მიუხედავად იმისა, რომ მაილინ კლასი მრავალმხრივი პიროვნებაა - მომღერალი, მსახიობი, მოდელი და პიანისტი, მას ზოგიერთები მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ და ცდილობენ, რეგულარულად დაამცირონ.
სწორედ მათ ჯინაზე გადაწყვიტა მაილინმა გაშიშვლება სარეკლამო პროექტში. მას მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელი და კრივის ხელთათმანი ეცვა.
ინტიმურ ადგილებს გოგონა ხელებით იფარავდა ან ისეთ პოზებს ირჩევდა, სადაც გენიტალიები არ გამოუჩნდებოდა.
შიშველი ფოტოსესიით მუსიკოსს უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ ცხოვრებაში საშიში და სამარცხვინო არაფერია.