იცით თუ არა

რატომ არის აუცილებელი ახალი ტანსაცმლის გარეცხვა?

fun time

12:00 შაბ. 20 მარტი, 2021 წელი

რატომ არის აუცილებელი
ახალი ტანსაცმლის
გარეცხვა

14
დაკოპირებულია

როგორც არ უნდა ჩქარობდეთ ახლად შეძენილი, ლამაზი ტანსაცმლის ჩაცმას, სანამ ტანზე მოირგებთ, აუცილებლად გარეცხეთ, მაშინაც კი, თუ შეფუთულია და თქვენამდე არავის ჩაუცვამს! და აი, რატომ...

მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე ტანსაცმელი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის:

1. პირველი ეტაპი ქსოვილის გაუფერულებაა, რადგან ნატურალური ქსოვილი აუცილებლად მუქი ყავისფერია. ქსოვილს ქლორით, წყალბადის ზეჟანგით, სხვადასხვა მჟავით ან მათეთრებელი საშუალებით ამუშავებენ და აშრობენ. ბუნებრივია, ქსოვილზე ამ ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები რჩება, რომელიც მგრძნობიარე კანისთვის ნამდვილად საფრთხეს წარმოადგენს.

2. მეორე ეტაპი გაუფერულებული ქსოვილის ღებვა ან მასზე ნახატების დატანაა. გაუფერულებულ ქსოვილს ანილინის საღებავს უსვამენ და აშრობენ. როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაში, ქსოვილის ზედაპირზე ქიმიური ნივთიერებებისა და გამშრალი საღებავის ნაწილაკები რჩება. თანაც, რაც უფრო სქელია ქსოვილი, მით უფრო მეტი. გახსოვდეთ, ანილინის საღებავების უმეტესობა კანცეროგენურია და საშიში ქიმიური ნივთიერებები თქვენს კანზე ოფლთან ერთად მოხვდება.

3. მესამე ეტაპი ტრანსპორტირებისთვის გამზადებაა. მზა პროდუქციას, კონტეინერებით გადატანის დროს რომ არ დანესტიანდეს ან დაიჭმუჭნოს, წყალგაუმტარი და ფორმალდეჰიდის ფისოვანი ხსნარებით ამუშავებენ, რომელთა ჰოპერალერგენბულობა არავის ადარდებს.

დაბოლოს:

გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილი, საქსოვ დაზგაზე ძაფის შექმნიდან მაღაზიის დახლებამდე, არც ერთ მონაკვეთში არ გარეცხილა. ამგვარად, მასზე ქიმიური ნივთიერებების „კოქტეილია“, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი