სფეროს რეგულირებაზე მუშაობას იწყებს. ძირითადი პრინციპი უსაფრთხოებაა. სამუშაო ჯგუფში ჩართულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, რომლის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი დღეს ამ საკითხზე დაწვრილებით გვესაუბრება.


- ბატონო დავით,
რამდენად პირველხარისხოვანია დღეს ტაქსების მომსახურების სფეროს რეგულირება?
- მე ასე ვიტყოდი: დედაქალაქში დღეს მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა გადასაჭრელი. ამ პრობლემების სიმწვავეზე, აქტუალობასა და თანმიმდევრობაზე, თუ რომელი დგას დღეს პირველ ადგილზე, შეიძლება, ვიდავოთ, მაგრამ მიუხედავად ასეთი განხილვისა, ყველა ვთანხმდებით, რომ ტაქსების სექტორში გარკვეული ცვლილებები მართლაც გასატარებელია.


- რა მიმართულებით წარიმართება მუშაობა?
- მუშაობა მიდის რამდენიმე მიმართულებით: 1. ტაქსი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და არ წარმოადგენდეს საფრთხეს;  2. სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყოს მოწესრიგებული; 3. დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ტაქსის მძღოლს აქვს კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან  მეორე ადგილამდე მიგვიყვანოს; 4. მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს შემოწმებული. ეს არის ძირითადი მონახაზი.


- ტაქსებს განსაკუთრებული ტექნიკური დათვალერების გავლა მოუწევთ?
- რა თქმა უნდა, არა. ტექნიკური დათვალიერება სჭირდება არა მხოლოდ ტაქსის, არამედ ნებისმიერ  ავტომობილს. ამიტომ, თბილისის მერიისთვის ჩვენი რეკომენდაცია ასეთია: ტაქსებმა ტექნიკური დათვალიერება დაიწყონ მაშინ, როდესაც დაიწყებს ყველა, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ეს უნდა მოექცეს ერთიან სისტემაში. დამატებით საუბარია იმაზეც, რომ ავტომობილებმა, რომლებშიც დამონტაჟებულია გაზის სისტემა, კიდევ ცალკე უნდა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება - ჩვენ ამ საკითხს არ ვეთანხმებით. მძღოლებს კომფორტი უნდა შევუქმნათ, რათა მათ შეეძლოთ ერთ ადგილზე მისვლა და ყველაფრის ერთიანად შემოწმება.


- როგორ უნდა შემოწმდეს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მძღოლმა უნდა მოიტანოს გარკვეული დოკუმენტაცია: ჯანმრთელობის ცნობა, ცნობა ნარკოლოგიურიდან (ცნობები არ უნდა იყოს ყალბი და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან დარეგულირდეს) და ცნობა ნასამართლობის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვითხოვთ, რომ, როდესაც მსუბუქი სახის  ნასამართლობაა და ადამიანი სრულიად ინანიებს უნებლიეთ ჩადენილ შეცდომას, მას უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი ინტეგრაცია, მაგრამ, თუკი ადამიანი გაუპატიურების ან გატაცების მუხლით არის ნასამართლევი, მას კატეგორიულად უნდა აეკრძალოს მგზავრის გადაყვანა. 



- აღნიშნული ცნობების შესაგროვებლად თანხა იქნება საჭირო. ეს კი აშკარად გამოიწვევს უკმაყოფილებას...
- ამგვარ რეფორმებს რისკები ყოველთვის ახლავს. სავარაუდო გათვლებით, საჭირო დოკუმენტაციის შესაგროვებლად, შესაძლოა, მძღოლს 200 ლარამდე დაეხარჯოს. საუბარია, ასევე, ტაქსის სანომრე ნიშნებზე და მისი საფასური (80 ლარი) ამ 200 ლარში  შედის. ახალი რეგულაციების თანახმად, იმ ავტომობილებს, რომლებიც ტაქსიზე მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ნომრები. ჩვენი მოქალაქეების ნაწილისთვის ტაქსი მეორე სამსახურია. სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, საღამოს საათებში იწყებენ ტაქსიზე მუშაობას. ამ შემთხვევაში კი ტაქსიზე მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ სპეციალური ტაქსის სანიშნე ნომრების მქონე ავტომობილებს. მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით ნაადრევად მიმაჩნია, რადგან ამ ეტაპზე ეს არაფერს ცვლის უსაფრთხოების მხრივ. ტაქსის სანომრე ნიშნების შემოღება იმით აიხსნება, რომ მომავალში, სავარაუდოდ, უნდა გამოიყოს ადგილები, სადაც ტაქსის სანომრე ნიშნიანი ავტომობილები გაჩერდებიან.


