როგორ უმასპინძლდებიან შობაზე სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
13:16 შაბ. 7 იანვარი, 2023 წელი
შობის დღესასწაულს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებით ელოდებიან და აღნიშნავენ. მოდით, ერთად ვნახოთ, სად რა დაგხვდებათ სტუმრად მისულს...
⚛
გერმანელები საშობაოდ ტრადიციული გლინტვეინითა და ნამცხვარ შტოლენით გაგიმასპინძლდებიან. გერმანიაში შტოლენი ახალშობილი ქრისტეს სიმბოლოდ მიიჩნევა.
⚛
ბულგარელების უმეტესობა შობამდე მარხულობს, ხოლო დღესასწაულისთვის ფარშირებულ ბოსტნეულს, წვნიანსა და ნამცხვრებს ამზადებს.
⚛
ფიჯიზე საშობაოდ ტრადიციულ კერძს ამზადებენ: ეს არის ბანანის ფოთლებში გახვეული თევზი, ფარშირებული ქათამი და გამომცხვარი ღორის ხორცი. მას ასე აცხობენ: მიწაში თხრიან დიდი ორმოს, აწყობენ მასში დიდ ქვებს და ანთებენ ცეცხლს. ამ პროცესს „ლოვო“ ეწოდება.
⚛
გაერთიანებულ სამეფოში საშობაო სუფრას ლეღვის პუდინგი ამშვენებს, რომელსაც ზედ ასხამენ კონიაკს და ცეცხლს უკიდებენ. (აქვე წაიკითხეთ, თუ რა განსხვავებაა დასახელებებში - დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო).
⚛
იტალიაში საშობაო სუფრას ზღვის პროდუქტებით ამდიდრებენ, თუმცა მაკარონი არც დღესასწაულზე ავიწყდებათ და ამ დღეს ერთი კერძი აუცილებლად მზადდება მაკარონითა და მოლუსკებით.
⚛
ფრანგებიც ზღვის პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას საშობაოდ. ამზადებენ ლობსტერებს, ხამანწკებსა და ფუა-გრას.
⚛
შვედების ტრადიციული საშობაო კერძი ბრინჯის პუდინგია. ერთ-ერთ ულუფაში მალავენ ნუშს და ვინც „იპოვის“, მას მთელი წელი წარმატებული ექნება. (იცით თუ არა, რატომ არ უყვართ შვედებს სტუმრები?)
⚛
კოსტა-რიკის მცხოვრებლები საშობაოდ სტუმრებს ტამალესით უმასპინძლდებიან, რომელსაც ღორის ხორცითა და სიმინდით ამზადებენ. მისი რეცეპტი თაობიდან თაობებს გადაეცემა.
⚛
ეთიოპიაში მიირთმევენ „დოტო ვატს“ - ეს არის შემწვარი ქათამი, რომელსაც თხელ ბლინებზე აწყობენ. ამ კერძის საჭმელად დანა-ჩანგალი არ გჭირდებათ. ის აუცილებლად ხელით უნდა მიირთვათ.
⚛
სამხრეთ აფრიკაში ახალი წელი ზაფხულში დგება. ადგილობრივები აფრიკულ გრილზე ამზადებენ ინდაურს ან ღორის ხორცს.
⚛
ავსტრალიაში დეკემბერში ზაფხულია და ავსტრალიელები საშობაო ბარბექიუს მართავენ. ამზადებენ ინდაურს, ცხვრის ხორცს ან მიდიებს.
⚛
განას მოსახლეობა საშობაოდ სიმინდის ფაფას მიირთმევს, რომელსაც სხვადასხვა ხილის პიურეთი ამდიდრებენ. მას „ფუფუ“ ეწოდება.
⚛
ანტარქტიდაზე თუ მოგიწიათ შობის შეხვედრა, შობის დღესასწაულს გემის ბორტზე შეხვდებით და ხორცს, კონსერვებსა და გაყინულ ბოსტნეულს მოგართმევენ. (იცით თუ არა, რით განსხვავდება არქტიკა ანტარქტიდისგან?
⚛
ქრისტიანი ეგვიპტელები შობამდე სამი დღით ადრე მკაცრ მარხვაზე არიან. სადღესასწაულოდ ამზადებენ კუშარის მაკარონით, ბრინჯით, ოსპით, ტომატის სოუსითა და ძმრით.
⚛
ინდოეთში საშობაოდ ამზადებენ ბირიანის ან კარის. კერძი შედგება ბრინჯისა და სუნელებისგან, რომელსაც ამატებენ ხორცს, თევზს, კვერცხს ან ბოსტნეულს. დესერტად კი მიირთმევენ ტკბილ რძიან პუდინგს.
⚛
ფილიპინის მოსახლეობა საშობაოდ ამზადებს შემწვარ გოჭს, რომელსაც პირში ყვითელი ყველის ბურთულები აქვს ჩალაგებული.
⚛
ისლანდიაში საშობაო ვახშამი იწყება საღამოს 6 საათზე და ხორციანი კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორის ამზადებენ ირმის ხორცს.
⚛
არგენტინაში საშობაო კერძს ეწოდება ვიტელ ტონე. მას ამზადებენ ხბოს ხორცით თინუსის სოუსში. ასევე, საშობაო სუფრას ამშვენებს ინდაური, ღორის ხორცი და პური.
⚛
ფინეთში საშობაოდ მთავაი კერძია ლორი, რომელსაც ღუმელში აცხობენ და სახლში მომზადებულ მდოგვთან ერთად მიირთმევენ.
⚛
აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს „ეგგ-ნოგგს“ ან გოგლი-მოგლის, რომელიც ათქვეფილი კვერცხით, შაქრითა და ღვინით მზადდება.
⚛
აი, იაპონელები კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ შობის ღამეს KFC-ში მიდიან და მიირთმევენ ხრამუნა ქათამს გარნირით. (აქვე წაიკითხეთ იაპონიის 10 უცნაურობა)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან