ცნობილები, რომლებიც არანაკლებ ცნობილების კერპები არიან

ცნობილები, რომლებიც არანაკლებ ცნობილების კერპები არიან

საკნატუნო ამბები

9 იანვარი 16:00, 2018 წელი

საყვარელი მსახიობის ეკრანზე დანახვა ჩვენს აღტაცებას იწვევს და ძალიან გვინდა, რეალურ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვხვდეთ მათ გვერდით. როგორც გაირკვა, ასეთი ოცნებები თავად ვარსკვლავებსაც ჰქონიათ.

  

  • კარა დელევინი/ანჯელინა ჯოლი 

    კარას ანჯელინას სულის სიმტკიცე ხიბლავს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ სწორედ ანჯელინამ შთააგონა მსახიობობა. ახალგაზრდა მოდელის განცხადებით, ანჯელინა მისთვის ნამდვილი გმირია.

  • პინკი/ჯონი დეპი 

    მომღერალი ქმრისგანაც კი არ მალავს, რომ დეპი უყვარს. მეუღლესაც სავსებით ესმის მისი და მათ გაცნობასაც კი შეეცადა, თუმცა პინკიმ დეპთან ავტოგრაფისთვის მისვლაც ვერ გაბედა. მათ ერთმანეთი მოგვიანებთ გაიცნეს და ეს ჯიმი კიმელის შოუზე მოხდა.

  • სელენა გომესი/ნატალი პორტმანი 

    სელენამაც, ისევე როგორც ნატალიმ, კინოკარიერა ბავშვობიდან დაიწყო. პორტმანისგან ის მაგალითს ყველაფერში იღებს.

  • კრისტენ სტიუარტი/ჰარისონ ფორდი 

    მომავალი ვარსკვლავი და ვუდი ალენის მუზა მსახიობ ჰარისონ ფორდის დიდი ფანია. სწორედ ის უდგას სათავეში კრისტენის საყვარელი არტისტების პირად ტოპათეულს, სადაც ქალბატონებიც არიან: ემი ადამსი და ელ ფანინგი.

  • ეშტონ კატჩერი/ჯენიფერ ენისტონი 

    ჯერ კიდევ სერიალ „მეგობრების“ გამოსვლის შემდეგ ეშტონი რეიჩელ გრინის თავგადაკლული თაყვანისმცემელი გახდა - ამ როლს ჯენიფერი ასრულებდა. კატჩერი მსახიობის ფოტოებსა და პლაკატებს აგროვებდა. როცა თვითონაც ვარსკვლავი გახდა, მან ენისტონი პაემანზეც კი მიიწვია. ჯენის მეუღლე ბრეტ პიტი ამის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ თავად მსახიობმა განაცხადა უარი.

  • ლედი გაგა/ბრიტნი სპირსი 

    ლედი გაგას კერპებში შედიან მადონა, ელტონ ჯონი, დევიდ ბოუი, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ახალგაზრდობაში, მილიონობით მოზარდის მსგავსად, ისიც ბრიტნი სპირსის ფანი იყო. ახლა ის არა მარტო მეგობრობს თავის კერპთან, არამედ მისთვის სიმღერებსაც წერს.

  • არიანა გრანდე/ჯიმ ქერი

     მომღერალსა და მსახიობს იუმორის გრძნობა თავის ადგილზე აქვს, ის ხომ ჰოლივუდელ კომიკოსთან ჯიმ ქერისთან შეხვედრაზე ყოველთვის ოცნებობდა. თავგადაკლული ფანატის პირველი მეტსახელი ქსელში JimCarreyfan42 იყო - საყვარელი გმირის პატივსაცემად. 

  • ემა უოტსონი/ჯულია რობერტსი

     ემა უოტსონის ბავშვობის ოცნებები სავსებით კონკრეტული იყო: მას, უბრალოდ, ვარსკვლავობა ანდა პრინცესობა არ სურდა, მას უნდოდა, ჯულია რობერტსი ყოფილიყო. მსახიობმა ემა თავისი ღიმილით მოხიბლა. ოცნება ნაწილობრივ ახდა: ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზე ემა ისეთივე მინიკაბით წარდგა, როგორიც ჯულია რობერტსს ფილმ „ლამაზმანში“ ეცვა.

  • ჰელენ მირენი/ვინ დიზელი 

    ვინ იფიქრებდა, რომ ოსკარის მფლობელი მსახიობი ვინ დიზელის ფანი იქნებოდა. ჰელენს მოსწონს ვინის ჭკუა, იუმორი და ძალა. 

  • კიმ კარდაშიანი/ვიქტორია ბექჰემი

    ახალგაზრდობაში კიმი თავისი კერპის მიბაძვას ცდილობდა. სწორედ მას მიიჩნევდა Spice Girls-დან ყველაზე ნიჭიერად, მის მსგავსად ეცვა და ივარცხნიდა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.