ბაჩუკი დოღონაძე - ბავშვობის ომობანადან „ქერჩის“ დიდ ბრძოლამდე

25 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

გაგონილს ნანახი სჯობიაო და აქაც სწორედ ეს ამბავია - ამჟამად ბაჩუკი დოღონაძე  GDS-ის სერიალ „ქერჩში“ მონაწილეობს. მის პერსონაჟს სახელი ჯერ არ აქვს და ერთ კვირაზე მეტია, რაც მიწაში კისრამდეა ჩამარხული. იუმორით აღნიშნავს კიდეც „ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემითო“, თუმცა ბაჩუკი რის ბაჩუკია, თავი იქიდანაც ვერ დაიხსნას...


სახელი:
ნოდარი (ბაჩუკი)


გვარი: დოღონაძე


დაბადების ადგილი: ვანი


თარიღი: 30 იანვარი, 1979 წელი


ზოდიაქო: მერწყული


პროფესია: მსახიობი


ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი


ბავშვობა: მამა ავთანდილ დოღონაძე, დედა - დარეჯან მჟავია. მისი თქმით, მსახიობობა ისეთი პროფესიაა, სადაც მხოლოდ წლები გემატება და ბავშვად რჩები. ბავშვობაში სკეტჩების დადგმა უყვარდა. ბაბუასთან ერთობლივად არაერთი სცენა გაუთამაშებია - სტუმარმასპინძლობაზე, კარგი ცხენის ყიდვაზე, თავადისა და გლეხის ურთიერთობაზე...


განათლება: მსახიობობა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა - სწორედ მაშინ ნახა პირველად ფილმი „ბაში-აჩუკი“. დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. მით უმეტეს, რომ მთავარ გმირს მისი სახელი ერქვა და შეყვარებულიც, ნინო, ჰყავდა. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკისა და რუსთაველის თეატრალურ სარდაფებში. 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.


შესრულებული როლები:


მარჯანიშვილის თეატრი
უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“- მეორე მესაფლავის როლში, რეჟისორი თ. კუპრავა; 
ნიკოლოზ გოგოლი „რევიზორი“-  ბობცინსკის როლში, რეჟისორი გ. ჟორდანია;
ლევ ტოლსტოი „ჰაჯი-მურატი“ - ვასილ გალგარუკის როლში, რეჟისორი გ. ჟორდანია; 
რიჩარდ ბაერი Mixed Emotions“ - ჩაკის როლში, რეჟისორი ს. ელოშვილი;
„მთვრალი ალუბალი“ - ტექსტის ავტორი და რეჟისორი: ლ. წულაძე, ალ. ელოშვილი;
მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით  „ჯაყო - ხვალ ომი იქნება...“ - ჭაპიტონის როლში, რეჟისორი ალ. ელოშვილი.



თეატრალური სარდაფი რუსთაველზე
ბ. ბარათაშვილი „აკუსტიკა“ - პიონერის როლში, რეჟისორი ლ. წულაძე;
გ. ერისთავი „უჩინმაჩინის ქუდი“- კიკოლის როლში, რეჟისორი ლ. წულაძე;
„სულიკო“ - რეჟისორი დ. სხირტლაძე;
„კაფე როსინი“- რეჟისორი ლ. წულაძე;
„ოსკარი“ - რეჟისორი ლ. წულაძე;
„კაზანოვას დაბრუნება“ - რეჟისორი ლ. წულაძე.


ვაკის თეატრალური სარდაფი
„სხვა მთვარე“ - ტეხრეჟი გრიშას როლში, რეჟისორი ლ. წულაძე;
„ხანუმა“ - ყაფლან ამილახვრის როლში, რეჟისორი ლ. წულაძე; 
„ვენეციელი ვაჭარი“- ნოტარიუსის როლში, რეჟისორი ლ. წულაძე.


ფილმები და სერიალები
„ყავა და ლუდი“ - გიგა ხიტირის როლში, 2003 წ.
„სკამი“- 2004 წ.
„მიდიოდა მატარებელი“ - მემანქანეს როლში - 2006 წ.
„ჩემი ცოლის დაქალები“ (სეზონი 3) - ქუთაისელი ადვოკატის როლში;
„ტიფლისი“ - იასონას როლში;
„ქერჩი“ - ყაჩაღის როლში.


 


საინტერესო ინფორმაცია: მისი პირველი როლი ჯონ ფლეჩერის პიესა „მომთვინიერებლის მოთვინიერებაში“ ფრანგი მოსამსახურის სახასიათო ტიპი ჟაკი იყო.
როგორც ყველა ბავშვს, ომობანას თამაში ძალიან უყვარდა და როდესაც ამ ჟანრის ფილმებს უყურებდა, მონაწილეობის სურვილი ყოველთვის უჩნდებოდა. დღეს ეს სურვილი საკუთარ პროფესიაში განახორციელა - დაუვიწყარ ქერჩის ბრძოლაში მონაწილეობს. მაყურებელს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავს, უყურონ ამ სერიალს და გაიგონ ის, რაც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. გაგონილს ნანახი სჯობიაო და აქაც სწორედ ეგ ამბავია, დასძენს მსახიობი.
მისი საყვარელი მსახიობია ალ პაჩინო.
ამბობს, რომ სიყვარული მუდმივია, მისი სიყვარული კი - თამაშია.


დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

26 იშვიათი ფოტო, რომლებიც ნაცნობ საგნებს უცნობი რაკურსით დაგანახვებთ

სამყარო - უმშვენიერესი და შეუცნობელი, სავსე სიურპრიზებით. ზოგჯერ ისეთი ნივთებიც კი გაგაოცებთ, რომელთა არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ამჩნევთ...
საკნატუნო ამბები

საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ... 
საკნატუნო ამბები

მგრძნობიარე, სენტიმენტალური და კინემატოგრაფიული სიშიშვლე (20 ფოტო)

ამ შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოების ავტორი ჩეხი ფოტოგრაფი ირჟი რუჟეკია, რომელიც საკუთარ თავს გაშიშვლებული ან ნახევრად შიშველი პორტრეტების ავტორს უწოდებს.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ამ მარცხის დასაფარად ვარსკვლავები, ალბათ, რას არ გაიღებდნენ!

ცხოვრებაში არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ თუ უბრალო მოკვდავთა მარცხი ყველას მალევე გვავიწყდება, ვარსკვლავთა ფიასკოებზე მთელი მსოფლიო დიდხანს ჭორაობს...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

NATIONAL GEOGRAPHIC-ის 2018 წლის საუკეთესო ფოტოები

ჟურნალმა NATIONAL GEOGRAPHIC-მა 2018 წლის გამარჯვებული ფოტოსურათები გამოავლინა.
ამბები

ისარგებლეთ ზუსტად 40%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ზამთრის საბურავებზე

თეგეტა მოტორსი ზამთრის საბურავებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ზამთრის საბურავის, შეძენისას გადახდილი თანხის ზუსტად 40% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე.  
საკნატუნო ამბები

ეს ფოტოები გიამბობთ, როგორია მარტოობა

ფოტოები, რომლებსაც მხოლოდ მიზანთროპები და ის ადამიანები გაუგებენ, ვისთვისაც მარტოობა ცხოვრების ფილოსოფიაა.
საკნატუნო ამბები

სექსი ენთუზიაზმით, ანუ როგორ მიიღოთ სასურველი საძინებელში

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი სექსუალური სურვილების რეალიზება მოვახდინოთ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერება აუცილებელია - სექსი პარტნიორისთვისაც არანაკლებ სასიამოვნო უნდა იყოს.
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?