საკუთარი ეზო ან აგარაკი სწორედ ის ადგილია, სადაც, თუკი მოინდომებთ, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას აუცილებლად შეძლებთ. ასეთი უჩვეულო ყვავილნარებით უდავოდ გააკვირვებთ გარშემომყოფებს. თუკი ძველი ქოთანი, ბიდონი, ქვევრი და სხვა მსგავსი კონტეინერები გაქვთ, ნუ გადაყრით. დაძველებულ ჭურჭელს ფერადი ყვავილნარი გააცოცხლებს.