1. „ვუთხარი: არ გაგიკვირდეს, რასაც ახლა გეტყვი. მიყვარხარ და მინდა, სულ შენ გვერდით ვიყო, მაგრამ... ქალებიც მომწონს“. მან კი მიპასუხა: კარგი და გავაგრძელეთ სადილობა“ (კარინა, 22 წლის).
2. „მესმის, რომ ყველაფრის მოცემა არ შემიძლია შენთვის და შეგიძლია, ეს ყველაფერი „სხვაგან“ ეძებო. - მითხრა ჩემმა ბიჭმა. რა თქმა უნდა, გათხოვილი ქალის ტანჯვა არავის სიამოვნებს, ამიტომ არაფერი მოხდა, თუმცა, ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ“ (ვერა, 25 წლის).
3. „ჩემი პირველი ბიჭი მუდმივად იმეორებდა, რომ ეს მისთვის დაუჯერებელია. იცინოდა ჩემზე. მეორე ბიჭი დამეთანხმა, მაგრამ შემდეგ ეჭვიანობდა, თუკი ქალს კომპლიმენტებს ვეტყოდი“ (ანა, 25 წლის).
4. „თითქმის ყველა კაცი ამას ისე იგებდა, როგორც სამ ადამიანში სექსის სურვილს და ხშირად მიანიშნებდნენ ჩემს მეგობრებს ამაზე. ახლა ურთიერთობის დაწყებამდე ვესაუბრები მომავალ პარტნიორს ჩემს ორიენტაციაზე“ (ვალერია, 30 წლის).
5. „იფიქრა, რომ ვხუმრობდი, სანამ ერთხელ არ ვაიძულე, სერიოზულად გვესაუბრა ამ თემაზე. ის გაგებით მოეკიდა ჩემს ორიენტაციას. დავქორწინდით და არ ვღალატობ მას, მაგრამ ხშირად ერთმანეთს მივანიშნებთ ხოლმე სიმპათიურ გოგოებზე“ (გალინა, 28 წლის).
6. „მან მითხრა, რომ იცის“ (ნასტია, 23 წლის).
7. „მან ეს სიახლე მშვიდად მიიღო, მე კი მსურდა, მისგან უფრო ემოციური რეაქცია მენახა“ (ნატალია, 32 წლის).
8. „მითხრა, რომ ეჭვი ჰქონდა ამის შესახებ და გულახდილ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ“ (აქსანა, 30 წლის).
9. „ჩემი ქმარი ძალიან გაკვირვებული იყო და შემდეგ ხშირად მისვამდა შეკითხვებს. ვფიქრობ, ბოლომდე ვერ გაიგებს“ (ალა, 32 წლის).
10. „ყველაფერი ცუდად დამთავრდა. როდესაც ამის შესახებ გაიგო, შეეშინდა და გაიქცა“ (ანა, 26 წლის).