საკვები პროდუქტები, რომლებიც სხვა საქმეებშიც ძალიან გამოგადგებათ

რჩევები დიასახლისებს

8 ოქტომბერი 18:00, 2018 წელი

ნუ იჩქარებთ ბანანის ქერქის გადაგდებას, მას შეუძლია, კარგი სამსახური გაგიწიოთ... და არამხოლოდ მას...

1. ლიმონი დასაჭრელი დაფის დეზინფექციისთვის



ბევრი დიასახლისი ლიმონს არომატიზატორის ფუნქციითაც იყენებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ზედაპირების დეზინფექციასაც შესანიშნავად აკეთებს. დასაჭრელ დაფას უსიამოვნო სუნს მოაშორებთ, თუ ჯერ მარილს დააყრით, შემდეგ კი გაჭრილი ლიმონით კარგად გაასუფთავებთ. მარილი მართლაც კარგად ასუფთავებს, ლიმონი კი ბაქტერიებს კლავს და სუნს ანეიტრალებს. ისღა დაგრჩენიათ, დაფა კარგად გარეცხოთ წყლის ჭავლით და გაამშრალოთ.


2. ხახვი გრილის გასაწმენდად



როგორც კი ბარბექიუ გამზადდება, დასვრილი გრილი შეგიძლიათ, იოლად გაწმინდოთ შუაზე გაჭრილი ხახვით. წამოაცვით ხახვი გრძელტარიან ჩანგალზე და გაწმინდეთ გრილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია ბუნებაში, ასე გრილს სუფთად შეინახავთ და ხელახალი გამოყენებისას მისი გახეხვა აღარ დაგჭირდებათ.


3. კარტოფილი და სახეხი



ყველის გახეხვა ერთი წუთის საქმეა - აი, სახეხის გარეცხვა კი არც ისე იოლია. ამიტომაც გირჩევთ, ყველის გახეხვის შემდეგ სახეხზე კარტოფილის პატარა ნაჭერი გახეხოთ - ის იდეალურად გაასუფთავებს სახეხს.


4. როგორ გავასუფთაოთ ყავის საფქვავი?



თუ ყავას სახლში ფქვავთ, ცალსახაა, რომ საფქვავის გასუფთავების პრობლემაც გექნებათ. მისი გარეცხვა არ შეიძლება, არადა ყავის ნარჩენები მექანიზმში ხვდება და ის უკვე ცუდად მუშაობს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, სცადეთ ყავის საფქვავში ცოტაოდენი ბრინჯის დაფქვა. ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი და რამდენჯერმე ჩართეთ-გამორთეთ. შემდეგ ნარჩენები გადმოყარეთ და საფქვავი იდეალურად გასუფთავდება.


5. როგორ მოვაგროვოთ დამსხვრეული მინა



რას იზამ, შუშის გატეხა სასიამოვნო არ არის. მსხვილ ნამსხვრევებს ხელითაც უპრობლემოდ მოაგროვებთ, აი, წვრილების კი ცოტა რთულია. თანაც ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ხელი არ გაიჭრათ. გამოსავალი არსებობს - სცადეთ, ეს უწვრილესი ნამსხვრევები პურის ნაჭრით „აკრიფოთ“... და რამდენიმე წამში უსაფრთხოდ მოასუფთავებთ იქაურობას.


6. რა მოვუხერხოთ ბანანის ქერქს?



რა დანიშნულება აღარ მოუძებნეს დიასახლისებმა ბანანის ქერქს. ერთ-ერთია ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა! გაწმინდეთ ფეხსაცმელი ბანანის ქერქის შიდა მხრიდან და შემდეგ ნაჭრით გააპრიალეთ. დაგვიჯერეთ, სპეციალურ საშუალებებზე არანაკლებ მოქმედებს.

საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?