ესპანურმა კომპანიამ გამოიგონა ჭკვიანი მატრასი, რომელიც მეუღლის ერთგულებას აკონტროლებს.
მატრასი აფიქსირებს სხეულის მოძრაობის ინტენსივობასა და სიჩქარეს, შემდეგ კი რეზულტატს მფლობელის სმარტფონზე აგზავნის. ამისთვის, ალბათ, მიხვდით, რომ თქვენს ტელეფონში სპეციალური პროგრამა უნდა ჩამოტვირთოთ.
ჭკვიანი მატრასი, თქვენი სურვილისამებრ, 3D ფორმატში გიჩვენებთ, რომელ ნაწილში მოხდა „უხამსი“ ქმედება.
ამ ფუნქციის აზრი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ან შეიძლება, გათვლილია მაზოხისტებზე, რომლებსაც არა მხოლოდ მეუღლის ღალატის გაგება, არამედ ღალატის შესახებ მაქსიმალური და დეტალური ინფორმაციის მიღება სურთ. თუკი მაინცდამაინც ვიზუალური ინფორმაცია გაინტერესებთ, ამისთვის, ბოლოს და ბოლოს, საძინებელში ფარული კამერის დამონტაჟებაზე იფიქრეთ.
სხვათა შორის, მატრასი შექმნილია არა მხოლოდ იმისთვის, რომ მეუღლის „გვერდითა“ ქმედებებზე გიამბოთ, არამედ მას შეუძლია, თქვენი ერთობლივი ინტიმური ცხოვრების სტატისტიკაც შემოგთავაზოთ.
შესაძლოა, ეს ახალი გამოგონება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილი გაჯეტომანები მას აშკარად დააფასებენ.