საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი ჩვევები, რომლებიც დროა, დავივიწყოთ!

საკნატუნო ამბები

26 იანვარი 17:00, 2018 წელი

უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ნოსტალგიით იხსენებენ საბჭოთა კავშირის პერიოდს, - მაშინ ძეხვიც უფრო გემრიელი იყო და პურიც უფრო იაფიო. არც ძველ ჩვეულებებს ივიწყებენ, არადა ბევრი მათგანი დღევანდელ დღეს ძალიან უსარგებლოა...

1. ძველმანების შენახვა



სიღარიბე და ტოტალური დეფიციტი საბჭოეთგამოვლილი ადამიანების გონებაში ღრმად არის ჩამჯდარი. ამიტომაც დღემდე ბევრს უჭირს ძველი ნივთების გადაყრა - რა იცი, როდის რა დაგჭირდებაო. ასეთ ნივთებს აივანზე ან სარდაფში წლობით ინახავენ.


 2. რას იტყვის ხალხი



ყველა საბჭოთა ადამიანი უცხო თვალის შეფასებებზე იყო დამოკიდებული. რაღაცის ჩაცმის ან გაკეთების წინ ასჯერ დაფიქრება იყო საჭირო. ახლობლების, მეზობლებისა და საერთოდ შემთხვევითი გამვლელის რეაქციასაც კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მორალის ნორმები, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დაიცვას, მაგრამ სხვების გულის გასახარად საკუთარ კომფორტზე უარის თქმა სისულელეა.


 3. რჩევების მიცემა



ადრე მიღებული იყო ყველასთვის რჩევის მიცემა, მაშინაც კი, როცა ამას არ გვთხოვდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისთვის რჩევების მიცემა და ჭკუის დარიგება, სულ ცოტა, უზრდელობაა. ამას გარდა, რჩევის მიცემისას სხვა ადამიანის ქცევაზე გარკვეული პასუხისმგებლობაც გვეკისრება.


4. სამომავლოდ შენახვა



წარსულის კიდევ ერთი ცუდი ჩვევა - ნივთების სამომავლოდ გადადება. ახალი და ლამაზი სერვისები სერვანტებში წლობით ხელუხლებლად იდო. ახალ ტანსაცმელს მხოლოდ საზეიმოდ იცვამდნენ. იგივე ბედი ჰქონდა საწოლის თეთრეულსა და პირსახოცებს. 


 5. უსარგებლო წვრილმანები



ძველი ცელოფნის პარკები, დახეული კოლგოტები, ძველი საბავშვო ტანსაცმელი და სხვა უსარგებლო ნივთები - ამ ყველაფერს ნებისმიერ საბჭოთა ოჯახში ნახავდით. დრო გავიდა, ჩვევა კი დარჩა.


6. რაც ცუდად დევს



კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც საყოველთაო დეფიციტმა და გაჭირვებამ წარმოშვა. ბევრი საბჭოთა ადამიანი სამსახურიდან სახლში ეზიდებოდა ყველაფერს, რაც  კი უყურადღებოდ იდო. ნეტა რა საჭიროა კომპანიის ლოგოტიპიანი მეასე კალამი ან პრინტერის ქაღალდის შეკვრა, როცა სახლში პრინტერი საერთოდ არ გაქვს?!


7. საკვების კულტი



ისევ დეფიციტსა და სიღარიბეზე ვისაუბრებთ. საბჭოთა ადამიანები საკვებ პროდუქტს მოწიწებით ექცეოდნენ. თუ სადმე რამე იშოვებოდა, ბევრს ყიდულობდნენ - მარაგისთვის. მაგრამ დღეს საკვები დეფიციტს აღარ წარმოადგენს და სულაც აღარ არის საჭირო კილოობით ხახვის ან ყველის შეძენა. ჯერ ერთი, ნებისმიერ პროდუქტს აქვს ვარგისიანობის ვადა და თანაც სამზარეულოში ადგილსაც იკავებს.


8. დაბალი თვითშეფასება



საბჭოთა კავშირში ქალებმა კომპლიმენტების მიღება არ იცოდნენ. ნებისმიერი შექება მათში სირცხვილის გრძნობას იწვევდა.


 9. იარლიყები



გოგონა მინიკაბაში  მეძავია, ახალგაზრდა ბიჭი - ნარკომანი, მარტოხელა ქალი - განათხოვარი, უმუშევარი კაცი - უიღბლო და ასე შემდეგ. ეს სია შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს. საბჭოთა ადამიანებს იარლიყების მინიჭება უყვარდათ. ეს ჩვევა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მენტალიტეტის ნაწილად იქცა.


 10. ქილები



გეცნობათ მსგავსი სურათი - სამზარეულოს კარადა სავსეა ცარიელი ქილების გროვით. რისთვისაა ისინი საჭირო, თუკი დიდი ხანია, აღარაფერს ვაკონსერვებთ? დროა, ადგილი გავათავისუფლოთ.


 11. საშინაო ტანსაცმელი



საბჭოთა კავშირისას გაცვეთილი ან დალაქავებული ტანსაცმელი მაშინვე საშინაო ტანსაცმლის სტატუსს იძენდა. და ეს არც იყო გასაკვირი, იმ დროს ტანსაცმლის შეძენა პრობლემა იყო და მით უფრო საგანგებოდ სახლისთვის ტანსაცმელს არავინ იყიდდა. მაგრამ ახლა ხომ შეიძლება ახალი და სუფთა ტანსაცმელი იაფად შევიძინოთ და სახლში ის ჩავიცვათ.


 12. ხელმარჯვე ოსტატი



საბჭოთა ადამიანთა დიდი უმრავლესობა ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა. მამაკაცი, რომელსაც ონკანის შეკეთება ან მე-9 სართულზე ტახტის ათრევა არ შეეძლო, გაკიცხვას იმსახურებდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და გემრიელად

როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ. შემწვარ-მოხრაკული, ტკბილეული, სასუსნავები - უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიური რაციონიდან?
NEW

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ.
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?

ჰაერის დატენიანება და იონიზაცია ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მასზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.
დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მოზრდილებში, 2 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წარმოებული მედიკამენტია, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
FUN-ტესტი

მოკლე სექს-ტესტი - როგორია თქვენი სექსუალური მადა?

თქვენ წინაშეა ფოტო 8 კვადრატით. თითოეულ კვადრატში ერთი ფიგურაა. კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, ქვემოთ კი წაიკითხეთ, თუ რაზე მიუთითებს თქვენი არჩევანი. 
დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?