გიცდიათ სუროს ფოთლებით სარეცხის რეცხვა?

რჩევები დიასახლისებს

31 ივლისი 12:00, 2017 წელი

მართალია, ამ მარადმწვანე, ხვიარა მცენარეს, შხამიანი ნაყოფის გამო, ცუდი რეპუტაცია აქვს, თუმცა საპონინის მაღალი შემცველობის დამსახურებით ქიმიური სარეცხი ფხვნილის მშვენიერი ალტერნატივაა, ეკოლოგიურად სუფთაა და კაპიკი არ დაგიჯდებათ.

სურო თავისი თვისებებით ინდური საპნის ხის - საპინდუსის ნაყოფს წააგავს, თუმცა, საპინდუსის ნაყოფი საკმაოდ ძვირად ღირებულია.



ცნობისთვის, საპნის ხე ინდოეთში, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებში ხარობს. მისი ნაყოფი 38%-მდე საპონინებს შეიცავს და ხშირად საპნის ნაცლად ხმარობენ.
უკანასკნელ წლებში, ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რამაც საპნის ხის ნაყოფის გაძვირება გამოიწვია. 
საპნის ხის ნაყოფი დიდი რაოდენობით საპონინის წყალობითაც კარგად ქაფდება და გარემოსაც არ აბინძურებს.

ბევრმა არ იცის, რომ სურო თითქმის იმავე რაოდენობით საპონინს შეიცავს, რასაც საპინდუსი, თანაც სურო თითქმის ყველგან ხარობს, ზოგჯერ კი კარგად მოვლილი ბაღისთვის არასასურველი სტუმარიც კი გახლავთ.

იმის მიუხედავად, სად ცხოვრობთ, უნდა იცოდეთ, რომ სურო ქიმიური სარეცხი ფხვნილების იდეალური ალტერნატივაა და თეთრეულს შესანიშნავად რეცხავს.
თუმცა, მხოლოდ სუროს ფოთლებით რეცხვისას შეუძლებელია დამარბილებელი ეფექტის მიღება, რომელსაც ქიმიური სარეცხი საშუალებები გვაძლევს. ამის კომპენსირებისთვის რეცხვის პროცესში შეგიძლიათ ცოტაოდენი ძმარი დაუმატოთ. მისი რაოდენობა თქვენი სარეცხი მანქანის ტიპზეა დამოკიდებული, ამიტომ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ.

სუროს ფოთლებით რეცხვისთვის, ფოთლების ბღუჯა მოათავსეთ სუფთა წინდაში ან პატარა ტომსიკაში, შეკარით და სარეცხ მანქანაში, თეთრეულთან ერთად მოათავსეთ.
ამის შემდეგ, მანქანა ჩართეთ და შედეგს დაელოდეთ.




გაითვალისწინეთ, რომ რეცხვისთვის მხოლოდ სუროს ბებერი, მუქი მწვანე ფოთლები უნდა შეარჩიოთ. ნორჩი, ღია მწვანე ფერის ფოთლები ამისთვის უვარგისია.

ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვისას, სუროს ფოთლებსა და ძმართან ერთად, სასურველია ცოტაოდენი საჭმელი სოდის დამატება.

ჩვენი რჩევა:
გაითვალისწინეთ, რომ სურო შხამიან მცენარეებს განეკუთვნება და გარეგნულად ძალიან წააგავს მეორე შხამიან მცენარეს - სუმახს, რომელსაც რეცხვის თვისებები არ გააჩნია.  
ჩვეულებრივი სურო ადამიანისთვის ზიანის მომტანი არ არის, მაგრამ თუ არ იცით, როგორი რეაქცია აქვს ამ მცენარეს თქვენს ორგანიზმზე, ჯობს მასთან კონტაქტისას, რეზინის ხელთათმანები გამოიყენოთ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?