უბრალო ადამიანები, რომლებიც ტყუპისცალებივით ჰგვანან ვარსკვლავებს

საკნატუნო ამბები

25 იანვარი 16:00, 2018 წელი

ვიღაც ოცნებობს, გარეგნობით რომელიმე ცნობილს დაემსგავსოს, ვიღაც კი, უბრალოდ, მათი მსგავსი დაიბადა. ვარსკვლავების ზოგი „ტყუპისცალი“ ამ მსგავსების საჩვენებლად სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოს სჯერდება, ზოგი კი ამით ფულსაც კი შოულობს.

  

  •  ჯეიმს მარტინი და ქოლინ ფარელი 

    როგორც ჩანს, ჯეიმსი უფრო ჰგავს ქოლინ ფარელს, ვიდრე თავად ქოლინ ფარელი. მისი აზრით, ამგვარმა მსგავსებამ ფული უნდა მოიტანოს და ამიტომაც ფოტოსესიებისთვის პოზირება დაიწყო. ის გამოდის საღამოებზე, სადაც მსახიობს განასახიერებს და სტუმრებსაც ესალმება.  

  • „ჩემი ძმისშვილი პატარა დასტინია“ (გეიტან მატარაცო)

      პატარა მართლაც ძლიერ ჰგავს სერიალ „ძალიან უცნაური ამბების“ გმირს.  

  • გილიერმო საპატა და ჯორჯ კლუნი 

    „ქალთა გულთამპყრობელის“ „კლონს“ თავისი რესტორანი და ბარი აქვს. ამას გარდა, ის მსახიობი და მოდელია.  

  • ემეტისტ როუზი და ლედი გაგა 

    გოგონა ამ მსგავსებაზე ასეთი აზრისაა: „რამდენჯერაც ლედი გაგას მიმამსგავსებენ, იმდენი დოლარი რომ ამეღო, ახლა ძალიან მდიდარი ვიქნებოდი“.   

  • ჰეიდი ეიგანი და ქეით მიდლტონი 

    ჰეიდიმ ჰერცოგინიასთან თავისი მსგავსება გადაწყვიტა, მაქსიმალურად გამოეყენებინა. მან ოფიციანტად მუშაობა შეწყვიტა და ღონისძიებებზე გამოსვლა დაიწყო. ის სხვა ორეულთანაც მუშაობს, რათა „სამეფო“ ფოტოები გადაიღოს.  

  • ჯენის გერეი და ჯენიფერ ლოპესი 

    ჯენისი ბოდიბილდინგს მისდევს და ჯეი ლოსთან მსგავსებაზე არც უფიქრია. ახლა კი მას თავის დედანთან რეალურ ცხოვრებაში შეხვედრა სურს.  

  • იზი იზერმანი და ჯიჯი ჰადიდი 

    მოდელი და ბლოგერი იზი, როცა სააგენტო MiLK-ის მოდელი გახდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ვარსკვლავს ძლიერ ჰგავდა.  

  • რეგი ბრაუნი და ბარაკ ობამა 

    რეგი ბრაუნი მსახიობი და პაროდისტია. მისი პაროდია ობამაზე, სადაც ის Gangnam Style-ს სიმღერას ასრულებდა, 100 მილიონჯერ ნახეს.   

  • კამილა შედბოლტი და ვიქტორია ბეკჰემი 

    ისევე, როგორც ვარსკვლავების ბევრმა ორეულმა, კამილამაც გადაწყვიტა, ვიქტორიას „კლონად“ წაემუშავა.  

  • კრისტინა მაკნები და ლილი-როუზ დეპი 

    19 წლის ბლოგერი და ვიზაჟისტი ჯონი დეპის ქალიშვილს არა მხოლოდ ჰგავს, არამედ მაკიაჟით ამ მსგავსებას კიდევ უფრო აძლიერებს.  

  • მარტინ ჯორდანი და გორდონ რამზი 

    მსოფლიოში ცნობილ შეფ-მზარეულთან  მსგავსებამ მარტინი ტელევიზიაში მიიყვანა. მან ტელეშოუშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ვარსკვლავურ ორეულთან ერთად გადაცემაშიც ჩაწერეს.  

  • მეთიუ ჰიკსი და პრინცი ჰარი 

    მეთიუ ისე ჰგავს პრინცს, რომ სატელევიზიო შოუ I Wanna Marry Harry-შიც მიიღო მონაწილეობა, სადაც გოგონები ერთმანეთს „პრინც ჰარისთან“ პაემანს ეცილებოდნენ.  

  • მელისა ბეიზენი და ანჯელინა ჯოლი 

    ანჯელინა ჯოლის ბევრი თაყვანისმცემელი მსახიობთან მსგავსებაზე ოცნებობს. ვისკონსინიდან ორი შვილის დედა კი ამ მსგავსებით დაიბადა.  

  • ბრიტანი უილიამსი და ბიონსე 

    ბრიტანი დეტროიტში ცხოვრობს და იმდენად ჰგავს მომღერალს, რომ ერთხელ მისი ფანატებისგან გაქცევაც მოუწია.  

  • ტყუპები კეტზენბახები და ბრედლი კუპერი 

    ბუნებას, ეტყობა, ძლიერ მოეწონა ბრედლი კუპერი და ერთბაშად მისი ორი ორეული-ტყუპი შექმნა. ისინი იმდენად ჰგვანან მსახიობს, რომ ზოგჯერ კუპერის ნაცნობებსაც კი ეშლებათ.  

წყარო
NEW

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და გემრიელად

როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ. შემწვარ-მოხრაკული, ტკბილეული, სასუსნავები - უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიური რაციონიდან?
NEW

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ.
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?

ჰაერის დატენიანება და იონიზაცია ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მასზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.
დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მოზრდილებში, 2 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წარმოებული მედიკამენტია, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
FUN-ტესტი

მოკლე სექს-ტესტი - როგორია თქვენი სექსუალური მადა?

თქვენ წინაშეა ფოტო 8 კვადრატით. თითოეულ კვადრატში ერთი ფიგურაა. კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, ქვემოთ კი წაიკითხეთ, თუ რაზე მიუთითებს თქვენი არჩევანი. 
დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?