ზოდიაქოს ყველაზე ბუტია ნიშანი

საკნატუნო ამბები

5 იანვარი 14:00, 2018 წელი

ადამიანის ბუტიაობის ხარისხს ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მათ შორის ზოდიაქოს ნიშანი პირველ ადგილზეა. და მაინც, საინტერესოა, რომელი ზოდიაქოს ნიშანი უფრო მგრძნობიარეა წყენის მიმართ.

ყველაზე ბუტია ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში პირველ ადგილზეა კირჩხიბი. მას საოცრად სათუთი და მგრძნობიარე გული აქვს და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა კირჩხიბს არ ვაწყენინოთ.


საერთოდ, წყლის სტიქიის ნიშნები, რომლებსაც, კირჩხიბის გარდა, მორიელი და თევზები მიეკუთვნებიან, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარეები არიან და ყველაფერი ადვილად სწყინთ. ამასთანავე, მორიელები შურისმაძიებლებიც არიან. მორიელის საპასუხო რეაქცია შესაძლოა, მაშინვე არ გამოჩნდეს და რამდენიმე წელიც დასჭირდეს, როცა წყენის მიზეზი ყველას დავიწყებული ექნება.


ვერძს იშვიათად სწყინს, მაგრამ, თუ რამეზე გაგინაწყენდათ, თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო, ისეთს გეტყვით ან გააკეთებს, ძალიან განანებთ. სამაგიეროდ, ისევე სწრაფად მშვიდდება, როგორც ბრაზდება და ურთიერთობას ისე აგრძელებს, ვითომც არაფერი მომხდარა.

ლომს ყველაზე მეტად სწყინს უყურადღებობა ან მისი ღირსებების დაუნახაობა. თუ აწყენინებთ, თქვენ მისთვის, უბრალოდ, აღარ იარსებებთ. აი, ლომის სერიოზულ წყენინებას კი არ გირჩევთ - სასჯელად შესაძლოა, სამუშაოზე პრობლემები მიიღოთ ან იმიჯი შეგელახოთ, ამისთვის ლომი თავის დიდ კავშირებს გამოიყენებს. 


მშვილდოსანი, როგორც ცეცხლოვანი ნიშანი, წყენაზე მკვეთრად რეაგირებს. მის საპასუხო ნოტაციებსა და გარჩევებს ბევრი ვერ უძლებს.


მიწის ნიშნების - ქალწულის, თხის რქისა და კუროს წყენინება თითქმის შეუძლებელია. თუ მაინც ეწყინათ რამე, წყენა ძალიან მალე გადადის ემოციურიდან რაციონალურში. მიწის ნიშნები სამყაროს იღებენ ისეთს, როგორიც ის არის. ამიტომ მწყენინებლის მიმართ შესაბამის დასკვნებს აკეთებენ, რათა ადეკვატური პასუხი გასცენ.


ჰაერის ნიშნები - სასწორი, ტყუპები, მერწყული ურთიერთობაში ძალიან მსუბუქები არიან, თუმცა, შეიძლება ითქვას, ბუტიაობა მათი მოგონილია. თუ გაიბუტნენ, წყენას დიდხანს ინახავენ გულში. მათგან ეს თვისება მხოლოდ სასწორს არ აქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?