- ტექნიკურად გამართული ავტომობილისა და ჯანმრთელობის შემოწმების გარდა, კიდევ რა მოეთხოვება მძღოლს, რათა ტაქსიზე მუშაობა შეძლოს?
- მესამე ეტაპი გულისხმობს უკვე მაღალი დონის მოთხოვნებს, რომ მძღოლი უნდა ფლობდეს უცხო ენას, რაზეც ჩვენ ვეწინააღმდეგებით მერიას. თუმცა, მერიამ ბევრ რამეში გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების და, მათ შორის, ჩვენი პოზიცია, რომ არ შეიძლება ასეთი დიდი რეფორმის გატარება კვლევის გარეშე. უნდა გავიგოთ, რის შეცვლას ისურვებდა თავად მძღოლი. ასევე, აუცილებლად უნდა დავეკითხოთ მგზავრებს, როგორი ტაქსით ისურვებდნენ მგზავრობას. პრობლემას სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ამას ძალიან სერიოზული კვლევის ჩატარება სჭირდება. სწორედ კვლევამ უნდა გვაჩვენოს, რა უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, აუცილებლად მოხერხდება, რომ მგზავრის მოთხოვნა და მძღოლის შესაძლებლობა, ეტაპობრივად, ერთმანეთს დავამთხვიოთ. თუკი მძღოლებს სწორად ავუხსნით, რომ მგზავრების მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში უფრო მეტი კლიენტი ეყოლებათ, არ მგონია, რეგულაციებმა კონფლიქტი გამოიწვიოს.


- ტაქსის მძღოლებისთვის დაწესდება თუ არა გადასახადი?
- პირველ ეტაპზე ამის წინააღმდეგები ვართ, რადგან საგადასახადო რეგულაციების დაწესება უპირობოდ გააძვირებს მგზავრობას, მინიმუმ 30%-ით და მოქალაქეების იმ კატეგორიას, ვინც ტაქსით სარგებლობს, მოუწევს ალტერნატიული საშუალების მოძებნა, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ მერიასთან შევთანხმდით და უახლოესი 2 წლის განმავლობაში ამ თემის განხილვა დღის წესრიგში არ დადგება.

- რამდენი ტაქსია ამ დროისთვის დედაქალაქში?
- ეს ზუსტად არ არის დათვლილი, თუმცა ვარაუდით - დაახლოებით, 40 ათასი. აქ არ იგულისხმება მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული ავტომობილები. ტაქსები იყოფა სამ კატეგორიად: თვითდასაქმებულები; კერძო კომპანიებში გაერთიანებულები, რომლებიც რაციით სარგებლობენ (ესეც თვითდასაქმების ფორმაა) და რომელიმე კომპანიის ბრენდირებული ტაქსები. ახალ რეგულაციებს ყველაზე ადვილად ბრენდირებული ტაქსები გადალახავენ, რომლებიც ამ საკითხში წესრიგის დამყარებას მიესალმებიან. ჩვენ უნდა ვეცადოთ ბალანსის დაცვა. როცა დადგა საკითხი, კონკრეტულად განსაზღვრულიყო, რამდენი ტაქსი უნდა დაუშვან დედაქალაქში, ჩვენ ესეც კატეგორიულად უარვყავით. როცა მძღოლი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, მას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება და არ უნდა შეიზღუდოს ლიცენზიის განსაზღვრული რაოდენობის გამო. ამის დაწესება არ იქნება სწორი, რადგან უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი.
ასე რომ, ეს საკითხიც დღესდღეობით არ დგას დღის წესრიგში.


- როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციები?
- პირველ ეტაპზე იგეგმება რეგისტრაცია, რისთვისაც ტაქსის მძღოლებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი ტაქსი გადაადგილდება დედაქალაქში. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. ალბათ, წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?