როგორ შევარჩიოთ ავტომობილის საბურავი?- გვირჩევენ პროფესიონალები

რჩევები ავტომოყვარულებს

7 ივნისი 22:00, 2016 წელი

საბურავების შესახებ საყურადღებო რჩევებს გვაძლევს „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი...


-
ბატონო ლაშა, პირველ რიგში, როგორ უნდა შევარჩიოთ საბურავი?


არსებობს სხვადასხვა ტიპის და დანიშნულები საბურავი, მაგალითად: სტანდარტული საბურავები - ჩვეულებრივი სვლისთის;
სპორტული საბურავები - განკუთვნილი სისწრაფისთვის; 
კომფორტ კლასის საბურავები;    
საწვიმარპროტექტორიანი საბურავები...


ნებისმიერ ავტომობილს ძარაზე მითითებული აქვს როგორც ქარხნული ასევე, ალტერნატიული საბურავის ზომა. უმთავრესი, რა თქმა უნდა, ზომაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. როდესაც გარემოს ტემპერატურა დასტაბილურდება, +7 გრადუს ზემოთ  უნდა დავაყენოთ ზაფხულის საბურავი, ხოლო თუკი გარემოს ტემპერატურა +7 გრადუსზე დაბალია, უკვე ზამთრის საბურავებია საჭირო. თუკი ზამთრის საბურავს ზაფხულში მოვიხმართ, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით - უსაფრთხოების თვალსაზრისით, დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე მანძილი  20-დან 25%-მდე იზრდება. ვინაიდან, ზამთრის საბურავის რეზინი რბილია, შორ მანძილზე, ავტომობილის გადაადგილების დროს, შესაძლოა, საბურავი გასკდეს.

ასევე,  აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება: 
საბურავის გამოშვების თარიღს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელიწადს; 
საბურავზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის ინდექსს; 
საბურავის მაქსიმალური დატვირთვის კოეფიციენტს და მის შესაბამის მაქსიმალურ წნევას.


- საშუალოდ, რამდენია საბურავის გარბენი?
- საბურავის გარბენზე სრული გარანტია არ არსებობს, თუნდაც საბურავი პრემიუმ ხარისხის რომ იყოს, რადგან თავად მწარმოებელიც არ იძლევა ამის გარანტიას. საბურავის მუშაობის რესურსი დამოკიდებულია მძღოლის მართვის მანევრზე. ძირითადად, საბურავებს აზიანებს ძლიერი დამუხრუჭება, ექსტრემალური სიტუაციები, ავტომობილის სწრაფი სიჩქარით მართვა, დაბუქსავება. რა თქმა უნდა, საბურავის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუკი მძღოლი სეზონურად ცვლის საბურავს და ასევე, მათი  გადაყენებითაც სარგებლობს (როდესაც წინა საბურავებს უკან გადავაყენებთ და პირიქით), რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, საბურავის რესურსს ზრდის. პერიოდულად საბურავების გადანაცვლება სასურველიც არის. ეს ერთგვარი კარგი ტექნოლოგიური  ხრიკია.


- რას გვეტყვით მეორად საბურავებზე?
- მეორადი საბურავის ყიდვის შემთხვევაში ფინანსური კუთხით კალკულაციას თუ გავაკეთებთ, მძღოლს უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ახალი საბურავის შეძენის დროს. მეორადი საბურავის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები მეტწილად დარღვეულია. ასევე, გაურკვეველია, რა პირობებში ინახებოდა ეს საბურავები, რადგან არასწორ პირობებში შენახვისას საბურავის რეზინი იშაშხება, კარგავს თვისებებს, ირღვევა საბურავის სტრუქტურა, რის შედეგადაც ავტომობილი ცუდად მანევრირებს, მისი სამუხრუჭე მანძილი იზრდება და ასევე მაღალ ტემპერატურაზე საბურავში წნევის მატებისას ის შეიძლება გასკდეს, ამიტომ ასეთი საბურავის გამოყენება ძალიან სახიფათოა. მეორადი საბურავის შეძენის დროს მძღოლები საბურავის ნახატის (პროტექტორის) ნიშნულზე არ ამახვილებენ ყურადღებას და ტყუვდებიან. პროტექტორის ნიშნული, მინიმუმ, 1,6 მილიმეტრი უნდა იყოს. ამ ნიშნულზე ქვემოთ საბურავის დაყენება არ შეიძლება. როგორც კი ამ მაჩვენებელს ჩამოსცდება, საბურავი აუცილებლად შესაცვლელია. პროტექტორის ნიშნულის დადგენა ხდება სპეციალური საზომით.


- ავტომობილებზე სხვადასხვა ზომის საბურავების დაყენების პრაქტიკაზე რას იტყვით?
- სხვადასხვა ზომის საბურავების დაყენება ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაუშვებელია. მან შეიძლება 4X4 ტიპის ავტომობილებს დაუზიანოს ხიდი, გადაცემათა კოლოფი და სავალი ნაწილი. გამოუვალი შემთხვევების დროს, როდესაც საბურავი მოულოდნელად გასკდება ან დაეშვება,  შესაძლოა, ვისარგებლოთ სხვა ზომის საბურავებით უახლოეს სერვისამდე მისასვლელად.

- რა პირობებში უნდა შევინახოთ საბურავები?
- საბურავი უნდა შევინახოთ დაცულ ადგილას, სადაც მათზე მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ იმოქმედებს: მზე, წვიმა, ყინვა და ა.შ. - ანუ, ის, რაც რეზინს შაშხავს და აზიანებს.
სხვათა შორის, „თეგეტა მოტორსში“ გვაქვს ძალიან კომფორტული სერვისი მათთვის, ვინც ჩვენთან შეიძენს საბურავს - საბურავების სეზონურად შეცვლის დროს, თუკი ძღოლს არ აქვს შესაფერისი ადგილი მათ შესანახად, შეგვიძლია, ჩვენს საწყობში შევუნახოთ საბურავები და როდესაც დასჭირდება, მაშინ წაიღოს. თუკი მძღოლს საბურავი თან მიაქვს, ჩვენ მას სპეციალურ პარკებში ვფუთავთ, რათა ავტომობილის საბარგული არ დაისვაროს.
„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს შეუძლია, საბურავის შეძენა პრემიუმ სეგმენტიდან დაწყებული ბიუჯეტურ სეგმენტამდე. ჩვენი სტრატეგიული ბრენდებია იაპონური საბურავების მწარმოებელი„Bridgestone“, ასევე, ევროპული საბურავები „Michelin“, „Continental“.  გვაქვს კორეული საბურავებიც „Hankook“. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის თურქული საბურავები, როგორიცაა „Starmaxx”.  ასევე, გვაქვს ბიუჯეტური სეგმენტის საბურავებიც. წელს შემოვიტანეთ „Michelin“-ის შვილობილი კომპანიის საშუალო სეგმენტში არსებული ევროპული საბურავი „Riken“, რომლის ფასი მისაღებია და წელს ერთ-ერთი სტრატეგიული ბრენდი გახდა გაყიდვებში.
„თეგეტა მოტორსში“ საბურავების ფასი იწყება 49  ლარიდან და შეძენის შემთხვევში მოხსნა-დაყენება და ბალანსირება უფასოა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?