პრინც ჰარის ყველაზე ხმაურიანი რომანები, სანამ მეგან მარკლს შეხვდებოდა

საკნატუნო ამბები

19 იანვარი 17:00, 2018 წელი

პრინც ჰარის ქალების გულთამპყრობლის სახელი აქვს გავარდნილი. ბრიტანელი ბიჭი ლამაზი ღიმილითა და სამეფო წარმომავლობით ბევრს ურევდა თავგზას. სანამ პრინცი იქორწინებს, მოდით, თვალი გადავავლოთ მის ყველაზე ხმაურიან რომანებს.

1. ჩელსი დეივი



ჩელსი პრინც ჰარის პირველი დიდი სიყვარული იყო. მათ ჯერ მრავალწლიანი მეგობრობა და შემდეგ სიყვარული აერთიანებდათ. 2004-2011 წლებში მათი ფოტოები ტაბლოიდების ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. ისინი შორდებოდნენ და კვლავ რიგდებოდნენ. ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში ჰარი აცხადებდა, რომ ჩელსი მისი მთელი ცხოვრების სიყვარულია. მაგრამ ბიზნესმენის შვილმა განაცხადა, რომ მზად არ არის იმ შეზღუდვებისთვის, რასაც სამეფო ოჯახის წევრის მეუღლის სტატუსი ითვალისწინებს.


  2. ნატალი პინკჰემი



ცნობილმა ტელეწამყვანმაც გაიელვა პრინცის საყვარლის როლში, მაგრამ სერიოზულ რომანამდე საქმე არ მისულა.


 3. ნატალი იმბრულია



ასაკში 10-წლიანმა სხვაობამაც კი ვერ შეუშალა ხელი წყვილს, თუნდაც ცოტა ხნით ყოფილიყო ბედნიერი. ავსტრალიელი მომღერალი და პრინცი 2009 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ჰარის თავქარიანობის გამო, ეს რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა.


 4. ქეროლაინ ფლეკი



სწორედ ქეროლაინ ფლეკმა უმკურნალა პრინცის გულს ჩელსი დეივთან განშორების შემდეგ. მაგრამ მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნა გოგონასთვის აუტანელი გახდა და ამიტომაც ჰარის გვერდით დიდხანს ვერ გაძლო.


 5. მოლი კინგი



პრინცის შემდგომი მეგობარი ჯგუფ The Saturdays-ის ვარსკვლავი გახდა. მაგრამ ღამის წვეულებების იქით საქმე არ წასულა.


 6. ფლორენს ბრადენელ-ბრიუსი




მართალია პრინც ჰარისა და ფლორენს ბრადენელ-ბრიუსის ურთიერთობა სერიოზულ გრძნობაში არ გადაზრდილა,  მაგრამ ფლორენსისთვის ის ნამდვილ სოციალურ ტრამპლინად იქცა. შემდგომში ის მილიონერ ჰენრი სენტ-ჯორჯს გაჰყვა ცოლად.


 7. კრესიდა ბონე



სწორედ კრესიდა ბონე იყო პრინცის ოფიციალური გელფრენდის სტატუსით, როცა ე.წ. შიშველი სკანდალი აგორდა. ამგვარ დამცირებას მოდელმა და მსახიობმა ვერ გაუძლო და ამიტომაც 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


 8. ანასტასია გუსევა



2015 წელს პრესა ააჭრელა პრინც ჰარისა და რუსული წარმოშობის გერმანელი მოდელის ანასტასია გუსევას ინტრიგამ. ისინი „ფორმულა 1“-ადმი მიძღვნილ საღამოზე გააცნეს ერთმანეთს და მთელი ღამე ერთად გაატარეს. ამას იქით მათი ურთიერთობა არ წასულა.


 9. პიპა მიდლტონი



მსოფლიო პრესა არაერთხელ წერდა პრინც ჰარისა და ქეით მიდლტონის უმცროსი დის პიპა მიდლტონის შესაძლო ქორწინების შესახებ. 2015 წელს მათ რამდენიმე პაემანი ჰქონდათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ.


 10. აფინა ონასისი-რუსელი



სამეფო ოჯახი წინააღმდეგი არ იყო, პრინც ჰარის საცოლე აფინა ონასის-რუსელი რომ გამხდარიყო. თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბიზნესლედიმ პრინცის გულის დაპყრობა ვერ შეძლო.


 11. ემა უოტსონი



ბრიტანულმა პრესამ პრინც ჰარისა და მსახიობ ემა უოტსონის დაქორწინებაც კი მოახერხა. თუმცა რეალობაში საქმე პირველი პაემნის იქით არ წასულა. ჰარიმ გაცნობისთანავე დაუნიშნა პაემანი მსახიობს, მაგრამ უოტსონმა ეს მიპატიჟება არ მიიღო.


 12. ელი გოლდინგი



მეგან მარკლთან შეხვედრამდე პრინც ჰარის ბოლო ინტრიგა მომღერალ ელი გოლდინგთან ფლირტი იყო. ჰარიმ თავად მოიპოვა მომღერლის ტელეფონის ნომერი და ინიციატივაც გამოიჩინა, მაგრამ მომღერლის მიმართ გრძნობა მალევე გაუნელდა.


 13. მეგან მარკლი



მათ ურთიერთობის დაფარვა მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში მოახერხეს. შემდეგ წყვილი პაპარაცებმა გაშიფრეს. როგორც ამბობენ, მსახიობი პოპულარობით არა მხოლოდ ქეით მიდლტონს აჯობებს, არამედ პრინცესა დიანასაც გაუტოლდება. მეგანი აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებებისთვის და ქველმოქმედებასაც ეწევა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?