თუ გსურთ, თქვენი ავტომობილი მარტივად დაიქოქოს...

რჩევები ავტომოყვარულებს

12 ივლისი 22:00, 2016 წელი

აკუმულატორის შერჩევა, დამუხტვა და ექსპლუატაცია - რას გვირჩევენ პროფესიონალები?! 


დღეს ამ თემაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

- ბატონო ლაშა, როგორ მივხვდეთ, რომ ავტომობილში აკუმულატორია შესაცვლელი?
- აკუმულატორის შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუკი:
ა) თქვენი ავტომობილი აბსოლუტურად მწყობრშია, დარწმუნებული ხართ, რომ დენს „არ იპარავს“, მაგრამ მაინც არ იქოქება. 
ბ) ცდილობთ ავტომობილის დაქოქვას, მაგრამ ინსტრუმენტების პანელზე ინდიკატორი გიჩვენებთ, რომ აკუმულატორს დამუხტვა უჭირს ან სრულიად დამჯდარია, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ბოლომდე იყო დატენილი.  
გ) აკუმულატორი ტექნიკურად დაზიანდა - მაგალითად, გაიბზარა, სითხე ჟონავს... 


- რას ურჩევთ მძღოლებს აკუმულატორის შეძენამდე?
- იმისთვის, რომ თქვენი ავტომობილისთვის აკუმულატორი სწორად შეარჩიოთ: 


1. აუჩქარებლად შეისწავლეთ ბაზარზე წარმოდგენილი აკუმულატორები;
2. აკუმულატორის შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ავტომობილის ელექტრომახასიათებლები (ძრავის ტიპი და მოცულობა, კონდიციონერი და ა.შ.);
3. ყურადღებით გაეცანით, როგორი აკუმულატორია უშუალოდ თქვენი ავტომობილისთვის განკუთვნილი (მისი პოვნა მანქანის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია შესაძლებელი);
4. შეარჩიეთ მოწყობილობის ზუსტი მოცულობა (ახალი აკუმულატორის ზომა ძველთან შედარებით, იგივე უნდა იყოს. დასაშვებია მხოლოდ 5%-იანი სხვაობა მეტ-ნაკლებობაში).
5. ჩამოყალიბდით, რა თანხა გაქვთ განსაზღვრული აკუმულატორის შესაძენად და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელი კლასის აკუმულატორს შეიძენთ (სტანდარტი, პრემიუმი და ა.შ.);
6. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მისი მონტაჟი. აკუმულატორი აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული სამაგრით, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ვიბრაცია, რომელიც აკუმულატორში სეპარატორების დაზიანებას და მოკლე ჩართვას იწვევს.
7. აკუმულატორის ტერმინალები უნდა იყოს სუფთა, ხოლო სადენების დამჭერები ზომიერად მოჭერილი და სასურველია - გაპოხილი.


 


- ახლა კი მოვლის სპეციფიკაც გაგვაცანით...
- იმისთვის, რომ ახალი აკუმულატორი მაქსიმალურად დიდხანს გემსახუროთ, ყოველთვის გააკონტროლეთ მისი დამუხტვის დონე. თუკი ხშირად და შორ მანძილზე მგზავრობთ, ამ შემთხვევაში ის შემოწმებას არ მოითხოვს, ხოლო, თუკი გარკვეული პერიოდით გიწევთ ავტომობილის გაჩერება და, მით უმეტეს, დენის ძირითადი კაბელების გამოერთების გარეშე, ამ შემთხვევაში აკუმულატორის დამუხტვის შემოწმება აუცილებელია თუნდაც თვეში ერთხელ. შეეცადეთ, აკუმულატორი არასდროს განმუხტოთ სრულად და ბოლომდე, რადგან ეს ფაქტიც მისი მუშაობის ეფექტურობაზე ნეგატიურად აისახება.


- როგორ დავტენოთ აკუმულატორი?
- ყველა ტიპის აკუმულატორი განმუხტვის შემთხვევაში მოითხოვს შესაბამის ამპერაჟზე დატენას, რადგან მისი არასრული ან არასწორი ამპერაჟით დატენა ამცირებს აკუმულატორის მუშაობის რესურსს. ასევე, დატენისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის შიგნით წარმოიქმნება ჟანგბადისა და წყალბადის  ნაერთი - ფეთქებადი გაზი. ყველა აკუმულატორს აქვს ამ გაზის სადინარი, მილის სახით, ან თავსახური, რომელიც დატენის დროს უნდა მოიხსნას. თუ გაზის სადინარები დალუქულია ან გაჭედილია, ფეთქებადი გაზი აკუმულატორის შიგნით გროვდება და ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია, რომ აკუმულატორი აფეთქდეს.
თუკი აკუმულატორს მთელი ღამის განმავლობაში სატენზე დატოვებთ იმ მიზნით, რომ დილას ავტომობილი დაიქოქოს, ამ დროს ავტომობილზე აკუმულატორის სადენების დაერთებამ შეიძლება ნაპერწკალი წარმოქმნას და აკუმულატორის აფეთქება გამოიწვიოს.
ზოგადად, აკუმულატორის დასატენად, მძღოლებმა, უმჯობესია, სპეციალურ სერვისცენტრებს მიმართონ, მაგრამ, თუკი მძღოლი გამოუვალ სიტუაციაშია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეუძლია, თავად დატენოს აკუმულატორი.  


- თავად თუ გაქვთ გამორჩეული რომელიმე ბრენდი?
- აკუმულატორების ინდუსტრიის ლიდერი ბრენდია ვარტა. VARTA SILVER ექსკლუზიურად იწარმოება გერმანიაში, გააჩნია ტყვია-კალციუმის მაღალი შემადგენლობა, რის შედეგადაც მას აქვს უნარი, გამოიმუშაოს მაღალი სასტარტო დენი.
მათთვის კი, ვისაც უყვარს ავტომობილის მართვა ექსტრემალურ პირობებში, მაგ., ოფროუდზე, როდესაც ავტომობილზე გამოიყენებენ დამატებით გაძლიერებულ განათებას, ასევე, ჯალამბარს, საუკეთესო არჩევანია „ოპტიმას“ აკუმულატორი, რომელსაც გააჩნია უნიკალური მახასიათებლები. „ოპტიმას“ აკუმულატორებს განსხვავებული შიდა სტრუქტურა აქვთ. სხვა აკუმულატორებისგან განსხვავებით, სადაც ტყვიის ფირფიტები განლაგებულია პარალელურად, „ოპტიმას“ აკუმულატორში ტყვიის ფირფიტები მოთავსებულია სპირალისებურ მინა-ბოჭკოვან ჭილობში, რომელიც იცავს ფირფიტებს კოროზიისგან და ჩაშლისგან. ამ კონსტრუქციის ხარჯზე ფირფიტების ზედაპირის ფართობი გაზრდილია 40%-ით. „ოპტიმას“ აკუმულატორს შეუძლია, 1000-ჯერ განმუხტვის შემთხვევაშიც კი დაქოქოს ავტომობილი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს მუშაობის მაღალი რესურსი: 10-15 წელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?