ალბათ, გაინტერესებთ, როგორ გაარკვიოთ, ახალია თუ არა პროდუქტი, კვებავდნენ თუ არა ჰორმონალური დანამატებით, შეიცავს თუ არა ნიტრატებს და ა.შ. ამისთვის ხელმისაწვდომ და მარტივ მეთოდებს გთავაზობთ...
ქათამი
ქათმის ხორცი დრეკადი და ვარდისფერი უნდა იყოს, ყვითელი ტონალობა მის ხანდაზმულობაზე მიუთითებს, ხოლო თეთრი ხაზები იმის მაჩვენებელია, რომ მას ჰორმონალური დანამატებით კვებავდნენ.
ხაჭო
ერთი წვეთი იოდი საკმარისია, რათა შევიტყოთ, არის თუ არა ხაჭოში სახამებელი ანდა მცენარეული ცხიმები. თუკი ხაჭოს ეს დანამატები აქვს, მაშინ ის გალურჯდება.
თაფლი
დააკვირდით, როგორ მოწვეთავს თაფლი კოვზიდან. ნატურალური ელასტიკური ძაფის სახით მოდის და ძირში რგოლებს აკეთებს. სუროგატი კი წყდება და გუბედ იღვრება.
არაჟანი
იმის გასაგებად, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა არაჟანში გაურია თუ არა მცენარეული ცხიმები, ის ცხელ წყალში უნდა გავხსნათ. ცუდი პროდუქტი ფიფქებად იშლება, ნამდვილი კი თანაბრად იხსნება.
გაყინული ხილი და ბოსტნეული
გაყინულ ბოსტნეულსა და ხილზე ყინულის ნადები იმის მაჩვენებელია, რომ მას არასწორად ინახავდნენ.
თევზი
ამღვრეული თვალები და ლაყუჩებზე მუქი შეფერილობა - ეს იმის მაჩვენებელია, რომ თევზი ახალი არაა. ახალ თევზს ქერცლი უბრწყინავს და ლორწოც არ აქვს.
ხორცი
ახალი ხორცი მასზე თითის დაჭერისას ფორმას მალე აღიდგენს.
მწვანილი თუკი ახალ მწვანილს გრძელი ღეროები აქვს და თავს ვერ იმაგრებს, ესე იგი მისი წარმოებისას ნიტრატები გამოიყენეს.
ყველი
დაბალი ხარისხის ყველი დაჭრისას იფშვნება.
ნაყინი
თუკი ნაყინი დიდხანს დნება და ნახევრად გამჭვირვალე გუბედ იქცევა, იცოდეთ - თქვენ წინაშე მცენარეული პროდუქტია.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.